„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ქუჩებზე საბჭოური სახელების შეცვლას ითხოვს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ქუჩებზე საბჭოური სახელების შეცვლას ითხოვს

access_time2018-02-07 15:01:07

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მოუწოდებს ზუგდიდის საკრებულოს უახლოეს ხანებში მიიღოს გადაწყვეტილება და შეცვალოს სოფლების და ქუჩების საბჭოთა სახელწოდებები.

 

„საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში ახალი ტოპონიმიკა იქნა შემოღებული - სახელწოდებები შეეცვალა მრავალ ქუჩას, სოფელსა და ზოგიერთ ქალაქსაც. მათ იდეოლოგიზირებული და პოლიტიზირებული სახელები მიენიჭა.

 

როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს დაკვირვებამ აჩვენა საბჭოთა, კომუნისტური ტოპონიმიკა საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილია. ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას ზუგდიდში არსებული იმ ქუჩებისა და სოფლების შესახებ, რომლებიც დღემდე საბჭოთა, კომუნისტურ სახელებს ატარებენ.

 

ქუჩები:

 

ლავრენტი ბერიას ქუჩა - ბერია 1920-იან წლებში იყო საქართველოს სსრ-ს და ამიერკავკასიის სფსრ-ს უშიშროების აპარატის მაღალჩინოსანი და ხელმძღვანელი, 1930-იან წლებში საქართველოს კომპარტიის ცეკას მდივანი, 1938 წლიდან საკავშირო შსს მინისტრი. ხელმძღვანელობდა მასობრივ ტერორს საქართველოში

 

ივანე ვნუკოვის ქუჩა - ვნუკოვი იყო საბჭოთა არმიის გენერალ-მაიორი, 1920-იან წლებში მონაწილეობდა შუა აზიაში ანტი-საბჭოთა მოძრაობის ჩახშობაში, 1939 წელს იბრძოდა ფინეთში. გარდაიცვალა ზუგდიდში 1988 წელს და ზუგდიდშივეა დაკრძალული, სავარაუდოდ ამიტომაც ატარებს მის სახელს ერთ-ერთი ქუჩა

 

ნიკოლოზ ოსტროვსკის ქუჩა - ოსტროვსკი იყო საბჭოთა მწერალი, წიგნის როგორ იწრთობოდა ფოლადი ავტორი, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მხარდამჭერი და იდეოლოგი


 

ვასილ კიკვიძის ქუჩა - კიკვიძე იყო საბჭოთა სამხედრო, ახალგაზრდობაში სოციალისტ-რევოლოციონერთა (ესერთა) ტერორისტული რაზმის წევრი, რუსეთში, ე.წ. წითელარამირელებსა და თეთრგვარდიელებს შორის მიმდინარე სამოქალაქო ომში გამოირჩეოდა სისატიკით მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ

 

ზუგდიდში ასევე არის ოთხი ქუჩა, რომლებიც ატარებენ რუსეთის ქალაქების სახელებს, კერძოდ: სანკტ-პეტერბურგის (ყოფილი ლენინის) ქუჩა, მოსკოვის ქუჩა, კრასნოდარის ქუჩა და ვოლგოგრადის ქუჩა. აღსანიშნავია, რომ ოთხივე ქუჩას აღნიშნული სახელი საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში მიენიჭა.

 

სოფლები:

სოფელი კიროვი - აღნიშნული სოფელი ატარებს საბჭოთა და კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნის სერგეი კიროვის სახელს, კიროვი იყო ჩრდილო კავკასიაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების ერთ-ერთი ორგანიზატორი, მონაწილეობდა 1920 წელს აზერბაიჯანის, შემდგომ საქართველოს ოკუპაციაში. სოფლის ძველი, ისტორიული სახელწოდება კი არის მერე

 

სოფელი ოქტომბერი - სოფელს აღნიშნული სახელი 1917 წლის ე.წ. ოქტომბრის რევულუციის/გადატრიალებასთან დაკავშირებით დაერქვა, მისი ძველი, ისტორიული სახელწოდება კი არის ცაიშიშ კახათი

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2011 წელს მიღებული კანონი თავისუფლების ქარტია ერთ-ერთ მიზნად სწორედ ქუჩების, მოედნების, სოფლების, დაბების კომუნისტური სახელწოდებების აღმოფხვრას ისახავს. საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ კი თვითმმართველ ერთეულებს ვალდებულებას უწესებს შეცვალონ გეოგრაფიული ობიექტების საბჭოთა ბოლშევიკურ რეჟიმთან დაკავშირებული სახელები.

 

როგორც ჩვენს მიერ წარმოდგენილი კვლევით დასტურდება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი კანონმდებლობის მოთხოვნებს არ ასრულებს.

