საერთაშორისო ორგანიზაციებმა გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართეს

საერთაშორისო ორგანიზაციებმა გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართეს

access_time2020-11-27 18:18:22

საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდებენ, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მოწვეულ სპეციალურ სესიაზე, რომელიც კოვიდ 19-ის თემაზე 3-4 დეკემბერს იმართება, საქართველომ დააფიქსიროს ინტერესი ბავშვთა პრობლემების მიმართ დაფინანსების გაზრდის, მიზნობრივი პროგრამების გაძლიერების და პანდემიაზე რეაგირების გეგმაში ბავშვთა საკითხების პრიორიტეტულობის შესახებ.


საერთაშორისო ორგანიზაციებმა გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართეს.


„მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები პანდემიის პირველადი მსხვერპლები არ არიან, მათ განსაკუთრებით შეეხოთ კოვიდ 19-ით გამოწვეული უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები, როგორც მსოფლიო მასშტაბით, ასევე საქართველოშიც. ქვეყნის მიერ ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის პროგრესის კუთხით მიღწეული შედეგები ახლა სერიოზული საფრთხის ქვეშაა“, - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს World Vision საქართველოს, საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის და Save the Children International საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი პირები აწერენ.


წერილში ხაზგასმულია ის ძირითადი პრობლემები, რაც საფრთხეს უქმნის ბავშვთა დაცვისა და განვითარების საკითხს.



„კოვიდ 19-ის შედეგების სწრაფი შეფასების კვლევით, რომელიც 2020 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision საქართველომ ჩაატარა, მაღალი ეკონომიკური მოწყვლადობის ოჯახების ბავშვების 59.4 პროცენტი საერთოდ არ იყო ჩართული დისტანციური სწავლების პროგრამაში. ორგანიზაცია “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ მონაცემების თანახმად, ორგანიზაციის ბენეფიციარი ბავშვების 27 პროცენტს საერთოდ არ ჰქონდა ინტერნეტთან ან სათანადო ტექნოლოგიასთან ხელმისაწვდომობა“, - ნათქვამია წერილში.


საერთაშორისო ორგანიზაციების აზრით, ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული უარყოფითი შედეგები განსაკუთრებით მტკივნეულია ბავშვებისათვის და მათ კეთილდღეობასა და მომავალს გრძელვადიან საფრთხეს უქმნის.


„ოჯახების სიღარიბის მაჩვენებელი გაღრმავდა და მაგალითისათვის, ორგანიზაცია World Vision საქართველოს მიერ განხორციელებული კვლევის თანახმად, ოჯახების შემოსავალი კახეთის რეგიონში შემცირდა 21.1 პროცენტით, იმერეთის რეგიონში 17.1 პროცენტით, ხოლო სამცხე-ჯავახეთში 16 პროცენტით. სახელმწიფოს მიერ შემოღებული რეგულაციების შედეგად საქართველოში უკიდურესად დამძიმდა ქუჩასთან დაკავშირებული და მიუსაფარი ბავშვების მდგომარეობა, რადგან დაიხურა დღის ცენტრები მიუსაფარი ბავშვებისათვის და ამ ცენტრების ბენეფიციარები შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდებოდნენ, რომ არ განხორციელებულიყო მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაციების მიერ ოჯახებში საკვების დისტრიბუცია“, - აღნიშნულია წერილში.


წერილში ასევე ვკითხულობთ, რომ კოვიდ 19-მა წარმოშვა და გააღრმავა შემდეგი რისკები: ხელმისაწვდომობა ძირითად მომსახურებებზე (საგანმანათლებლო, განმავითარებელი, სარეაბილიტაციო), თანატოლთა შორის სოციალური ურთიერთობების რღვევა, ფსიქოსოციალური სირთულეების ზრდა ბავშვებსა და მათ მზრუნველებში, ბავშვებსა და მოზარდებში საფრთხის და შფოთვის შეგრძნების ზრდა, ოჯახების შემოსავლის შემცირება, მშობლების მომატებული სტრესისა და შფოთვის პირობებში, ბავშვთა მიმართ ყველა ფორმის ძალადობის ზრდის რისკები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მიმართ გაზრდილი სტიგმა და სოციალური იზოლაციის გაღრმავების რისკები, 5 წელზე ასაკის ქვემოთ ბავშვების ნუტრიციული დეფიციტი და განვითარების შეფერხების რისკები.


