საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დამტკიცებაზე უარი უთხრა

საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დამტკიცებაზე უარი უთხრა

access_time2021-01-07 23:00:00

საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დამტკიცებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში წერია.



მიზეზი წესდების დარღვევით ჩატარებული განმეორებითი საერთო კრებაა, რომელიც 2020 წლის 24 თებერვალს ჩაშლილი საერთო კრებიდან არაუგვიანეს 30 დღეში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პანდემიის გამო არ გამართულა.



რეგისტრაციის გასაახლებლად საჭიროა ახალი საერთო კრების მოწვევა და პრეზიდენტისა და გამგეობის თავიდან არჩევა.



„საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, 2020 წლის 30 დეკემბრის „რაგბის კავშირის“ წევრთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძის დანიშვნასთან დაკავშირებით. ამავე კრებაზე დამტკიცდა გამგეობის ახალი შემადგენლობა.



„საქართველოს რაგბის კავშირის“ რეგისტრირებული წესდების შესაბამისად, კავშირის მორიგი საერთო კრება კავშირის პრეზიდენტის მიერ მოიწვევა საჯარო განცხადებით, სულ მცირე წელიწადში ერთხელ საანგარიშო წლის 20 დეკემბრიდან მომავალი წლის 25 თებერვლამდე. საერთო კრება ითვლება შემდგარად, თუ მასში მონაწილეობს ხმების უფლების მქონე წევრთა (ნამდვილ წევრთა) ნახევარზე მეტი და წარმოდგენილია ნამდვილ წევრთა ხმების 2/3 მაინც. თუ ეს პირობა არ შესრულდა, მოიწვევა განმეორებითი საერთო კრება იმავე დღის წესრიგით არშემდგარი კრების დღიდან არაუადრეს 10 და არაუგვიანეს 30 დღისა, რომელიც უფლებამოსილია თუ მასზე იქნება წარმოდგენილი ნამდვილ წევრთა ხმების სულ ცოტა 50%-ზე მეტი. ნამდვილ წევრთა ხმების დამტკიცება ხდება გამგეობის მიერ. წელიწადში ერთხელ მორიგ საერთო კრებამდე 20 დღით ადრე.



სააგენტოში, ასევე, წარმოდგენილია კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატის, ლაშა ხურციძის განცხადება, რომელშიც აღნიშნულია განმეორებითი კრების მოწვევის პროცედურების დარღვევის შესახებ, მათ შორის, ერთ-ერთ მთავარ დარღვევად მითითებულია ის გარემოება, რომ განმეორებითი კრება მოწვეული იყო წესდებით გათვალისწინებული ვადების დარღვევით. კონკრეტული პერიოდის გასვლის შემდგომ მოწვეული კრება წარმოადგენს არა 2020 წლის 24 თებერვლის კრების ჩაშლის გამო მოწვეულ განმეორებით კრებას, არამედ ახალ კრებას. ამ განცხადებაზე, სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, დაუმოწმებელი ასლის სახით თანდართულია 2020 წლის 20 მარტის გამგეობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კავშირის 2020 წლის განმეორებითი საერთო კრების ჩატარება გადაიდო პანდემიასთან დაკავშირებული რთული მდგომარეობის აღმოფხვრამდე. რთული მდგომარეობის აღმოფხვრად, ან ასეთი გაუმჯობესების დადგომად, მიჩნეული იყო მთავრობის ან/და უფლებამოსილი უწყების რეკომენდაცია/გადაწყვეტილება.



სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართული და სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტაცის განხილვისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ მიღებული უნდა იყოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:



2020 წლის 30 დეკემბრის განმეორებითი საერთო კრების ოქმის თანახმად, რომლის მიმდინარეობას ესწრებოდა ნოტარიუსი ნინო ხოფერია, „სამანადატო კომისიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის შესაბამისად, კრებას 42 (80 ხმა) წევრიდან ესწრებოდა 20 წევრი (43 ხმა). კრებას თავმჯდომარეობდა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე გოჩა მაჭავარიანი, რომელმაც განაცხადა, რომ კავშირის წესდების თანახმად, საერთო კრება ითვლება შემდგარად, თუ მასში მონაწილეობს ხმების უფლების მქონე წევრთა (ნამდვილ წევრთა) ნახევარზე მეტი და წარმოდგენილია ნამდვილ წევრთა ხმების 2/3 მაინც. თუ ეს პირობა არ შესრულდა, მოიწვევა განმეორებითი საერთო კრება იმავე დღის წესრიგით არშემდგარი კრების დღიდან არაუადრეს 10 და არაუგვიანეს 30 დღისა, რომელიც უფლებამოსილია თუ მასზე იქნება წარმოდგენილი ნამდვილ წევრთა ხმების სულ ცოტა 50%-ზე მეტი. 2020 წლის 24 თებერვალს მოწვეული იყო კავშირის საერთო კრება, რომელიც ვერ შედგა ქვორუმის არ არსებობის გამო.




პანდემიასთან დაკავშირებული ზოგადი შეზღუდვების გათვალისწინებით, კავშირის გამგეობამ განმეორებითი კრება წლის ბოლოსთვის გადაიტანა. 16.12.2020 წლის გამგეობის გადაწყვეტილებით, განმეორებითი კრების თარიღად განისაზღვრა 2020 წლის 30 დეკემბერი, რის შესახებაც საჯარო ინფორმაცია განთავსებულ იქნა ოფიციალურ ვებგვერდზე. კრების მონაწილეებმა დაადასტურეს და მოიწონეს გამგეობის გადაწყვეტილება განმეორებითი კრების მოწვევასთან დაკავშირებით. კრების თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კრება უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას. ხმის დამთვლელი კომისიის მონაცემებით, კრებაზე წარმოდგენილია 20 გუნდი, ჯამში 43 ხმით“. ამრიგად, კრებაზე დამსწრე პირებმა თავადვე დაადასტურეს, კრების მოწვევასთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული პროცედურები.



