„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – ანტიკორუფციულ რეფორმაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაზრდის კორუფციასთან ბრძოლის ეფექტურობას

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – ანტიკორუფციულ რეფორმაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაზრდის კორუფციასთან ბრძოლის ეფექტურობას

access_time2020-09-01 15:00:42

„მივესალმებით დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარდგენილ კანონპროექტთა პაკეტს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ“ – ამის შესახებ განცხადებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.



„აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ხუთი დამოუკიდებელი დეპუტატის – თამარ ჩუგოშვილის, თამარ ხულორდავას, ირინე ფრუიძის, ნინო გოგუაძის, დიმიტრი ცქიტიშვილისა – და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აქტიური თანამშრომლობით შემუშავდა.



კანონპროექტთა პაკეტის დამტკიცების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ნაბიჯები გადაიდგმება ქვეყანაში ანტიკორუფციული სისტემის გაძლიერების მიმართულებით.



გავლენიანი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოში ვერ ხერხდება შედეგზე ორიენტირებული ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარება, რომელიც კორუფციის, განსაკუთრებით კი ხელისუფლების მაღალ დონეზე მომხდარი კორუფციული შემთხვევების გამოძიებას უზრუნველყოფა; მოქმედი ანტიკორუფციული მექანიზმები და პოლიტიკა ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს.



ამ პრობლემის დასაძლევად „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო უკვე წლებია მოუწოდებს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის მქონე ორგანოს ჩამოყალიბების აუცილებლობისკენ, რომელიც უშუალოდ იქნება პასუხისმგებელი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და აღიჭურვება შესაბამისი უფლებამოსილებებითა და რესურსებით. ახალი ინიციატივა სწორედ ამგვარ კომპლექსურ რეფორმას ისახავს მიზნად.




როგორ იქმნება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური?

დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო შეიქმნება სამ სხვადასხვა უწყებაში არსებული ანტიკორუფციული ფუნქციის მქონე დანაყოფების გაერთიანების შედეგად; ის ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე და აღჭურვილი იქნება საგამოძიებო უფლებებით. სააგენტოს ხელმძღვანელს პარლამენტი მაღალი ქვორუმით დანიშნავს, რაც მისი პოლიტიკური მიუკერძოებლობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.



რა ფუნქციები ექნება დამოუკიდებელ ანტიკორუფციულ სამსახურს?

სააგენტოში თავს მოიყრის მთელი რიგი ისეთი ანტიკორუფციული ფუნქციები რომლებიც ამჟამად სხვადასხვა უწყებაშია(სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საჯარო სამსახურის ბიურო და სახელმწიფო აუდიტის სამსახური ) გაფანტული ან საერთოდ არ აქვს არცერთ უწყებას დაკისრებული:

საქართველოს ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულების კონტროლი და ანტიკორუფციული პოლიტიკის დახვეწა;

საჯარო დაწესებულებებში კორუფციის გამოვლენა, გამოძიება და აღკვეთა. ასევე, კორუფციის პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;

თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი;

პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი;

კორუფციული დანაშაულის მამხილებელთა დაცვა;

საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მიერ საერთაშორისო ანტიკორუფციული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა და სხვა.



რატომ არის მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა?

საერთაშორისო პრაქტიკით დასტურდება, რომ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური არის სისტემურ კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური მექანიზმი. აღნიშნული მოდელი წარმატებით არის დანერგილი არაერთ ევროპულ ქვეყანაში. შემოთავაზებული რეფორმა გულისხმობს ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკის თვისებრივ გაუმჯობესებას; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის შესაძლებელს გახდის ე.წ. „ელიტური კორუფციის შემთხვევების რეალურ გამოძიებას და მათ პრევენციას.



მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, მხარი დაუჭირონ ამ ინიციატივას და ხელი შეუწყონ ქვეყანაში ანტიკორუფციული გარემოს ფუნდამენტურ გაუმჯობესებას. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით დეპუტატებს: თამარ ჩუგოშვილს, თამარ ხულორდავას, ირინე ფრუიძეს, ნინო გოგუაძესა და დიმიტრი ცქიტიშვილს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შემუშავებაში შეტანილი წვლილისთვის“ – ნათქვამია განცხადებაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up