 

საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო მოუწოდებს ზუგდიდის საკრებულოს უახლოეს ხანებში მიიღოს გადაწყვეტილება და შეცვალოს სოფლებისა და ქუჩების საბჭოთა სახელწოდებები“ - ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში. 

 

 

 

 

 

 



ბაიდენის პირველი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ბაიდენის პირველი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
access_time2021-03-03 20:15:55
        აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა რუსეთს ალექსეი ნავალნის მოწამლვის და დაპატიმრების გამო სანქციები დაუწესა.გადაწყვეტილების საფუძველი ამერიკის დაზვერვის სამსახურების დასკვნა გახდა, რომლის თანახმადაც მაღალი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ 2020 წლის აგვისტოში რუსეთის სპეცსამსახურებმა ნავალნის წინაამღდეგ უკვე საყოველთაოდ ცნობილი მომწამლველი ნივთიერება „ნოვიჩოკი“ გამოიყენეს. პირველ რიგში პერსონალური სანქციები 7 რუსი მაღალჩინოსნის -...

“არემჯის“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის- წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება

“არემჯის“ და საქართველოს  ტექნიკურ უნივერსიტეტს  შორის- წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება
access_time2021-03-03 18:00:37
კომპანია „არემჯის“  აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახლადარჩეულ რექტორ  დავით გურგენიძესთან გაცნობითი სახის  შეხვედრა გამართა. მხარეებმა 3 წლიანი თანამშრომლობის შედეგები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც კომპანიის მხრიდან სტუდენტებისთვის სხვადასხვა პროგრამების შეთავაზებას და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერას ითვალისწინებს. 2017 წელს „არემჯისა“ და...

WIZZAIR ფრენების აღდგენაზე: უპასუხისმგებლობა იქნება რომელიმე კონკრეტული მიმართულების დასახელება

WIZZAIR ფრენების აღდგენაზე: უპასუხისმგებლობა იქნება რომელიმე კონკრეტული მიმართულების დასახელება
access_time2021-03-03 19:00:25
ჯერჯერობით უცნობია, რა მიმართულებებით აღადგენს ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან WizzAir-ი. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ანდრაშ რადო განმარტავს, ეს ფრენების განახლების შემდეგ ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.     „უპასუხისმგებლობა იქნება ახლა რომელიმე კონკრეტული მიმართულება რომ დავასახელო. ვნახოთ, როდის აღვადგენთ ფრენებს და რა შეზღუდვები იქნება ამა თუ იმ ქვეყანაში ამ...

Mastercard-ისა და Carrefour-ის, სოციალური კამპანია დასრულდა - SOS ბავშვთა სოფლის 100 ბენეფიციარს საჩუქრები უკვე გადაეცა

Mastercard-ისა და Carrefour-ის, სოციალური კამპანია დასრულდა - SOS ბავშვთა სოფლის 100 ბენეფიციარს საჩუქრები უკვე გადაეცა
access_time2021-03-03 15:00:33
      გასულ თვეში, Mastercard-მა და Carrefour-მა ახალ სოციალური კამპანია წამოიწყეს, რომელიც, COVID-19-ის კიდევ ერთ გამოწვევასთან, ონლაინ სწავლებასთან გამკლავებას გულისხმობდა, ხოლო, მეორე მხრივ, უკონტაქტო გადახდის პოპულარიზაციის გზით, ვირუსის გავრცელების რისკების შემცირებას ისახავდა მიზნად. შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტიდან მოყოლებული, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, სკოლები და უნივერსიტეტები ონლაინ სწავლების მეთოდით სარგებლობდნენ. სიტუაცია...

სახმელეთო საზღვრების გახსნა, ვაქცინაცია, კურორტების დარეკლამება — კერძო სექტორის რეკომენდაციები ტურიზმის სწრაფად აღსადგენად

   სახმელეთო საზღვრების გახსნა, ვაქცინაცია, კურორტების დარეკლამება — კერძო სექტორის რეკომენდაციები ტურიზმის სწრაფად აღსადგენად
access_time2021-03-03 13:00:06
ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიებმა, მათ შორისაა სტუმროების ქსელი „ინნ ჯგუფი“, ტურ კომპანია კლარკ რობინსონი, სასტუმროების ფედერაცია, „კა მენეჯმენტ გრუპი“, ტურ. კომპანია „კამერტონ თრეველი“, ტურ. კომპანია „იბერია ტურს პლიუსი“ და რამდენიმე სხვა,  ტურიზმის დარგის სწრაფი აღდგენისთვის საჭირო...


მსგავსი სიახლეები

up