აღნიშნულ წერილს ორგანიზაცია „World Vision საქართველო“ ავრცელებს.


თეგები:
წერილი



სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა

სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
access_time2021-01-15 16:00:05
დღეიდან, ლიბერთის და საქართველოს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა  ,,პინ კოდის” მოქმედების ვადა უკვე დასრულდა ან დასრულდება 31 მარტის ჩათვლით, პინ კოდის მოქმედების ვადა ავტომატურად  2021 წლის 15 აპრილამდე გაუგრძელდებათ.   „ჩვენ გავითვალისწინეთ როგორც ქვეყანაში მიმდინარე კოვიდსიტუაცია, ასევე ჩვენი მომხმარებლის საჭიროებები და ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ გავამარტივეთ პროცედურა, შევამცირეთ მომხმარებლის სახლიდან გამოსვლისა და...

Forbes: ბაიდენმა ეკონომიკური დახმარების ახალი გეგმა წარადგინა

Forbes: ბაიდენმა ეკონომიკური დახმარების ახალი გეგმა წარადგინა
access_time2021-01-15 20:00:23
აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა პანდემიისგან დაზარალებული ეკონომიკის დახმარებისთვის კონგრესს 1,9 ტრლნ. დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართა.   „გეგმა ამბიციურია, თუმცა, მიღწევადი. ის ამერიკის ეკონომიკას გადაარჩენს და ქვეყანას ვირუსთან გამკლავების საშუალებას მისცემს“ - ნათქვამია ბაიდენის გარდამავალი ჯგუფის განცხადებაში.   ახალი პროექტი რამდენიმე ძირითად პუნქტს შეიცავს, მათ შორისაა ხარჯები კორონავირუსთან ბრძოლის გაძლიერებაზე (400 მლრდ....

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა
access_time2021-01-15 14:50:43
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები გააცნო.     შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორი ძირითადი საკითხი, კერძოდ  დაქირავებულ პირთა შესახებ ახალი ელექტრონული რეესტრი, რეესტრში ინფორმაციის ასახვის წესი და დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის პროგრამა.  ასევე საუბარი შეეხო ზოგადად...

გვჭირდება პასუხი 1-ლი თებერვლიდან სასტუმროები იხსნება თუ არა, ჯავშნები მივიღოთ თუ არ მივიღოთ - ალავერდაშვილი

გვჭირდება პასუხი 1-ლი თებერვლიდან სასტუმროები იხსნება თუ არა, ჯავშნები მივიღოთ თუ არ მივიღოთ - ალავერდაშვილი
access_time2021-01-15 15:00:56
„ის თემა, რომ 1-ელი თებერვლიდან ცა გაიხსნება, ჩვეულებრივი ტყუილი მგონია და არ მჯერა - ტურიზმი ვერ გადავარჩინეთ და ახლა მთავარი თემაა აღვადგინოთ ტურიზმი, - ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ტურიზმის სექტორს ქვეყანაში 2 კვირის განმავლობაში, მინიმუმ 10 მილიონ დოლარზე მეტის შემოტანა შეუძლია.     „ტურიზმის სექტორში ხდება აბსოლუტური გაუგებრობა. მივხვდით, რომ ჩვენი სექტორი საერთოდ აღარ...

ნორვეგიაში Pfizer-ის პრეპარატის მიღების შემდეგ 23 პაციენტი გარდაიცვალა

ნორვეგიაში Pfizer-ის პრეპარატის მიღების შემდეგ 23 პაციენტი გარდაიცვალა
access_time2021-01-15 19:00:17
ნორვეგიაში სულ მცირე 23 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთაც ადრე COVID 19-ის ვაქცინა მიიღეს.  ამის შესახებ ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტოს პრესსამსახური იუწყება. „გვაქვს ინფორმაცია ვაქცინაციასთან დაკავშირებული გარდაცვალების 23 შემთხვევის შესახებ. ამჟამად, სპეციალისტების მხრიდან 13 მათგანის შესწავლა მიმდინარეობს,“ - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში. სააგენტოს მთავარი ექიმი სიგურდ ხორტემუ იტყობინება, რომ უკვე მიღებულმა...


მსგავსი სიახლეები

up