„საერთაშორისო ციფრული კავშირების და მონაცემთა გაცვლის ცენტრების განვითარება საქართველოს სტრატეგიული პრიორიტეტია“

„საერთაშორისო ციფრული კავშირების და მონაცემთა გაცვლის ცენტრების განვითარება საქართველოს სტრატეგიული პრიორიტეტია“

access_time2022-09-14 21:50:00

საერთაშორისო ციფრული კავშირის სამიტი, რომელიც საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომუნიკაციების კომისიისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით ჩატარდა, დეკლარაციის მიღებით დასრულდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


სამიტის მონაწილეებს ტექსტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა წარუდგინა. „საერთაშორისო ციფრული კავშირების და მონაცემთა გაცვლის ცენტრების განვითარება საქართველოს სტრატეგიული პრიორიტეტია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამიტის ფარგლებში განხორციელებული დიალოგები და ორმხრივი შეხვედრები დასრულდეს კონკრეტული შედეგებით, რომლებიც სამომავლოდ ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობას უფრო ძლიერი საერთაშორისო ციფრული დერეფნების და მონაცემთა გაცვლის ცენტრების განვითარების მიმართულებით, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო და კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობა აღნიშნულ საკითხზე,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


რაც შეეხება სამიტზე მიღებულ დეკლარაციას, მას მხარი დაუჭირა სამიტზე წარმოდგენილმა ყველა ქვეყნის დელეგაციამ. განცხადების თანახმად, დიჯიტალიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყველა ეკონომიკური სექტორისთვის და ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების უზარმაზარი პოტენციალის უზრუნველყოფით არის ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესების დამაჩქარებელი. „მხარეები მიესალმებიან და ხაზგასმით აღნიშნავენ რეგიონალური და საერთაშორისო ინიციატივების მნიშვნელობას ციფრული კავშირის გასაძლიერებლად, როგორიც არის მაგალითად, აზია-წყნარი ოკეანის საინფორმაციო სუპერმაგისტრალის პროექტი, EU4Digital პროგრამა, ისევე როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და სხვ.“ - აღნიშნულია დეკლარაციაში.




სამიტზე მიღებულ განცხადებაში განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული საერთაშორისო ინტერნეტ კავშირის გაუმჯობესების დადებით ზეგავლენაზე ფართოზოლოვან ბაზარსა და ეკონომიკაზე, რაც აისახება საცალო ინტერნეტ სერვისების ფასის კლებაზე, ტრანსასაზღვრო ციფრული სერვისების ინტეგრაციაზე (ფინანსები, ვაჭრობა, ლოგისტიკური პლატფორმები) და სხვ. „საერთაშორისო ინტერნეტ კავშირისა და მონაცემთა ცენტრების საერთაშორისო ბაზარს სამხრეთ კავკასიაში განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, სადაც ძირითადი შესაძლებლობები ჯერ კიდევ გასაანალიზებელია რეგიონის სტრატეგიული მდებარეობის, განვითარებული სატელეკომუნიკაციო ბაზრების და კარგად ჩამოყალიბებული სავაჭრო, ლოგისტიკისა და ფიზიკური კავშირის ქსელების გათვალისწინებით,“ - ნათქვამია დეკლარაციაში.



თბილისის სამიტში მონაწილეობა მიიღო ევროპის, ცენტრალური აზიის, ჩინეთის და კავკასიის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლებმა. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომუნიკაციების კომისიისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით ჩატარდა.




თეგები:
სამიტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up