საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი არ ცვლის საკუთარ პოზიციას რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მიმართ და აგრძელებს რეკომენდაციას საერთაშორისო ფედერაციების მიმართ – არ დაუშვან ამ ქვეყნის ათლეტები საერთაშორისო ტურნირებზე. ასეთი განცხადება გააკეთა კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა.
„ახლა არ არის დრო შევცვალოთ რეკომენდაციები ან მიდრომა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ კვლავინდებურად არ ვიძლევით რეკომენდაციას რუსი და ბელარუსი სპორტსმენების საერთაშორისო ტურნირებზე დაშვებასთან დაკავშირებით. კვლავინდებურად არ იქნება ჰიმნები, დროშები და ეროვნული ფერები“, – მოჰყავს ბახის სიტყვები TVP Sport-ს.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა თებერვალში გასცა რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ უკრაინაში რუსული აგრესიის გამო, სპორტის სახეობების საერთაშორისო ფედერაციებმა არ დაუშვან რუსი და ბელარუსი სპორტსმენები საერრთაშორისო ტურნირებზე.