„კაპიტალის ბაზრის განვითარება ხელს შეუწყობს დამატებითი ლარის რესურსის გაჩენას და ეს სესხებსაც გააიაფებს“ - „ხალიკ ბანკი საქართველოს“ გენერალური დირექტორი

„კაპიტალის ბაზრის განვითარება ხელს შეუწყობს დამატებითი ლარის რესურსის გაჩენას და ეს სესხებსაც გააიაფებს“ - „ხალიკ ბანკი საქართველოს“ გენერალური დირექტორი

access_time2020-11-09 11:30:13

საქართველოს საბანკო სექტორში არსებული გამოწვევები, ქართული და ყაზახური ფინანსური სფეროს შედარება, ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები და საერთაშორისო ბანკების მხრიდან საქართველოს მიმართ არსებული დაბალი ინტერესი. ამ და სხვა თემებზე Commersant-თან „ხალიკ ბანკი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გეგუჩაძემ ისაუბრა.


-რა არის დღეს მთავარი გამოწვევები, რომლებიც საქართველოს საბანკო სექტორის წინაშე დგას და როგორ აპირებსხალიკ ბანკი საქართველოგამოწვევებთან გამკლავებას?


-გამოწვევა ბევრია, პირველ რიგში ეს კოვიდის პრობლემაა, რომელიც ძალიან ნეგატიურად მოქმედებს ყველაფერზე და შესაბამისად საბანკო სისტემაზეც. თუმცა არ შემიძლია ვთქვა, რომ საბანკო სისტემა სავალალო მდგომარეობაშია, რადგან ძალიან ბევრი ზომები, რომლებიც იყო  მიღებული გასულ წლებში, ბუფერები, რეზერვები, გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც იმ პერიოდისთვის  ზედმეტად გვეჩვენებოდა ამ ეტაპზე თავისი დამცავი მექანიზმის შეასრულა. რა თქმა უნდა ჯობია, რომ უკეთესი მდგომარეობა იყოს, მაგრამ საგანანგაშო სიტუაცია ნამდვილად არ არის.


-პანდემიის გარდა საბანკო სექტორი დღეს სხვა რომელ გამოწვევებს ებრძვის


-საბანკო სექტორს ყოველთვის ჰქონდა გამოწვევები და ყოველთვის იყო გარკვეული საკითხები, თუმცა ეს მიმდინარე საკითხები იყო, რომელიც მუშა რეჟიმში წყდებოდა.


ძლიერი საბანკო სისტემის გარეშე ძლიერი ქვეყანა არ არსებობს. საქართველოში ჩვენ უკვე შევეჩვიეთ, რომ  ჩვენი საბანკო სისტემა სხვა დარგებთან შედარებით განვითარებულია, ქვეყანაში ფინანსური  რესურსის შემოტანა საბანკო სისტემის დამსახურებაა. ეს უნდა შევინარჩუნოთ და განვავითაროთ.


გამოწვევა საბანკო სისტემას ყოველთვის აქვს, მაგალითად  საკანონმდებლო ნაწილში, აღსრულების ნაწილში, სასამართლო პროცესების წარმოების ნაწილშიც, პრობლემები არსებობს და ჩვენ ამაზე ღიად ვსაუბრობდით, როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელ ხელისუფლებასთანაც. ჩვენი ქვეყანა არ არის ის ქვეყანა, რომ ყველაფერი აწყობილი გვქონდეს, შეგვეძლოს გავჩერდეთ, დაველოდოთ და როცა დალაგდება ყველაფერი და პანდემია გადაივლის მერე  განვაგრძოთ ეკონომიკური აქტიურობა, ჩვენი ქვეყანა ის ქვეყანაა, რომელსაც სულ სჭირდება სამუშაო ადგილები, განვითარება, ეკონომიკის კლება კი ძალიან ნეგატიურად მოქმედებს თითოეულ  ჩვენთაგანზე.


-ბევრი იყო დაპირებები საკრედიტო განაკვეთის შემცირებასთან ან განახევრებასთან დაკავშირებით, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ეს თუ თვლით რომ ყველაფერი უბრალოდ პოპულისტური განცხადებებია?


დღეს ვერავინ იტყვის, რომ საქართველოში კონკურენცია არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ორი დიდი მოთამაშეა. რა თქმა უნდა, სასურველია იყოს  3, 4 ან მეტი. მიუხედავად ამისა ვფიქრობ რომ ბაზარზე არის სერიოზული კონკურენცია. 


თითოეული პერსპექტიული და გადახდისუნარიანი კლიენტის მოსაპოვებლად ბანკებს შორის კონკურენცია მიმდინარეობს, განსაკუთრებით იქ სადაც ახალი ბიზნესების განვითარებას ეხება საქმე. მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს ძალიან,  გამიხარდება, რომ ბანკებს  საპროცენტო განაკვეთის განახევრების  შესაძლებლობა  ჰქონდეს და მიუახლოვდეს ევროპულ თუ ამერიკულ საპროცენტო განაკვეთებს, თუმცა სამწუხაროდ ობიექტური მიზეზების გამო არ ვართ იმ ვითარებაში. 