„საქართველოს რაგბის კავშირის“ რეგისტრირებული წესდების შესაბამისად, კავშირის მორიგი საერთო კრება მოიწვევა კავშირის პრეზიდენტის მიერ საჯარო განცხადებით, სულ მცირე წელიწადში ერთხელ საანგარიშო წლის 20 დეკემბრიდან მომავალი წლის 25 თებერვლამდე. საერთო კრება ითვლება შემდგარად, თუ მასში მონაწილეობს ხმების უფლების მქონე წევრთა (ნამდვილ წევრთა) ნახევარზე მეტი და წარმოდგენილია ნამდვილ წევრთა ხმების 2/3 მაინც.



ამავდროულად, წესდება იმპერატიულად განსაზღვრავს განმეორებითი კრების მოწვევის წესსა და პროცედურას. კერძოდ, „თუ ეს პირობა არ შესრულდა, მოიწვევა განმეორებითი საერთო კრება იმავე დღის წესრიგით არშემდგარი კრების დღიდან არაუადრეს 10 და არაუგვიანეს 30 დღისა, რომელიც უფლებამოსილია თუ მასზე იქნება წარმოდგენილი ნადვილ წევრთა ხმების სულ ცოტა 50%-ზე მეტი.“ ნამდვილ წევრთა ხმების დამტკიცება ხდება გამგეობის მიერ. წელიწდში ერთხელ მორიგ საერთო კრებამდე 20 დღით ადრე.



მოცემულ შემთხვევაში, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე დგინდება, რომ კავშირის პირველი კრება მოწვეული იყო 2020 წლის 24 თებერვალს, რომელიც ჩაიშალა ქვორუმის არარსებობის გამო. ამ კრებაზე განმეორებითი კრების მოწვევის საკითხი განხილული არ ყოფილა. რეგისტრაციის საფუძვლად წარმოდგენილ კრების ოქმში მითითებულია, რომ პანდემიით განპირობებული ვითარების გამო, განმეორებითი კრება არ იყო მოწვეული წესდებით გათვალისწინებულ ვადებში (არშემდგარი კრების დღიდან არაუადრეს 10 და არაუგვიანეს 30 დღისა). აღნიშნულს ადასტურებს, ასევე, სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართული 2020 წლის 16 დეკემბრის გამგეობის სხდომის ოქმი, რომლითაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება წევრთა განმეორებითი კრების 2020 წლის 30 დეკემბერს ჩატარებასთან დაკავშირებით.



ამრიგად, სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართული, სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და კავშირის წესდების განხილვისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დგინდება, რომ კავშირის განმეორებითი კრება მოწვეული იყო წესდებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევით. გარდა ამისა, წესდებაში მითითებულია, რომ განმეორებითი საერთო კრება მოიწვევა იმავე დღის წესრიგით, რომლითაც მოწვეული იყო პირველი, არშემდგარი კრება. მოცემულ შემთხვევაში, დგინდება, რომ 2020 წლის 24 თებერვლის საერთო კრება და 2020 წლის 30 დეკემბრის განმეორებითი კრება მოწვეულ იქნა შემდეგი დღის წესრიგით: გამგეობისა და პრეზიდენტის შემაჯამებელი ანგარიში; პრეზიდენტის კანდიდატთა საერთო კრებისთვის წარდგენა; პრეზიდენტის არჩევა და წესდებაში ცვლილებების დამტკიცება, თუმცა 2020 წლის 30 დეკემბრის განმეორებით კრებაზე მიღებული იყო გადაწყვეტილება დღის წესრიგით გათვალისწინებული წესდების ცვლილების ნაცვლად ორგანიზაციის გამგეობის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ, რაც არ წარმოადგენდა კრების დღის წესრიგის საკითხს, ხოლო კრების მიმდინარეობის პროცესში დღის წესრიგის შეცვლის უფლება დამსწრე წევრებს არ გააჩნიათ.



ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, წარმოსადგენია ორგანიზაციის წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შედგენილი და დამოწმებული სარეგისტრაციო დოკუმენტი საზოგადოების პრეზიდენტისა და გამგეობის წევრების ცვლილების თაობაზე (კრების ოქმი).



საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა ურთიერთშეჯერების შედეგად, მარეგისტრირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ დაინტერესებული პირის (ირაკლი აბუსერიძე) მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს.



საჯარო მმართველობის სფეროში კანონიერების პრინციპის დაცვის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვიტა:



შეჩერდეს სარეგისტრაციო წარმოება.



დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განისაზღვროს - 30 კალენდარული დღე.



რეგისტრაციის მიზნით, წარმოსადგენია ორგანიზაციის წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შედგენილი და დამოწმებული სარეგისტრაციო დოკუმენტი საზოგადოების პრეზიდენტისა და გამგეობის წევრების ცვლილების თაობაზე (კრების ოქმი).



სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მიღებული იქნება გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.



გადაწყვეტილების გასაჩივრება გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში არის შესაძლებელი“, - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.



imedinews.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up