საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 17.7 პროცენტით გაიზარდა - ვიზიტორები ძირითადად  31-50 წლის არიან

საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 17.7 პროცენტით გაიზარდა - ვიზიტორები ძირითადად 31-50 წლის არიან

access_time2018-05-15 13:07:13

2017 წელს საქართველოში 7.9 მილიონი საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურის შემოსვლა დაფიქსირდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. რიცხვი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით 17.7 პროცენტით მეტია. შემოსვლების უდიდესი ნაწილი - 44.7%, 31-50 წლის ასაკის  მოგზაურია.


 

დოკუმენტის მიხედვით 7.9 მილიონი საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 6.5 მილიონი შეადგინა, რაც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20.2 პროცენტით არის გაზრდილი.


კველავაში ვკითხულობთ, რომ ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა, 2.4 მილიონი, მესამე კვარტალში დაფიქსირდა. აღნიშნული მაჩვენებელი 26.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

 

საქსტატის ინფრომაციით, 2017 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.1 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 21.8 პროცენტით არის გაზრდილი, წინა წელს ეს რიცხვი 4,2 მილიონი იყო. საერთაშორისო ვიზიტორების 63.8 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების (ვიზიტორი, რომელიც ღამეს არ ათენებს საქართველოს ტერიტორიაზე) წილმა კი 30.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.8 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

კვლევის მიხედვით 2017 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 967.6 ათასი ვიზიტორი, აზერბაიჯანიდან დაფიქსირდა, რაც მთლიანი ვიზიტორების 18.9 პროცენტს შეადგენს. შემდეგ ადგილს სომხეთი იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე რუსეთის ფედერაციაა.

 


ვიზიტორების უმრავლესობა, 46.1 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 37.7 პროცენტს შეადგენდა.

 

2017 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი საქართველოში 37.7 პროცენტი განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

 

საქსტატის ინფრომაციით, 2017 წელს ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაში - 3.1 მილიონი და 1.9 მილიონი ვიზიტი.


 

პროეცენტული რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა : თბილისი 33%, აჭარა 20%, ქვემო ქართლი 13% , მცხეთა- მთიანეთი 12%, სამცხე-ჯავახეთი 8%, კახეთი 5%, იმერეთი 4%, სხვა რეგიონები 5%.

 

2017 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 4.3 ღამე შეადგინა, რაც 2016 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელს (3.8 ღამე) 13 პროცენტით აღემატება. განხორციელებული ვიზიტების 75 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს 2017 წელს საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას კმაყოფილების დონის მიხედვით.

 

დოკუმნეტის მიხედვით,  2017 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული წლიური ხარჯები 5.8 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 31.6 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

 

ვიზიტზე საშუალო ხარჯი წინა წელთან შედარებით 9.4 პროცენტით გაიზარდა და 888.7ლარი შეადგინა.




ბათუმში კაზინო ეკლიპსი იხსნება - კომერსანტის ექსკლუზივი

ბათუმში  კაზინო  ეკლიპსი იხსნება - კომერსანტის ექსკლუზივი
person access_time2018-05-23 11:52:13
  კომერსანტისთვის სანდო წყაროზე დაყრდნობით გახდა ცნობილი, რომ ბათუმში  ცნობილი ლაქშერი ტიპის სამორინე  — Eclipse შემოდის. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ბათუმისა და თბილისის ქუჩებში საინტერესო ბანერები გაჩნდა წარწერით: ეკლიპსი გვიახლოვდება. როგორც — ეკლიფსი-ის წარმომადგენლობამ განგვიცხადა, ახალი...

Human Rights Watch მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, მოსკოვში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩს ბოიკოტი გამოუცხადონ

Human Rights Watch მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, მოსკოვში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩს ბოიკოტი გამოუცხადონ
person access_time2018-05-23 10:47:35
  Human Rights Watch-ის აღმასრულებელი დირექტორის კენეტ როტის განცხადებით, რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობით  სურს პატივისცემის მოპოვება და თავის მხარეს სურს მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის გადაბირება.    ამიტომ უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch მსოფლიო...

საქართველო საქმიანი თუ საერთაშორისო შეხვედრების ეპიცენტრი ხდება

საქართველო  საქმიანი თუ საერთაშორისო შეხვედრების ეპიცენტრი ხდება
person access_time2018-05-23 11:00:00
   საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაცია – ICCA-ს რეიტინგში, საქმიანი ტურიზმის სფეროში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ხელმძღვანელმა  თორნიკე ზირაქიშვილმა რადიო „კომერსანტს “უთხრა, გამარტივებული სავიზო რეჟიმი, კარგი ინფრასტრუქტურა...

აზბესტი საშიშია - რეკომენდაცია - ავტობუსის დამუხრუჭებისას არ ჩაისუნთქოთ ჰაერი

აზბესტი საშიშია - რეკომენდაცია - ავტობუსის დამუხრუჭებისას არ ჩაისუნთქოთ ჰაერი
person access_time2018-05-23 09:00:00
   აზბესტი – ნივთიერება, რომელიც მსოფლიოს 53-მა ქვეყანამ და მათ შორის საქართველომაც აკრძალა, ქვეყანაში მაინც შემოდის. როგორ და საიდან ხვდება ეს მინერალი ჩვენს ქვეყანაში და რა გავლენა აქვს აზბესტს ადამიანების ჯანმრთელობაზე - ამ თემებზე ისაუბრეს რადიო კომერსანტის  და ინოვაციების და განვითარების ფონდის ერთობლივ გადაცემაში „მწვანე გადაცემა“, წამყვანმა თამთა შამათავამ, „ახალი საქართველოს“ წევრმა გიორგი კუპატაძემ, ნავთობპროდუქტების...

ლუდი ზაფხულში - სიახლეები, რომელსაც ლუდის მწარმოებლები გვთავაზობენ

ლუდი ზაფხულში - სიახლეები, რომელსაც ლუდის მწარმოებლები გვთავაზობენ
person access_time2018-05-23 13:00:00
2017 წელს საქართველოში 101,846,540 ლიტრი ლუდი დალიეს, ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. ეს ფაქტი მოწმობს იმას, რომ მცირე ალკოჰოლიანი არომატული სასმელი ქართველ მომხმარებელში ძალიან პოპულარულია. „ლუდსახარში ნატახტარი“, „ქართული ლუდის კომპანია“, „არგო“, „აისი“, „კასტელ საქართველო“ - ეს მცირე ჩამონათვალია იმ ლუდის მწარმოებლების, რომელებიც სისტემატიურად ცდილობენ ქართველ მომხმარებელს ახალი პროდუქტი შესთავაზონ. სამზადისი შედარებით ადრე...


მსგავსი სიახლეები

up