საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების გამოცდილება ვენაში საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილეს

საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების გამოცდილება ვენაში საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილეს

access_time2018-10-23 11:23:00



საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების
გამოცდილება  ვენაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილეს.



მოხსენება სათაურით "ბლოკჩეინი მთავრობისთვის – კონცეფციიდან რეალობამდე" – საჯარო
რეესტრის პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის
შემსრულებელმა მარიამ ტურაშვილმა წარადგინა. მან უძრავი ქონების რეგისტრაციაში
ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების მიმართულებით საჯარო რეესტრის გამოცდილებაზე,
სამომავლო გეგმებზე, პროექტის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.



საჯარო რეესტრის წარმომდგენლები ქალაქ ვენაში ევროკომისიისა და ავსტრიის პარლამენტის
მოწვევით იმყოფებიან, როგორც იმ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, რომელმაც უძრავი
ქონების რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგია მსოფლიოში პირველმა გამოიყენა.
სახელმწიფო რეგისტრაციებსა და ტრანზაქციებში ბლოკჩეინის დანერგვის მთავარი უპირატესობა
ამონაწერის სანდოობა და უსაფრთხოების გაზრდაა. დღეის მდგომარეობით საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტოს ბლოკჩეინის სისტემაში მილიონ ხუთასი ათასზე მეტი ამონაწერის
შესახებ ინფორმაციაა გაგზავნილი.



2018 წლის პირველი ივლისიდან ავსტრია ევროკომისიის პრეზიდენტი ქვეყანაა და
უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან ერთად, მის პრიორიტეტებში, მონაცემთა დიგიტალიზაციისა
და ბიზნეს პროცესების ელექტრონულად წარმართვისა და ავტომატიზაციის გზით ევროპის
კომპეტენტურობის გაზრდა და შენარჩუნებაცაა.



კონფერენცია Crowd Dialog Europe 2018 უკვე მეოთხე წელია ტარდება და მას ევროპის 28
ქვეყნის 250 დელეგატი ესწრება, საქართველოს დელეგაცია კი წელს პირველად იყო მიწვეული.
ღონისძიებაზე ექსპერტები, სამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ერთმანეთს
ცოდნას და გამოცდილებას უზიარებენ სერვისებში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის,
დიგიტალიზაციისა და ალტერნატიული ფინანსების მიმართულებით.



კონფერენციას საჯარო რეესტრის წარმომადგენელთან ერთად, ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის
სამინისტროს სსიპ სმარტლოჯიკისა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ საქართველოს
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები.


(CN)




„საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს, ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“

 „საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს, ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“
access_time2020-05-24 19:00:27
„საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს. ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“,- ამის შესახებ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. აღნიშულით ის covid19-თან დაკავშირებით მიღებულ...

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება
access_time2020-05-24 10:00:55
საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაშია ასახული.  ჩერდება: სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი...

ქართულ ეთერზეთს უკვე ევროპაშიც ყიდიან

ქართულ ეთერზეთს უკვე ევროპაშიც ყიდიან
access_time2020-05-24 18:00:45
წლების განმავლობაში საქართველოში მრეწველობის ისეთი მნიშვნელოვანი დარგიც განადგურდა, როგორიც ეთერზეთების წარმოებაა, არადა, ევროპის ბაზარზე ამ პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა. მას იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში, კულინარიასა თუ ქიმიურ მრეწველობაში. თავის დროზე საბჭოთა კავშირი რამდენიმე სახეობის ეთერზეთს სწორედ საქართველოდან გზავნიდა....

ფრანგები თვეში საშუალოდ 5.9 მლრდ ევროს ზოგავდნენ, მარტში ეს მაჩვენებელი 19,6 მლრდ. ევრომდე გაიზარდა - პანდემიის შემდეგ ფრანგები ცხოვრების წესს ცვლიან

ფრანგები თვეში საშუალოდ 5.9 მლრდ ევროს ზოგავდნენ, მარტში ეს მაჩვენებელი 19,6 მლრდ. ევრომდე გაიზარდა - პანდემიის შემდეგ ფრანგები ცხოვრების წესს ცვლიან
access_time2020-05-24 20:00:33
  გასულ კვირას საფრანგეთში იზოლაციის რეჟიმიდან გასვლა დაიწყო - მოქალაქეებს მოხმარების და გადაადგილების გაცილებით მეტი შესაძლებლობები გაუჩნდა.   თუმცა, კვლევების თანახმად, ფრანგები სამომხმარებლო ქცევის შეცვლას და მეტ ფულის დაზოგვას გეგმავენ. პრიორიტეტების იცვლება - ზოგი მეტად ადგილობრივი საქონლის შეძენას, ზოგი ჰიპერმარკეტებში ვაჭრობაზე უარის თქმას, ზოგი ონლაინ-ყიდვების გააქტიურებას, ზოგი - ჯანმრთელობაზე დანახარჯების ზრდას აპირებს.   ეს...

The Telegraph: ზამთარში ევროპას კორონავირუსის უფრო მძიმე ტალღა ელის

The Telegraph: ზამთარში ევროპას კორონავირუსის უფრო მძიმე ტალღა ელის
access_time2020-05-24 16:00:00
  ევროპა კორონავირუსის მეორე, უფრო მძიმე და მომაკვდინებელი ტალღისთვის უნდა მოემზადოს, რადგანაც, პანდემია ჯერ არ დასრულებულა - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ევროპაში ჰანს კლიუგემ.   მან გააფრთხილა ევროპის ქვეყნები, რომლებიც შეზღუდვებს ხსნიან - „დღეს არა ზეიმის, არამედ მომზადების დროა“.   მისი თქმით კორონავირუსით დაავდების შემთხვევების რაოდენობა ევროპის ქვეყნებში აშკარად შემცირდა, თუმცა, ეს პანდემიის დასრულებას...


მსგავსი სიახლეები

up