საექსპორტო ბაზარზე გაყიდვების კუთხით „თბილღვინოს“ კლება არ აქვს, საქართველოს ბაზარზე კი, გაყიდვები  60 %-ით შემცირდა - ზურაბ მარგველაშვილი

საექსპორტო ბაზარზე გაყიდვების კუთხით „თბილღვინოს“ კლება არ აქვს, საქართველოს ბაზარზე კი, გაყიდვები 60 %-ით შემცირდა - ზურაბ მარგველაშვილი

access_time2020-05-08 17:45:16

„ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, საწარმოო პროცესი როგორც თბილისის, ისე ყვარლის ქარხანაში ჩვეულ რეჟიმში, შეუფერხებლად მიმდინარეობს“, - ამის შესახებ „კომერსანტს“  ღვინის მწარმოებელი კომპანია „თბილღვინოს“ დირექტორმა ზურაბ მარგველაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღიდან კომპანია საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ყველა უსაფრთხოების ნორმებს იცავს. ბიზნესმენი განმარტავს, რომ „თბილღვინოს“ გაყიდვების უმეტესი წილი, 90 პროცენტი ექსპორტზე მოდის, სწორედ ამიტომ კომპანია მაქსიმალურად შეეცადა ექსპორტი არ შემცირებულიყო და როგორც ზურაბ მარგველაშვილი აცხადებს დასახულ მიზანს მიაღწიეს. ამ ეტაპზე, კომპანიას გაყიდვების კუთხით კლება არ აქვს.


რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, „თბილღვინოს“ დირექტორის განმარტებით, მარტში კომპანიას 25 პროცენტიანი კლება ჰქონდა, აპრილში კი ეს რიცხვი 60 პროცენტამდე გაიზარდა. ზურაბ მარგველაშვილი „კომერსანტთან“ იმ პრობლემებზე საუბრობს რომელის ღვინის სექტორს კორონავირუსის პანდემიის პირობებში შეექმნა.

 

„ექსპორტის მიმართულებით პირველი კვარტლის გეგმა რაც გვქონდა შევასრულეთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეოთხე თვეც წარმატებით შესრულდა. რა თქმა უნდა არის პრობლემებიც, მაგრამ ვცდილობთ მათ გადაჭრას. ადგილობრივ ბაზარზე პრობლემები შეიქმნა იმ აუცილებელი შეზღუდვების გამო, რომელიც საქართველოს მთავრობამ გაატარა, მოთხოვნა რესტორნების და სასტუმროების სეგმენტში შემცირდა, მაგრამ ამასთან შედარებით უფრო დიდი პრობლემა შეიქმნა ისეთ საექსპორტო ბაზრებზე, როგორიცაა ყაზახეთი, რუსეთი, ქვეყნები რომლებიც ნავთობს მოიპოვებენ.



ნავთობის ფასის შემცირებამ ადგილობრივი ვალუტის გაუფასურება და შესაბამისად, მსყიდველუნარიანობის შემცირება გამოიწვია, ვალუტის ინფლაცია იწვევს ფასების ზრდას და გაყიდვებს ამცირებს. ამ პრობლემას ქვეყნის და პარტნიორის  მიხედვით დამატებითი მარკეტინგული აქტივობის საშუალებით ვარეგულირებთ. ჩვენ მარტის პირველ ნახევარში კორონავირუსის და ნავთობის ფასის შემცირების გამო შევეცადეთ პარტნიორებთან მოლაპარაკებები დაგვეწყო თუ რა აქტივობები იყო საჭირო იმისთვის, რომ გაყიდვების შემცირება მინიმუმამდე დაგვეყვანა. ჩვენმა მოქმედებებმა გაამართლა და საბედნიეროდ კლება არ გვაქვს. ვმუშაობთ კომპანიის, დარგის და ქვეყნის  საკეთილდღეოდ“,- განაცხადა ზურაბ მარგველაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ„ თბილღვინო“ ქართული ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.   დღეისთვის, კომპანიის სახელზე ორი უდიდესი ღვინის საწარმოა, რაც მას შესაძლებლობას აძლევს წლიურად 7.5 მილიონი ბოთლი ღვინო აწარმოოს. ამის გარდა, თბილღვინო 226 ჰექატარზე გაშენებულ საკუთარ ვენახებს ფლობს მუკუზნისა და ქინძმარაულის მიკროზონებში. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია საკუთარი ვენახების გაშენებას დღემდე განაგრძობს, პარალელურად კი კომპნიაში საწარმოო სიმძლავრეების უახლესი ტექნოლოგიებით გაზრდა მიმდინარეობს.



ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up