„ირანის კრიზისის გამო ნავთობზე ფასის ზრდა ჩვენზე პირდაპირპროპორციულად აისახება, შეიძლება ბიტუმიც გაძვირდეს“

„ირანის კრიზისის გამო ნავთობზე ფასის ზრდა ჩვენზე პირდაპირპროპორციულად აისახება, შეიძლება ბიტუმიც გაძვირდეს“

access_time2020-01-08 14:00:49

ირანის მიერ ერაყში, აშშ-ერაყის სამხედრო ბაზებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ნავთობის ფასი 5%-ით გაიზარდა. როგორ აისახება აშშ-ირანს შორის არსებული დაძაბული ვითარება საქართველოს ეკონომიკაზე და რა გავლენას მოახდენს ეს ფაქტი კონკრეტულად ნავთობის ფასებზე, ამ თემებზე „კომერსანტი“ საქართველო-ირანის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტს და „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარეს ვანო მთვრალაშვილს ესაუბრა.


„აშშ-ირანის თემა მსოფლიო უსაფრთხოების ნაწილია, მთელი მსოფლიო ამ მოვლენებს აკვირდება. ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი კრიზისია, როდესაც ვითარება მხოლოდ რიტორიკის და განცხადებების დონეზე იყო, სანავთობო ბაზარი მეტ-ნაკლებად აკვირდებოდა ამ ყველაფერს, ეს ცივი ომის ვითარება რამდენად გადავა საომარ ესკალაციაში, ამაზე იქნება ფასები დამოკიდებული. თუმცა, ბოლო ვითარებამ ნავთობზე ფასი უკვე გაზარდა. გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ლიბიაში და ერაყში დაძაბული ვითარებაა, ამიტომ ამ ქვეყნებში არაპროგნოზირებადი ვითარება ნავთობის ფასებზე დიდ გავლენას ახდენს, რადგან ფასები სამწუხაროდ დიდწილად არა მოთხოვნა-მიწოდებაზე, არამედ,პოლიტიკაზეა დამოკიდებული. დიდი ალბათობით ნავთობზე ფასები გაიზრდება, შესაძლოა ეს უმნიშვნელო მატება იყოს ან შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდეს, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ განვითარდება მოვლენები“, - აღნიშნავს ვანო მთვრალაშვილი.


ვანო მთვრალაშვილი საქართველო-ირანის ურთიერთობებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ აშშ-ირანს შორის დაძაბული ვითარება, ნავთობის ფასების გაზრდის გარდა, შესაძლოა საგზაო ბიტუმის ფასების მატებაზეც აისახოს, რადგან ქვეყანა თითქმის 100%-ით ირანის მხრიდან იმპორტზეა დამოკიდებული.



„არსებული სიტუაცია საქართველოზეც აისახება იმ კუთხით, რომ მართალია ქვეყანაში პატარა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა  გვაქვს, რომელიც მოხმარების მხოლოდ 1%-ს აკმაყოფილებს, თუმცა დანარჩენი იმპორტირებულია, შესაბამისად საერთასორისო ბაზრებზე და ასევე ლარის გაცვლით კურსზე ვართ დამოკიდებულები. ბოლო პერიოდში საქართველოში საწვავის ფასების შემცირება დაფიქსირდა, თუმცა, საერთაშორისო ბაზარზე ფასის ზრდა ჩვენზე პირდაპირპროპორციულად აისახება.  


რაც შეეხება ზოგადად სავაჭრო ურთიერთობებს საქართველო-ირანს შორის, ის ბოლო პერიოდში სტაბილურად ვითარდებოდა, ირანიდან სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალა თუ საკვები პროდუქცია შემოდიოდა საქართველოში და დღესაც უპრობლემოდ შემოდის. აღსანიშნავია, რომ საგზაო ბიტუმის თითქმის მთლიანი მოცულობა ირანიდანაა იმპორტირებული და საქართველო ამ მხრივ მთლიანად მასზეა დამოკიდებული. თუმცა, თუ პრობლემა გამძაფრდა, ალტერნატიული ბაზრების მოძიება გახდება საჭირო, შესაძლოა უფრო ძვირადღირებულის, მაგრამ მისი ჩანაცვლება შესაძლებელი იქნება. ვიმედოვნებ, რომ ეს არ დაგვჭირდება და ვითარება დასტაბილურდება“, - განმარტავს ვანო მთვრალაშვილი.


შეგახსენებთ, რომ  ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებული, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტში აშშ-ის მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up