„ საერთაშორისო მაღალ შეფასებას ქვეყნის ინსტიტუტების გამართული და ეფექტიანი მუშაობა უდევს საფუძვლად“-სოსო არჩვაძე

„ საერთაშორისო მაღალ შეფასებას ქვეყნის ინსტიტუტების გამართული და ეფექტიანი მუშაობა უდევს საფუძვლად“-სოსო არჩვაძე

access_time2020-04-30 19:38:57

ეკონომისტი სოსო არჩვაძე ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ბიუჯეტის ღიაობა ფინანსური ასპექტით საზოგადოების დემოკრატიულობის უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია!


სანამ საზოგადოების წევრები, პოლიტიკოსები და მედია-საშუალებები ქვეყნის მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ძირითად ასპექტებზე მსჯელობენ, უაღრესად საყურადღებო მოვლენა მოხდა. - ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის ორგანიზაციამ ( International Budget partniorShip) გამოქვეყნა ანგარიში 2019 წელზე, რომლითაც საქართველომ უაღრესად პრესტიჟული - მე-5 ადგილი დაიკავა (81 ქულა - მაქსიმალურად შესაძლებელი 100 ქულიდან; პირველ ადგილზეა ახალი ზელანდია 87 ქულით).


ეს ორგანიზაცია მრავალ კერძო, სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, მის მიზანს წარმოადგენს ქვეყნის ძირითადი ფინანსური გეგმის - სახელმწიფო ბიუჯეტის მეტი გახსნილობა და სამართლიანობა მათი მომზადებისა და რეალიზაციის პროცესში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ორგანიზაცია ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხს ბიუჯეტის გახნილობის კუთხით აფასებს.


ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის ორგანიზაციის აღნიშნული შეფასება რამდენიმე ასპექტითაა საგულისხმო.


ჯერ ერთი, რეიტინგი განხორციელებულია მსოფლიოს 117 ქვეყნის მიხედვით, მაშინ როდესაც გაეროში 193 ქვეყანაა - ბევრი სახელმწიფო სხვადასხვა მიზეზით არ თანამშრომლობს ხსენებულ ორგანიზაციასთან. საქართველოს არა მარტო გამართული (ყველა გაგებით!) ბიუჯეტი აქვს, არამედ ამბიციაც, რომ მისი ღიაობით მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზე იმყოფებოდეს.



მეორე, საქართველოს მაჩვენებელი - 81 ქულა - საკმაოდ მაღალია, აღემატება რა გამოკვლეული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (45 ქულა) და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების (55 ქულა), აგრეთვე ჩვენს უშუალო მეზობლების რუსეთისა (74 ქულა), აზერბაიჯანის (35 ქულა) და უკრაინის (63 ქულა) მაჩვენებლებს.


მესამე, პროგრესი იგრძნობა კველვის ორივე კომპონენტებში - ბიუჯეტის ზედამხედველობაში (ბოლო ორ წელიწადში 74-დან 82 ქულამდე) და მოქალაქეთა ჩართულობის მხრივ (22-დან 28 ქულამდე - საშუალო გლობალური ქულა ამ პოზიციით ბოლო წლებში უცვლელია და მხოლოდ 14 ქულას შეადგენს).

გასათვალისწინებელია, რომ ბიუჯეტის ღიაობის შეფასება 2019 წელს შეეხება და მასში ვერ აისახა ფინანსთა სამინისტროს მიერ 2020 წელს ამუშავებული მოქალაქეთა ჩართულობის პორტალი (https://ebtps.mof.ge), რომლის საშუალებითაც ყველა დაინტერესებულ პირს უკვე შეუძლია გაეცნოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციას, ქვეყნის ძირითად პრიორიტეტებს, სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამებს და დაგეგმოს ბიუჯეტი საკუთარი შეხედულებების შესაბამისად.
საქართველოს მაღალი რეიტინგი იმითაცაა დასაფასებელი, რომ კვლევაში ჩართული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, არ გამოირჩევა ხელისუფლებისადმი გუნდრუკის კმევით.


მეორე მხრივ, კვლევის შედეგებზე მთავრობის რაიმე ზემოქმედების მოხდენისა ფაქტობრივად გამორიცხულია და მისი უფლებამოსილება შემოიფარგლება მხოლოდ კვლევის წინასწარ შედეგებზე კომენტარების დაფიქსირებაში. შესაბამისად, შეიძლება თამამად ითქვას, რომ კვლევა არ ეფუძნება სუბიექტურ გარემოებებს, იგი მაქსიმალური ობიექტურობით ასახავს რეალობას, იმას რომ საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის დანერგვა მიმდინარეობს თანმიმდევრულად და სწორი მიმართულებით. ამას ადასტურებს ქვეყნის მეხუთე ადგილიც, რომელსაც საქართველო ბოლო ორი გამოკვლევის მიხედვით ინარჩუნებს, ხოლო თუ უფრო გრძელვადიან პერიოდს ავიღებთ - 2006 წლიდან (როდესაც საქართველო პირველად მოექცა შესაბამის კვლევაში) დღემდე მან მოახერხა სწრაფი პროგრესი და მინიმალური გამჭვირვალობის ქვეყნების ჯგუფიდან გადაინაცვლა სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების ჯგუფში.


სახელმწიფო ინსტიტუტები, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებენ საბიუჯეტო ხარჯების ტრასპარენტულობისა და მიზნობრიობაზე მონიტორინგის კუთხით. ბოლო წლებში მკვეთრადაა გაზრდილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული შემოწმებების რაოდენობა, ფაქტობრივად განახევრებულია ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის ის ნაწილი, რომელიც აუდიტორული შემოწმების გარეშეა დარჩენილი (ბიუჯეტის მხოლოდ დაახლოებით 1/10).


ასე რომ, საერთაშორისო მაღალ შეფასებას ქვეყნის ინსტიტუტების გამართული და ეფექტიანი მუშაობა უდევს საფუძვლად“-წერს არჩვაძე. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up