„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა და სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ მათი არც ერთი მნიშვნელოვანი საჩივარი/სარჩელი არ დააკმაყოფილა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა და სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ მათი არც ერთი მნიშვნელოვანი საჩივარი/სარჩელი არ დააკმაყოფილა

access_time2021-10-18 11:28:21

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მათი მიერ წარმოებული საარჩევნო დავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მათ საარჩევნო კომისიებში 42 საჩივარი დაწერეს, საქალაქო/რაიონულ სასამართლოებში 7 სარჩელი შეიტანეს, ხოლო 4 შემთხვევაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს 300-მდე დამკვირვებლის მეშვეობით გაუწია მეთვალყურეობა. არჩევნების დღეს და მის შემდეგ ორგანიზაციამ საარჩევნო კომისიებში 42 საჩივარი დაწერა, საქალაქო/რაიონულ სასამართლოებში 7 სარჩელი შეიტანა, ხოლო 4 შემთხვევაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საბოლოოდ, აქედან საოლქო საარჩევნო კომისიებმა და სასამართლოებმა დააკმაყოფილეს 4 საჩივარი და 1 სარჩელი, რომლებშიც მოთხოვნილი იყო საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიმართ დისციპლინური ზომის გატარება. რაც შეეხება ოქმებში არსებული დისბალანსის გამო მოთხოვნილი ბიულეტენების ხელახალ გადათვლას, გასაჩივრებული 12 უბნიდან ჩვენი მოთხოვნით არც ერთი, მაგრამ საკუთარი ინიციატივით ან შემთხვევითი შერჩევით საოლქო კომისიებმა 7 უბანი გადაითვალეს. მთლიანობაში, საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” არც ერთი მნიშვნელოვანი საჩივარი/სარჩელი არ დაუკმაყოფილებიათ.

საოლქო საარჩევნო კომისიამ, რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მოთხოვნა მარნეულის იმ ორი უბნის შედეგების ბათილობასთან დაკავშირებით, სადაც სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მძიმე დარღვევები, მათ შორის ამომრჩევლების მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემის ფაქტები დავაფიქსირეთ. ბოლნისის რაიონულ სასამართლოში ამ საქმეს გიორგი გრატიაშვილი განიხილავდა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის მოსამართლეები ირინა ზარქუა, თეა ძიმისტარაშვილი და ნანა ჭიჭილეიშვილი იყვნენ. როგორც საოლქო საარჩევნო კომისიისთვის, ისე ორივე ინსტანციის სასამართლოსთვის დარღვევის ამსახველი ვიდეო მტკიცებულებებიც არ აღმოჩნდა საკმარისი საჩივრის/სარჩელის დასაკმაყოფილებლად.

ამასთანავე, ზუგდიდის რაიონულმა და მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სარჩელი ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით მე-11 მაჟორიტარული ოლქის 4 უბნის მხოლოდ ბათილი ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც, შეიცვალა გამარჯვებული კანდიდატი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ამ მაჟორიტარულ ოლქში 5 უბნის არა მხოლოდ ბათილი ბიულეტენების, არამედ შედეგების სრულად გადათვლას ითხოვდა. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საქმეს გვანცა ვარდანიძე განიხილავდა, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეებმა შოთა სირაძემ, ნანა კალანდაძემ და ლერი თედორაძემ არ დააკმაყოფილეს ჩვენი სარჩელი.


ამ ორი მნიშვნელოვანი შემთხვევის გარდა, ორგანიზაციამ 12 საჩივარი შემაჯამებელ ოქმში არსებულ დისბალანსთან დაკავშირებით წარადგინა. კერძოდ, არჩევნების დასრულების შემდეგ ორგანიზაციამ იმ უბნების საკრებულოს პროპორციული არჩევნების შემაჯამებელი ოქმები და მათში არსებული დისბალანსი გადაამოწმა, რომელსაც აკვირდებოდა. 12 უბნიდან, სადაც დისბალანსის გამო მოთხოვნილი იყო ბიულეტენების გადათვლა, 3 საოლქო საარჩევნო კომისიებმა შემთხვევითი შერჩევის წესით გადაითვალეს; 2 უბანზე საოლქო კომისიებმა ბიულეტენები საკუთარი ინიციატივით გადათვალეს, კიდევ 2 უბანი კი, რომელთა გადათვლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, საოლქო კომისიებმა მოგვიანებით, ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე, მაინც გადაითვალეს (აქედან ერთის შემთხვევაში მხოლოდ ბათილი ბიულეტენები); დანარჩენ 5 უბანზე კი ბიულეტენები არ გადათვლილა. ზემოაღნიშნულ უბნებზე გადათვლის შედეგად ჯამში შემდეგნაირად შეიცვალა საარჩევნო სუბიექტთა მიერ მიღებული ხმების რაოდენობა:

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – მოაკლდა 1 ხმა; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – მოემატა 1 ხმა; „გახარია - საქართველოსთვის“ – მოემატა 10 ხმა; „გირჩი“ – მოაკლდა 24 ხმა; „საქართველოს განვითარების პარტია“ – მოემატა 1 ხმა; ბათილი ბიულეტენი გაიზარდა 39-ით; მოსული ამომრჩეველი გაიზარდა 30-ით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.


Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up