საერთაშორისო კონფერენციაზე სურსათისა და საკვებდანამატების უვნებლობის საკითხები განიხილეს

საერთაშორისო კონფერენციაზე სურსათისა და საკვებდანამატების უვნებლობის საკითხები განიხილეს

access_time2019-12-23 15:24:00

საქართველოს, ევროპის ქვეყნებისა და თურქეთის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა სურსათისა და საკვებდანამატების უვნებლობის საკითხები თბილისში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი დაესწრო. მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერისთვის და საქართველოში სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტების დანერგვის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობისთვის.



„საქართველო აქტიურად მუშაობს ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით. მსგავს ფორმატში საერთაშორისო სამეცნიერო წრეების წარმომადგენლების შეხვედრები და ზოგადად, ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, მნიშვნელოვნად დაგვეხმარება საქართველოში სურსათის უვნებლობის და რისკის შეფასების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებაში და ჩვენი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესში“, - აღნიშნა ხატია წილოსანმა.



კონფერენციაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად, საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს საკანონმდებლო დაახლოების პროცესი. ამასთან, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ქვეყანაში ლაბორატორიული შესაძლებლობები ყოველწლიურად იზრდება. ღონისძიების ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული სახელმწიფო კონტროლის სისტემის შესახებ.




თურქმა და ჰოლანდიელმა მეცნიერებმა საკვებდანამატების რისკების შეფასების და ამ მიმართულებით, საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და კონფერენციის მონაწილეებს საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს. კონფერენციის ფარგლებში, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა სურსათისა და საკვებდანამატების უვნებლობის სფეროში არსებული მიღწევები და გამოწვევები განიხილეს.



ღონისძიებას USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორი მარიკა ოლსონი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის უფროსი ირაკლი გულედანი, დარგის სპეციალისტები, მწარმოებლები, დონორი ორგანიზაციების, საკონსულტაციო ფირმებისა და ლაბორატორიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია USAID - ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ორგანიზებით გაიმართა.







რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-17 21:30:17
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი...

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“
access_time2020-02-17 18:00:43
„საქართველოში ერთადერთი სფერო,რომელიც ვითარდებოდა იყო ტურიზმი. გასულ წელს კი სექტორი კრიზისში შევიდა. ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ არასწორი სტრატეგიაა.“- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ცოდნა და წარმატება“ ნანა ტოხვაძესთან ერთად ისაუბრა. მისი თქმით, სფერო,რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჩამოშლის...

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...


მსგავსი სიახლეები

up