საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინო გაიაფდა, ექსპორტი კი გაიზარდა

საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინო გაიაფდა, ექსპორტი კი გაიზარდა

access_time2016-07-12 17:34:02

2016 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან მსოფლიოს 40 ქვეყანაში ექსპორტირებულია 19,8 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 44%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. 

 

სტატისტიკას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

 

მათი ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 46,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 18%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

 

ღვინის ექსპორტის ზრდის პარალელურად, ფიქსირდება ღვინის სარეალიზაციო ფასის შემცირება. 1 ბოთლი ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2016 წელს, 2014 წლის საშუალო ფასთან შედარებით 0,78 დოლარით ანუ 25%-ით ნაკლებია.


 

ასევე შემცირდა 1 ბოთლი ბრენდის საშუალო საექსპორტო ფასიც. კლებამ ამ შემთხვევაში ერთ ბოთლზე 0,87 დოლარი ანუ 27% შეადგინა. 2012 წელს 1 ბოთლი (0,75 ლ) ღვინის საშუალო სარეალიზაციო ფასი იყო 3.07 აშშ დოლარი, 2013 წელს - 3.03, 2014 წელს - 3.13, 2015 წელს - 2,72 და მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით - 2.35 აშშ დოლარი. ანალოგიური კლების ტენდენცია ფიქსირდება საბრენდე სპირტისა და ბრენდის ფასებზეც. საბრენდე სპირტი - 2012 – 5.91, 2013 – 3.88, 2014 – 3.18, 2015 -2.98 და 2016 წლის 6 თვე - 2.71 აშშ დოლარი; ბრენდი - 2012 – 3.22, 2013 – 3.02, 2014 – 3.17, 2015 -2.56 და 2016 წლის 6 თვე - 2.29 აშშ დოლარი.

 

2012-2015 წლებში დაფიქსირებული საშუალო ფასი ღვინის შემთხვევაში შემცირდა 0,65 აშშ დოლარით, საბრენდე სპირტის - 1.32 და ბრენდის 0.72 აშშ დოლარით.

 

მიუხედავად საშუალო საექსპორტო ფასების კლებისა, ექსპორტის რაოდენობის მატების ხარჯზე, საერთო შემოსავალი თანხაში 2016 წელს წინა წლებთან შედარებით გაზრდილია როგორც ღვინის, ასევე ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შემთხვევაში.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2016 წლის პირველ ნახევარში, ქართული ღვინის ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთი - 148% (1 884 665), უკრაინა - 82% (2 286 977), რუსეთი - 56% (10 198 085), ბელარუსი - 96% (462 547), ლიტვა - 31% (260 064), პოლონეთი - 34% (1 070 454), ესტონეთი - 64% (331 884), ყირგიზეთი - 89% (149 666), გერმანია - 55% (166 636), კანადა - 16% (96 300), დიდი ბრიტანეთი - 43% (58 366) და სხვა.

 

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი - 10 198 085 ბოთლი; უკრაინა -2 286 977 ბოთლი; ჩინეთი - 1 884 665 ბოთლი; ყაზახეთი- 1 764 286 ბოთლი; პოლონეთი -1 070 454 ბოთლი.



საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია

საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია
access_time2020-11-28 23:51:10
ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოსა და ფინეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ვინაიდან მომდევნო წელს ევრობასკეტს საქართველო მასპინძლობს, ჩვენი ნაკრები ამ ტურნირზე ავტომატურად მოხვდა. მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგო. მესამე მეოთხედში ფინეთმა მოგვიგო და ბოლო მეოთხედის წინ სიტუაცია დაძაბა.თუმცა საქართველოს ნაკრებმა ბოლო მეოთხედში ძალები მოიკრიბა, დალაგებულად ითამაშა და საბოლოოდ, 91:85...

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-11-27 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3164 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-27 21:00:33
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან. „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“...

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ
access_time2020-11-27 16:15:35
თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელების განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებულმა ე.წ. ლოკდაუნმა ისინი მწარე რეალობის წინაშე დააყენა, ყოველი დაკეტილი დღე 6 ცენტრისთვის 10 მილიონი ზარალია. თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები პრემიერმინისტრსა და ანტიკრიზისულ საბჭოს მიმართავენ. ეს სავაჭრო ცენტრებია: გალერეა თბილისი;თბილისი მოლი;ისთ ფოინთი;თბილისი ცენტრალი;ქარვასლა;სითი...

Forbes: ჯეფ ბეზოსის ეკოლოგიური ინიციატივა მწვავე კრიტიკის საგანი გახდა

Forbes: ჯეფ ბეზოსის ეკოლოგიური ინიციატივა მწვავე კრიტიკის საგანი გახდა
access_time2020-11-28 20:00:00
Amazon-ის დამაარსებელმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა ჯეფ ბეზოსმა ბუნებაზე ზრუნვა გადაწყვიტა და საქველმოქმედო ეკოლოგიური ფონდი Bezos Earth Fund შექმნა. ნოემბერში ფონდმა 16 ეკოლოგიური ორგანიზაცია უკვე შეარჩია, ისინი მისგან ჯამურად 1 მლრდ. დოლარს მიიღებენ. თუმცა, ამ ინიციატივას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, ძირითადად ეკოლოგიური ორგანიზაციები, რომლებსაც ბეზოსისგან არაფერი მიუღიათ. მილიარდერს 3 მიმართულებით აკრიტიკებენ: ...


მსგავსი სიახლეები

up