საექიმო სპეციალობებში  დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდები  დაიწყო

საექიმო სპეციალობებში დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო

access_time2018-12-11 17:19:37


 საექიმო სპეციალობებში ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდები  დაიწყო, რომლის  წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კურსდამთავრებულები დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სერთიფიკატს აიღებენ.

 


„გამოცდაზე 1423 კურსდამთავრებული დარეგისტრირდა. ესენი არიან პირვნებები, რომლებმაც დაამთავრეს დიპლომამდელი განათლება. გამოცდის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მათ მიენჭებათ რეიტინგული ქულები. ისინი ჩვენი მომავალი კოლეგები არიან და წარმატების შემთხვევაში აიღებენ სერთიფიკატს დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობაში. ეს გამოცდები წელიწადში ორჯერ ტარდება, გაზაფხულსა და გვიან შემოდგომაზე" - განაცხადა  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ  ზაზა ბოხუამ.




ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე 1423 მაძიებელი დარეგისტრირდა, პროფილით „სამკურნალო საქმე“ – 1 077, სტომატოლოგია - 334, ლაბორატორიული მედიცინა - 22.


2018 წლის ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე მაძიებელთა online რეგისტრაცია 7 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. გამოცდები 11 დეკემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის, პროფილით „მედიცინა“ და „სტომატოლოგია“, საგამოცდო ტესტ-კითხვარები განახლდა.



ასევე, განახლდა ტესტ-კითხვარები შემდეგ სპეციალობებში: „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“, „გადაუდებელი მედიცინა“, „ენდოკრინოლოგია“, „კარდიოლოგია“, „ლაბორატორიული მედიცინა“, „ნევროლოგია“, „რადიოლოგია“, „ორთოპედია-ტრავმატოლოგია“, “თერაპიული სტომატოლოგია“ და „ფსიქიატრია“.



პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, 2018 წლის ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების საშემოდგომო სესიაზე საგამოცდო ბილეთში არასაჯარო (დაფარული) პაკეტიდან გათვალისწინებული იყო ტესტების 20% (40 ტესტი). სასერტიფიკაციო გამოცდებზე - 25% (50 ტესტი).






კომუნიკაციების კომისია „მაგთისა“ და „სილქნეტს“ ტარიფების გაზრდის საშუალებას არ მისცემს

კომუნიკაციების კომისია „მაგთისა“ და „სილქნეტს“ ტარიფების გაზრდის საშუალებას არ მისცემს
access_time2019-01-24 09:10:03
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ კომისია ფიქსირებული ბაზრის კვლევას იწყებს, იმ მიზნით, რომ საცალო ბაზრის რეგულირება მოახდინოს და კომპანიებს, რომლებიც კომისიის აზრით უსაფუძვლოდ ზრდიან ფასებს ზედა ზღვრული ტარიფები დაუწესოს. „ჩვენ დავიწყებთ საცალო ბაზრის სეგმენტზე, ნებისმიერ მობილურ, თუ ფიქსირებული მომსახურების ბაზრის კვლევა-შესწავლას, ბაზრის კვლევა დაიწყება იმ მიზნით, რომ საცალო ბაზრის რეგულირება მოვახდინოთ. კერძოდ, საცალო ბაზარზე...

კახა ბექაური: „ბილაინს გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ის ყიდის ბიზნესს“

კახა ბექაური: „ბილაინს გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ის ყიდის ბიზნესს“
access_time2019-01-24 09:25:01
ბილაინს არ ჰქონდა 4G უზრუნველყოფის შესაძლებლობა და ვერ უწევდა ამ ორ კომპანიას კონკურენციას, მაგრამ კომისიამ მისცა მათ 800იანი სიხშირე და მათ შეძლეს 4G განვითარება, მიუხედავად ამისა, მათ გარკვეულად მაინც საექსპერიმენტო ბაზად ქონდათ ქართული ბაზარი და პრინციპში „ბილაინსაც გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ისიც ყიდის ბიზნესს, შეასბამისად, მისი მხრიდანაც არ ხდება კონკურენციაში შესვლა“-ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა მექაურმა...

Damen Shipyards -ის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვლენ - ეკონომიკის სამინისტროს განმარტება

 Damen Shipyards -ის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვლენ - ეკონომიკის სამინისტროს განმარტება
access_time2019-01-23 17:51:34
როგორც „კომერსანტს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, ნიდერლანდური კომპანია Damen Shipyards-იის მიერ საქართველოში გემთმშენებლობის საწარმოს აშენებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. უწყებაში დაგვიდასტურეს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში საერთაშორისო კომპანიის ექსპერტები ჩამოვლენ და ბაზარს შეისწავლიან. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება კონკრეტულად სად და რა ტიპის...

პაატა შეშელიძე : „მიუხედავად კარგი განცხადებებისა, პრემიერს საქართველოს რეგიონში ჰაბად გადაქცევის რეალური ბერკეტები არ აქვს“

პაატა შეშელიძე : „მიუხედავად კარგი  განცხადებებისა, პრემიერს საქართველოს რეგიონში ჰაბად გადაქცევის რეალური ბერკეტები არ აქვს“
access_time2019-01-24 10:00:55
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უკვე ნახევარ წელზე მეტია,  საქართველოს  რეგიონულ  ჰაბად ქცევაზე საუბრობს. ამის შესახებ მან გუშინ “დოიჩე ველესთან” ინტერვიუშიც განაცხადა. მისი განმარტებით, მთავრობის სტრატეგიაა, საქართველო რეგიონის ცენტრად აქციოს ბიზნესის, ვაჭრობის, ფინანსების, ლოჯისტიკის, ტურიზმისა და განათლების სფეროში.   შეკითხვაზე — რა პერსპექტივა აქვს საქართველოს გახდეს რეგიონში ჰაბი და რა ნაბიჯებს...

საქართველოს სკოლების 88%-ში არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები - გაეროს ბავშვთა ფონდი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

 საქართველოს სკოლების 88%-ში არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები - გაეროს ბავშვთა ფონდი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია
access_time2019-01-23 16:48:09
2018 წელს გაეროს ბავშვთა ფონდისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ერთობლივი გლობალური ანგარიში  - „სასმელი წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლებში“ გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საჯარო სკოლების 26%-ში არ არის სუფთა სასმელი წყალი, აგრეთვე 26%-ში საერთოდ არ არის საპირფარეშოები, 40%-ში არ არის დაცული სანიტარული პირობები, 88%-ში არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები. გამოკვლეული სკოლების 27%-ში საერთოდ არ არის ხელსაბანი. მსოფლიო...


მსგავსი სიახლეები

up