საერთაშორისო მედია თიბისისა და Kong-ის თანამშრომლობაზე წერს

საერთაშორისო მედია თიბისისა და Kong-ის თანამშრომლობაზე წერს

access_time2022-08-15 15:50:00

საერთაშორისო ტექნოლოგიური გამოცემები The Fintech Times და Financial IT თიბისისა და Kong-ის წარმატებულ თანამშრომლობას ეხმაურებიან.


სტატიებში აღწერილია, თუ როგორ გაუმჯობესდა თიბისის ციფრული სერვისების მიწოდება მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ქლაუდ პლატფორმა Kong-ზე გადასვლის შემდეგ. თიბისი ბანკმა, კონგ-ის პლატფორმის ამუშავების შემდეგ 40%-ით შეამცირა პროდუქტებისა და სერვისების კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ბაზარზე მიწოდების დრო. API, რომელიც ერთდროულად 700 000 მომხმარებელს მუდმივ რეჟიმში ემსახურება, თიბისისთვის უმნიშვნელოვანეს არხად იქცა. ამ სისტემების დანერგვა ზრდის თიბისის პროდუქტიულობას, რადგან ძველ და ახალ სისტემებს ერთმანეთთან აკავშირებს. კონგის სისტემების დახმარებით, თიბისიმ მნიშვნელოვნად გაზარდა ციფრული სერვისების მიწოდების ეფექტიანობა და ამით ადამიანებს კიდევ უფრო გაუმარტივა ცხოვრება.


კონგი ქლაუდზე დაფუძნებული მსხვილი API პლატფორმაა, რომელიც ტექნოლოგიური მიმართულებით მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა.



„ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის გზაზე, თიბისისთვის კონგთან პარტნიორობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან კონგის პლატფორმა ჩვენი ინოვაციის ციკლს ასწრაფებს, ზრდის პროდუქტიულობას და უმტკივნეულოდ აკავშირებს ძველ სისტემებს თანამედროვე აპლიკაციებთან. თიბისის მიერ ნებისმიერი სიახლის ბაზაზე გასატანად ამ სისტემების ერთმანეთთან დაკავშირება გვჭირდება. ციფრული და ტექნოლოგიური განვითარება საშუალებას გვაძლევს, საუკეთესო გამოცდილება შევუქმნათ მომხმარებელს და ამავდროულად გავაძლიეროთ თიბისის პოზიციები ტექნოლოგიურ ბაზარზე“ - ამბობს თიბისის ტექნოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი ბიძინა მაცაბერიძე.


თიბისი მუდმივად უწყობს ფეხს გლობალურ ტექნოლოგიურ ტენდენციებს და სისტემატიურად ნერგავს ციფრულ სიახლეებს. Kong-თან თანამშრომლობა დიდი წინსვლაა ტექნოლოგიური თვალსაზრისით და ამ მიმართულებით თიბისი მომავალში კიდევ უფრო მეტ სიახლეს შესთავაზებს მომხმარებლებს.


(R)



თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up