აღსანიშნავია, რომ  დეპოზიტებზე  საპროცენტო განაკვეთი არის იგივე, ზოგჯერ იმაზე მეტიც რაც  ევროპაში და ამერიკაში არის სესხზე საპროცენტო განაკვეთი,  ამ რესურსის მოძიებას, მის საქართველოში შემოტანას თავისი ღირებულება აქვს. ამიტომ იმაზე საუბარი, რომ ხვალ საპროცენტო განაკვეთები განახევრდება არარეალურია, ამას აკეთებს ბაზარი, კომერციული ბანკები რა პროცენტში იზიდავენ რესურსს, იქიდან გამომდინარე ხდება ამ რესურსის გაყიდვა და შესაბამისად  ფასწარმოქმნაც. 



ჩვენ თუ შევადარებთ ჩვენ საპროცენტო განაკვეთებს, მაგალითად შვეიცარიის, საფრანგეთის ან გერმანიის სპროცენტო განაკვეთებს არაობიექტური შედარება იქნება. ჩვენი ეკონომიკა და რეალობა სადაცაა ისეთი საბანკო პროცენტებია. 


-რამდენად სწორად უმკლავდება ეროვნული ბანკი კრიზისის პერიოდში არსებულ გამოწვევებს და როგორ შეაფასებდით მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს კომერციული ბანკების დასახმარებლად?


-შემიძლია ვთქვა, რომ ეროვნულმა ბანკმა პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან გადადგა ძალიან  მნიშვნელოვანი ნაბიჯები. რითაც ბანკებს ფაქტობრივად გარკვეული სიმშვიდე შეგვძინა იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა ინსტრუმენტი გააჩინა იმისა, რომ კომერციული ბანკებისთვის სახსრები და გარკვეული რესურსები ხელმისაწვდომი ყოფილიყო და ლიკვიდობის პრობლემა არ დამდგარიყო საბანკო სისტემაში.


საბედნიეროდ არც ჩვენ და არც ბანკების უმრავლესობას ეს არ დასჭირდა, თუმცა იმის ცოდნა რომ საჭიროების შემთხვევაში შენ გაქვს გარკვეული დახმარება ეროვნული ბანკის მხრიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. 


ეროვნული ბანკის საქმიანობა ბოლო პერიოდის განმავლობაში ყოველთვის იყო განსჯის და განხილვის საკითხი, რაღაც მოგვწონდა რაღაც არ მოგვწონდა, ის რომ რეგულაციების გამკაცრება, თუნდაც  გარკვეული სარეერვო ბუფერების შექმნა და ა.შ. ჩემთვის ორი წლის წინ რომ გეკითხათ ცოტა მკაცრად მეჩვენებოდა, მაგრამ დღევანდელ დღეს, გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიას არავინ არ ელოდა და აღმოვჩნდით ამ ვითარებაში, იმ ზომებმა, რომლებიც იქნა მიღებული მაშინ, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური როლი შეასრულა.


-ადგილობრივი ბირჟისა და ზოგადად, კაპიტალის ბაზრის განვითარების პირობებში გაიზრდება თუ არა კონკურენცია საბანკო სექტორში? ფულის მოზიდვის ალტერნატიული მექანიზმის გაჩენა შეიძლება თუ არა საბანკო სექტორისთვის ერთგვარ გამოწვევად იქცეს?


-ძალიან დიდი  ხანია ამ  თემაზე საუბარი მიმდინარეობს და ვფიქრობ რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნისთვის. თუმცა, ამას  სჭირდება გარკვეული პირობები, გარკვეული წინაპირობა, თვითონ ფინანსურად გამართული კომპანიების მრავალრიცხოვნობა,  ვისაც ექნება საშუალება, რომ განათავსოს თავისი კაპიტალი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის. როცა განვითარდება კაპიტალის ბაზარი, შესაბამისად ეს იმოქმედებს საპროცენტო განაკვეთებზეც, დღეს ჩვენ ძალიან ძვირის გადახდა გვიწევს, რომ მოვიზიდოთ ლარის რესურსი, ც.


-რამდენად არის საქართველოში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის  პრობლემა?


-არ მგონია, რომ დგას ეს პრობლემა. თუ საუბარია კომპანიაზე, რომელსაც უნდა განვითარება, გაფართოება და გარკვეული შემოსავლები აქვს, მათთვის მინანსური რესურსი ხელმისაწვდომია. 

ამ შემთხვევაში არის მეორე პრობლემა, თვითონ მსესხებელი დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით ბევრს ფიქრობს ვიდრე დამატებით სასესხო ვალდებულებას აიღებს, იმ ვითარებაში როდესაც რთული საპროგნოზოა ყველაფერი, გადაწყვეტილების მიღებაც გართულებულია. 


