„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ალექსანდრე ჭიკაიძის საეჭვო გამდიდრება გამოძიებას საჭიროებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ალექსანდრე ჭიკაიძის საეჭვო გამდიდრება გამოძიებას საჭიროებს

access_time2020-02-28 11:51:39

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების აუცილებლობას ხედავს.


როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ 2017 წლის ბოლოს საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ დიდი რაოდენობით უძრავი ქონება საეჭვო გარემოებებში დააგროვა. იმ პირობებში, როდესაც თანამდებობის დატოვების მომენტისთვის ალექსანდრე ჭიკაიძეს არ ჰქონდა დანაზოგი ან თანხა საბანკო ანგარიშზე და ბანკის სოლიდური ვალი გააჩნდა, მან და მისმა მეუღლემ ორ წელზე ნაკლებ დროში შეძლეს 5 უძრავი ქონების – 224.72 კვ.მ. საცხოვრებელი ფართისა და 216.778 კვ.მ. მიწის – საეჭვოდ დაბალ ფასში შეძენა.


ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 იანვრამდე ხელმძღვანელობდა; შემდეგ იგი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა, თუმცა საბჭო 2017 წლის ნოემბერში გაუქმდა; 2018 წლის იანვრიდან ჭიკაიძე ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებს.


ყოფილი თანამდებობის პირის სწრაფი გამდიდრება თავისთავად აღძრავს ეჭვებს ამ პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნის დროს ალექსანდრე ჭიკაიძე არაკეთილსინდისიერად ავსებდა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს.


“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” პერიოდულად იკვლევს ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს, რათა გამოავლინოს უკანონო გამდიდრებისა და ინტერესთა შეუთავსებლობის სავარაუდო შემთხვევები.


გამდიდრების ქრონოლოგია


2018 წლის იანვარში, საჯარო სამსახურის დატოვების მომენტისთვის ალექსანდრე ჭიკაიძის სახელზე 4 უძრავი ქონება ფიქსირდებოდა, რომელთაგან მან მხოლოდ 2 დაადეკლარირა:


100.1 კვ.მ. ბინა თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, რომელიც მას მემკვიდრეობით ერგო;


2013 წლის 29 ნოემბერს 169,000 $-ად შეძენილი 293 კვ.მ. ბინა თბილისში, ყაზბეგისა და მიცკევიჩის ქუჩებს შორის, რისთვისაც მან 140,000 $-ის ოდენობის სესხი აიღო საქართველოს ბანკიდან;



2016 წლის 6 მაისს დუშეთის მუნიციპალიტეტში მემკვიდრეობით მიღებული 15.000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული ორი საცხოვრებელი სახლით. ეს ინფორმაცია მან არც 2017 და არც 2018 წლის დეკლარაციაში არ ასახა.


2017 წლის 11 სექტემბერს, მცხეთაში, სოფელ მუხრანში 3,500 ლარად შეძენილი 2.300 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომელიც მან, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, 2018 წლის დეკლარაციაში არ ჩაწერა.


საჯარო სამსახურში თანამდებობის დატოვების შემდეგ, 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის ნოემბრამდე ორ წელზე ნაკლებ დროში ალექსანდრე ჭიკაიძემ და მისმა მეუღლემ შეიძინეს 278,766 ლარის ღირებულების უძრავი ქონება – 224.72 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი და 216.778 კვ.მ. მიწა. კერძოდ:


2018 წლის 25 მაისს მან 59,266 ლარად შეიძინა 139.62 კვ.მ. მშენებარე ბინა და ტერასა ბათუმში, ფიროსმანის ქ. N18-ში.


2018 წლის 17 სექტემბერს 60,000 ლარად შეიძინა 142.865 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწა წინანდალში.


იმავე დღეს 30,000 ლარად შეიძინა 72.113 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწა ასევე წინანდალში.


2019 წლის 7 მარტს 40,000 ლარად შეიძინა 1.800 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწა საგურამოში.


2019 წლის 20 ნოემბერს ალექსანდრე ჭიკაიძის მეუღლემ, ნათია ოკრიბელაშვილმა ბაკურიანში 10,000 დოლარად 85.1 კვ.მ. კოტეჯი შეიძინა.


ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ უძრავი ქონებების ნასყიდობის ხელშეკრულებები და სხვა დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.


რატომ არის საეჭვო ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ ქონების დაგროვება?


მაღალი თანამდებობის პირის მიერ საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ დიდი რაოდენობით უძრავი ქონების მოკლე დროში დაგროვება თავისთავად საეჭვო გარემოებაა.
მისი ახალი სამსახური – ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი – ოფიციალურად არაანაზღაურებადია.


ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში არ ფიქსირდება არც დანაზოგი და არც თანხა საბანკო ანგარიშზე, რომლის გამოყენებითაც მას ამ ხარჯის გაწევა შეეძლო. მეტიც, იმავე დეკლარაციის მიხედვით, მას 2023 წლამდე სოლიდური მოცულობის იპოთეკური სესხი ჰქონდა აღებული.


თანამდებობის დატოვების შემდეგ ახალი საბანკო სესხი მან 2019 წლის 30 სექტემბერს მას მერე აიღო, რაც უკვე ნაყიდი ჰქონდა უძრავი ქონება ბათუმში, წინანდალსა და საგურამოში.
საეჭვოდ დაბალია შეძენილი უძრავი ქონების ფასები. სერიოზულ კითხვებს ბადებს 2019 წლის მარტში საგურამოში შეძენილი უძრავი ქონების ღირებულება. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, მიწა 40,000 ლარად არის ნაყიდი, თუმცა 9 თვის შემდეგ (12.12.2019) გაფორმებულ იპოთეკის ხელშეკრულებაში იგივე ქონება საქართველოს ბანკის მიერ 110,000 დოლარად არის შეფასებული.


ალექსანდრე ჭიკაიძე აქტიურ სამეწარმეო საქმიანობაში მხოლოდ 2019 წლის ზაფხულიდან (ივლისი) ერთვება, მას შემდეგ, რაც ძირითადი უძრავი ქონება უკვე შეძენილი აქვს. 2019 წლის 3 ივლისს მან უსასყიდლოდ მიიღო შპს “ჯორჯიან ვინგზის” 50%-იანი წილი, ასევე დააფუძნა ორი ახალი კომპანია: 2019 წლის 24 ივლისს შპს “სანლე გრუპ, რომლის 50%-იან წილსაც ფლობს და 2019 წლის 7 ოქტომბერს შპს “რთველისი” – 25%.


მანამდე ის 2018 წლის 2 აპრილიდან 2019 წლის 22 თებერვლამდე ფლობდა შპს “ნიუ ჰელსის” 51% წილს, რომელიც უსასყიდლოდ დათმო. ბიზნესით ის პირველად მინისტრის თანამდებობის დატოვებიდან 15 თვეში, 2016 წელს დაკავდა, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ისკო დასენთან ერთად “დაცვითი საქმიანობით” დაკავებული შპს “ლეგიონი 2016” დააფუძნა. ალექსანდრე ჭიკაიძემ 2017 წლის დეკლარაციაში არ ჩაწერა, რომ 2016 წლის 26 აპრილიდან 3 ნოემბრამდე ფლობდა ამ კომპანიის 49%-ს, რომელიც მან 100 ლარად გაყიდა.


არაკეთილსინდისიერად შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები ალექსანდრე ჭიკაიძეს 2012 წლიდან მოყოლებული ქონებრივი მდგომარეობის მხოლოდ 6 დეკლარაცია აქვს წარდგენილი, რომელთაგან 3 დეკლარაცია, კანონის დარღვევით, არასრულადაა შევსებული:


ბოლო, 2018 წლის დეკლარაციაში მან არ ჩაწერა, რომ 2017 წლის 12 სექტემბერს, მცხეთაში, სოფელ მუხრანში შეიძინა 2.300 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო მიწა.


2017 წლის დეკლარაციაში მან არ ახსენა, რომ 2016 წლის 26 აპრილიდან 4 ნოემბრამდე ფლობდა შპს “ლეგიონი 2016-ის” 49%-იან წილს. გარდა ამისა, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას ეს წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის გადაცემული არ ჰქონდა (მუხლი 13(6)).


2017 წლის დეკლარაციაში მან ასევე არ ჩაწერა, რომ 2016 წლის 6 მაისს დუშეთის მუნიციპალიტეტში მემკვიდრეობით მიიღო 15.000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული ორი საცხოვრებელი სახლით. ეს ინფორმაცია მან არც 2018 წლის დეკლარაციაში ასახა.


„მოვუწოდებთ შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, დაინტერესდნენ 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის ნოემბრამდე ალექსანდრე ჭიკაიძისა და მისი მეუღლის მიერ შეძენილ ქონებაში გადახდილი თანხის წარმომავლობით და დაადგინონ, ხომ არ იქნა დარღვეული კანონი“-ნათქვამია განცხადებაში. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up