საჯარო რეესტრმა EuroDIG 2018-ის მონაწილეებს Blokchain ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება გააცნო

საჯარო რეესტრმა EuroDIG 2018-ის მონაწილეებს Blokchain ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება გააცნო

access_time2018-06-07 19:29:41

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ინტერნეტმმართველობის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო ფორუმში „EuroDIG 2018-ში" მიიღო მონაწილეობა. როგორც „კომერსანტს“ სააგენტოდან აცნობეს, Blockchain-ის თემაზე მიძღვნილ სესიაზე საჯარო რეესტრის პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ ტურაშვილმა Blockchain ტექნოლოგიის სარეგისტრაციო წარმოებაში დანერგვის შესახებ ისაუბრა და მონაწილეობა მიიღო პანელურ
დისკუსიაში.

 

 

„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო პირველია, რომელიც 2017 წლის თებერვლიდან მიწის რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიას იყენებს და დღეის მონაცემებით მილიონ სამასი ათასზე მეტი ამონაწერია გაგზავნილი ბლოკჩეინ ბაზაში. ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება სარეგისტრაციო ტრანზაქციებს მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომს, გამჭვირვალეს და კიდევ უფრო მეტად დაცულს ხდის, ეს სერვისი მოქალაქეებისთვის უფასო და კომფორტულია,"-აღნიშნა მარიამ ტურაშვილმა.

 



EuroDIG 2018-ის რიგით მე-11 ფორუმი, თემით „ჩვენი ციფრული მომავლის ინოვაციური სტრატეგიები" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით თბილისში  გაიმართა. ღონისძიებაში სამთავრობო, ასევე კერძო, ბიზნეს და აკადემიური სფეროს, ასევე ადგილობრივი თუ საერთაშორისო არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რიგით მე-11 ფორუმის მიზანი თავისუფალი, ღია და უსაფრთხო ინტერნეტის განვითარების ხელშეწყობა და გამოცდილების გაზიარება იყო. EuroDIG ციფრული გარემოს საკითხებზე გამოცდილების გაზიარების მიმართულებით ევროპის ფარგლებში ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა.

 

 

 

 

 



„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“

„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“
access_time2019-11-14 23:02:59
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება. „ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან...

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე
access_time2019-11-14 21:35:43
...

მამუკა ხაზარაძის მიმართვა ბიზნესმენებს

მამუკა ხაზარაძის მიმართვა ბიზნესმენებს
access_time2019-11-14 21:45:32
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა  მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წინ აქციაზე გამოსვლისას ბიზნსმენებს მიმართა და აღნიშნა, რომ „დღეიდან ყველამ ძალიან მწყობრი ნაბიჯებით ეს ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ არსებული მდგომარეობიდან“. მინდა მოვუწოდო ჩემ ძმებს, ჩემ მეგობრებს, ბიზნესმენებს. ძმებო ასეთი ტყუილების ქვეყანა არ გამოვა, ვერც ბიზნესი გაიხარებს, ვერაფერი ვერ გაიხარებს . მე ვიცი რა მდგომარეობაში გვიწევდა შრომა და მუშაობა 30 წლის განმავლობაში. ყველა...

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის
access_time2019-11-14 18:40:11
საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალი მეთოდოლოგია წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდა ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე და აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე. მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ...

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად
access_time2019-11-14 18:05:57
სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად - წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინათინ ხიდაშელი.    1.საჯაროდ მიმართოს იმ 8 დეპუტატს ვინც დატოვა უმრავლესობა დაბრუნდნენ, რადგან სწორედ მათი პოზიცია არის თანხვედრაში პარტიის ხაზთან - მხარს ვუჭერთ 2020 პროპორციულ არჩევნებს. შესაბამისად, ისინი უნდა დარჩნენ პარტიაში.   2. პარტიიდან უნდა გარიცხოს ყველა, ვინც დღეს პარტიის...


მსგავსი სიახლეები

up