-პანდემიის პირობებში ახალი ფილიალი გახსენით, ეს მაშინ როდესაც ყველა ბანკი ცდილობს ონლაინ რეჟიმზე გადავიდეს, რატომ გახდა ამ პირობებში ამის აუცილებლობა?


-ჩვენ ეს  დაგეგმილი გვქონდა შარშან, როდესაც ჯერ კიდევ პანდემია არ იყო.  გარკვეული გეგმა გვაქვს რასაც მივყვებით, არ გვაქვს  ძალიან ბევრი ფილიალი, სულ რვა. ზოგადად, მაინც ვფიქრობთ, რომ საქართელო და არამხოლოდ ჩვენ, მსოფლიოც მალე დაუბრუნდება თავის  ჩვეულ ცხოვრების რიტმს, რაც გამოიწვევს ეტაპობრივად ყველაფრის დალაგებას, ამიტომ გაფართოება მაინც საჭიროა.

ამასთან ერთად ჩვენი ბანკი ანვითარებს დისტანციური გაყიდვების არხებს. შევქმენით ახალი, ძალიან საინტერესო მობაილ ბანკი, განვაახლეთ ინტერნეტ ბანკი. ციფრული მიმართულების განვითარება ჩვენი ბანკის და მთლიანად ხალიკ ჯგუფის პრიორიტეტია. 


-რა არსებითი განსხვავებაა ქართულ და ყაზახურ საბანკო სექტორებს შორის?


-ყაზახეთი მდიდარი ქვეყანაა, შესაბამისად სადაც არის საკმარისი კაპიტალი, იქ  საბანკო სისტემა არის მდგრადი, გამოირჩევა ახალი ტექნოლოგიებით. ყაზახეთში დიდი  კონკურენციაა, ხალიკ ბანკი იქ ძალიან დიდია, როგორც თავისი მოცულობი ასევე პროდუქტების მრავალფეროვნებით. ბანკი დიდ ინვესტიციებს ხარჯავს ახალი ტექნოლოგიების  განვითარებში. ზოგადად 2009 წლის თუ სხვადასხვა კრიზისებიდან „ხალიკ ბანკი“ თვითონ  ყაზახეთში უფრო გაძლიერებული და  გაზრდილი გამოვიდა, რადგან ბანკის მიმართ  სანდოობა  დიდია. 


ყაზახეთის საბანკო სისტემა განვითარება ქვეყანაში დიდი საერთაშორისო ბანკების არსებობამაც გამოიწვია.


-საერთაშორისო ბანკები ახსენეთ და ისინი საქართველოდანაც აქტიურად გადიან, რატომ ხდება ეს?


-სამწუხაროდ  საქართველოს  ბაზარი დიდი არ არის და არის ბევრი კონკურენტი, არც მოსახლეობის  რაოდენობა და არც  ეკონომიკის მოცულობა ამის  საშუალებას არ გვაძლევს. 


ის საერთაშორისო ბანკებმა, რომლებიც საქართველოში იყვნენ, მაგალითად HRBC და Societe Generale რომელიც ყაზახეთშიც იყო, ზოგადად პოლიტიკა  შეცვალეს და  მთლიანად რეგიონიდან  გავიდნენ, მათ შორის ყაზახეთიდან. 


-ვალუტის გაუფასურების გავლენა...


-ლარის კურსაც რომ შევხედოთ. დღევანდელ  დღეს, ლარიც განიცდის იმ შიდა თუ გარე შოკებს რაც ხდება მსოფლიოში , ასევე მნიშვნელოვანია მეზობელი ქვეყნების ვალუტები როგორ იქცევიან. ბუნებრივია, რომ რეგიონისგან იზოლირებულად ვერ ვიმოქმედებთ.



-არის თუ არა საქართველოში არსებული ყაზახური კომპანიების მხრიდან მოთხოვნა ბიზნესს სესხებზე?


-საქართველოში არსებულ ყაზახურ კომპანიებთან თითქმის ყველასთან ურთიერთობა გვაქვს, კონკურენტულ ვითარებაში, სადაც უკეთესს პირობებს შესთავაზებენ ბუნებრივია ეს კომპანიოები იმ ბანკს ირჩევენ. ჩვენ ვცდილობთ , ამ კომპანიებს, ისევე როგორც ჩვენ ყველა სხვა კლიენტს  შევთავაზოთ მაქსიმალურად კონკურენტული და საინტერესო პირობები და პროდუქტები. რაც შეეხება აქტივობას, დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით ქართული კომპანიების  და ყაზახური კომპანიების აქტივობა იდენტურია. 


დღეს ყველა სიფრთხილით ეკიდება დამატებითი ფინანსური ვალდებულებები აღებას. ამიტომ იმედი გვაქვს რომ, პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემები მალე დასრულდება და ჩვეულ რიტმში დაიწყებს მუშაობას როგორც ბიზნესი, ასევე საბანკო სექტორიც. 


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up