საერთაშორისო ექსპერტი: ჯანდაცვის უწყებების მიერ დაშვებული შეცდომები

საერთაშორისო ექსპერტი: ჯანდაცვის უწყებების მიერ დაშვებული შეცდომები

access_time2021-04-26 14:35:58

ევროპის ჯანდაცვის სისტემის მთავარ გამოწვევას ონკოლოგიური დაავადებები წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ევროკომისიამ შეიმუშავა “კიბოს დაძლევის გეგმა”, რომელიც კიბოს პრევენციასა და მკურნალობას ითვალისწინებს, პროექტის ბიუჯეტი კი 4 მილიარდ ევროს შეადგენს.


გეგმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თამბაქოსა და ნიკოტინის მოხმარების პრევენციაა. ევროკომისიის მიზანია, 2040 წლისთვის ევროპის ქვეყნებში მწეველთა რაოდენობა 5%-მდე შეამციროს.


თუმცა, შემუშავებული სტრატეგიის არაეფექტურობაზე საუბრობს ორგანიზაცია Action on Smoking and Health-ის ყოფილი დირექტორი კლაივ ბეითსი. მისი განცხადებით, გეგმა არ ითვალისწინებს ზიანის შემცირების პოლიტიკას - მიდგომას, რომელიც თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული ონკოლოგიური დაავადებების შემცირების ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.



კლაივ ბეითსის განმარტებით, ტრადიციული სიგარეტები მაღალი რისკის შემცველია, უკვამლო მოწყობილობები - დაბალი. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ონკოლოგიურ დაავადებებს სიგარეტის კვამლში არსებული 250 ტოქსიკური ნივთიერებიდან 69 იწვევს, უკვამლო მოწყობილობები კი ამ ტოქსიკური ნივთიერებების რაოდენობას დაახლოებით 90-95%-ით ამცირებს. თუმცა, ევროკომისია მთავარ საფრთხედ არა თამბაქოს წვის შედეგად წარმოქმნილ კვამლს, არამედ თავად თამბაქოსა და ნიკოტინს მიიჩნევს.


“შეიძლება ითქვას, რომ “კიბოს დაძლევის გეგმა” იცავს ტრადიციული სიგარეტებით ვაჭრობის პრაქტიკას. შედეგად ევროპაში იქნება უფრო მეტი მწეველი და შესაბამისად, უფრო მეტი ონკოლოგიური დაავადება”, - განაცხადა კლაივ ბეითსმა.



მისივე განმარტებით, შეუძლებელია “ნიკოტინისგან თავისუფალი” საზოგადოების შექმნა, სწორედ ამიტომ, საჭიროა ზიანის შემცირების პოლიტიკის გატარება, რაც ზრდასრული მომხმარებლისთვის ნაკლები ზიანის მქონე მოწყობილობებზე ხელმისაწვდომობის ზრდას გულისხმობს.


თამბაქოს ზიანის შემცირების პოლიტიკის ეფექტურობაზე “შვედური გამოცდილებაც” მიუთითებს. შვედეთის ბაზარზე თამბაქოს უკვამლო პროდუქტის - SNUS-ის გამოჩენის შედეგად ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა 5%-მდე შემცირდა. დღეს კი ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი ონკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაჩვენებელი სწორედ შვედეთში ფიქსირდება.


“შვედური გამოცდილება” არის მტკიცებულება იმისა, რომ თამბაქოს ზიანის შემცირებით შესაძლებელია ონკოლოგიურ დაავადებებთან გამკლავება”, - ამბობს კლაივ ბეითსი.


კლაივ ბეითსის განცხადებით, იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს კიბოს დაავადებასთან ეფექტურად გამკლავება, საჭიროა საკანონმდებლო ორგანოებისა და ევროპარლამენტარების მხრიდან მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება, რაც საყოველთაო ჯანდაცვის განხორციელებასა და მოწევის შედეგად განვითარებული ონკოლოგიური დაავადებების შემცირებას შეუწყობს ხელს.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up