„საერთაშორისო ბაზრებზე ძალიან დიდი, არაჯანსაღი  კონკურენციაა“

„საერთაშორისო ბაზრებზე ძალიან დიდი, არაჯანსაღი კონკურენციაა“

access_time2018-05-17 16:37:08

საქართველოში 1 წლის წინ დაფუძნებულ წყლის მწარმოებელ კომპანიას „იწის წყალი“ ექსპორტზე პრობლემები ექმნება. როგორც ცნობილია, კომპანიამ სატესტო რეჟიმში მუშაობა 2017 წლის იანვარში დაიწყო. ქარხანა ამბროლაურში, გურგენიძის ქ. N18 მდებარეობს.



კომპანიის ხელმძღვანელი ვლადიმერ გურგენიძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს, დინტერესებაც არის, თუმცა, საქმე ბოლომდე ვერ მიდის. მისი თქმით,პროცესში საკმაოდ აქტიურადაა ჩართული სოფლის მეურნეობის სამინისტროც, თუმცა, შედეგი მაინც პოზიტიური არ არის.



როგორც გურგენიძე განმარტავს,ამჟამად მოლაპარაკებები მიდის რუსულ ჯგუფთან, თუმცა, როგორ დასრულდება პროცესი უცნობია. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩინურ კომპანიებთანაც.
„აზერბაიჯანთან გვქონდა მოლაპარაკებები, გავუმზადე 2 კონტეინერი (65 000 ბოთლი). შემდეგ იქაური საბაჟოდან დამირეკეს და ბოთლის უკანა მხარეს აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნილი ეტიკეტი მომთხოვეს. ვინც მე მომელაპარაკა, ეს საკითხი მაშინ არ უთქვამს. პრობლემა შემექნა ამის გამო. გარდა ამისა, საერთაშორისო ბაზრებზე ძალიან დიდი კონკურენციაა, თუმცა, ეს ჯანსაღი არ არის“-აცხადებს გურგენიძე.




მისი ინფორმაციით, მტკნარი წყალი უკვე იყიდება რაჭის რეგიონში და თბილისის რამდენიმე რესტორანში. კომპანია „იწის წყალის“ მიერ წარმოებული პროდუქცია იყიდება როგორც შუშის (ნახევარ ლიტრიანი), ასევე პლასტმასის ბოთლებში (0.33,0.5 და 1.5 ლიტრიანი). რაც შეეხება ფასს, გურგენიძე აცხადებს, რომ კომპანიის გასაყიდი ფასი 0.5 ლიტრიან ბოთლში 0.33 ლარს შეადგენს.



ამბროლაურში მდებარე მტკნარი წყლის ახალ საწარმოში, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფინანსური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის ფარგლებში შეიქმნა. საწარმოს წარმადობა წელიწადში 10 მილიონ ბოთლს შეადგენს. ამ დროისთვის კი 2 მილიონის წარმადობით მუშაობს.



საწარმოს შექმნისთვის კომპანიამ 800 000 ლარზე მეტი სესხი აიღო, რომლის პროცენტის თანადაფინანსებასაც ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს. გარდა ამისა, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში კომპანიას საწარმოს ასაშენებლად ეკონომიკის სამინისტროს ქონების ეროვნულმა სააგენტომ საჭირო მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადასცა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 2 მილიონ ლარს შეადგენს.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 





კომპანია „სილქნეტის“ განცხადება

კომპანია „სილქნეტის“ განცხადება
access_time2019-01-22 22:27:41
კომპანია სილქნეტი სპეციალურ განცხადებას  ავრცელებს. კომერსანტი ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს სატელეკომუნიკაციო სექტორში 2018 წელს განხორციელებული ბაზრის ლიდერი ორი კომპანიის  - სილქნეტის და ჯეოსელის გაერთიანების შედეგად, შეიქმნა სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელმაც ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიისა და ფიქსირებული ტელეფონიის სერვისები გააერთიანა მობილურ სერვისებთან და მომხმარებლებს...

Fund for Peace: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გაუარესდა

Fund for Peace: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები  გაუარესდა
access_time2019-01-22 20:00:20
საერთაშორისო ორგანიზაცია Fund for Peace ყოველწიურად ადგენს სახელმწიფოების მდგრადობის რეიტინგს, რომელიც ასახავს სხვადსხვა ქვეყნებში პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების დონეს. სიის შემდგენელთა განცხადებით, მათი მიზანია პოლიტიკოსების გაფრთხილება შესაძლო დაძაბულობის და კონფლიქტების შესახებ. ინდექსი ზომავს ქვეყნებს სტაბილურობის დონეს. 2018 წლის მონაცემებით, საქართველომ დაიკავა 83-ე ადგილი 178 ქვეყანას შორის და 120...

პაატა შურღაია:„ბაზისური პენსიის გაცემის ტვირთი რამდენიმე წელიწადში გაიზრდება და ბიუჯეტის 30-40%-ს მიაღწევს, ეს ეკონომიკის კატასტროფაა“

პაატა შურღაია:„ბაზისური პენსიის გაცემის ტვირთი რამდენიმე წელიწადში გაიზრდება და ბიუჯეტის 30-40%-ს მიაღწევს, ეს ეკონომიკის კატასტროფაა“
access_time2019-01-22 19:00:48
მთავრობამ 2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის აამოქმედა. დაგროვებითი პენსიის კანონი პარლამენტმა 2018 წლის 21 ივლისს მიიღო. სისტემის ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს....

„პრემიერს გამორჩა ერთი სიტყვა, რამაც არასწორი წარმოდგენები შექმნა“ - საგარეო საქმეთა სამინისტრო ბახტაძის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას კომერსანტთან აკეთებს

 „პრემიერს გამორჩა ერთი სიტყვა, რამაც არასწორი წარმოდგენები შექმნა“ - საგარეო საქმეთა სამინისტრო ბახტაძის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას კომერსანტთან აკეთებს
access_time2019-01-22 16:00:54
„ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 3,4 მილიარდი ევროს ფინანსური სახსრები“ — პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ბრიფინგზე გაკეთებული ეს განცხადება მედიაში დავის საგანი გახდა. ვებ-პორტალი „ბათუმელების“ ინფორმაციით, ევროკავშირს საქართველოსთვის აღნიშნული ფინანსური სახსრები არ გამოუყვია. შესაბამისად, პრემიერის ნათქვამი არასწორია. კომერსანტმა საკითხში გარკვევის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, სადაც ექსკლუზიურად...

ნინო ზამბახიძე: საქართველოში მეწარმეები ბიუროკრატიას ეწირებიან

ნინო ზამბახიძე: საქართველოში მეწარმეები ბიუროკრატიას ეწირებიან
access_time2019-01-22 14:00:47
„საქართველოში მეწარმეები  ბიუროკრატიას ეწირებიან. აქამდე ამ თემაზე საჯაროდ არ ვსაუბრობდი, რადგან არ მინდოდა ფერმერთა ასოციაციის სახელი გამომეყენებინა. თუმცა ამ პრობლემის წინაშე მხოლოდ მე არ ვარ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე ჩემი ფერმა გავყიდო, რომ მეტი დრო დავუთმო ფერმერთა ასოციაციას და დავეხმარო სხვა ფერმერებს, რომ იგივე მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ. “,— ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ კომერსანტს...


მსგავსი სიახლეები

up