საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალ ოფისს 4,8 მილიონად "საბა კონსტრაქშენი" ააშენებს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალ ოფისს 4,8 მილიონად "საბა კონსტრაქშენი" ააშენებს

access_time2017-03-06 12:11:07

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სათავო ოფისის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისათვის გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი დასრულდა.

 

ტენდერში, რომელიც შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე 2016 წლის 30 დეკემბერს გამოცხადდა, მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო. მონაწილეებიდან, ყველაზე დაბალი ფასით შპს „საბა კონსტრაქშენმა" გაიმარჯვა (4 980 000 ლარი) , რომლის შემოთავაზებული ფასი და წინადადება სრულად შეესაბამება სატენდეროდოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.

 

გამარჯვებულ კომპანიასთან სააგენტომ ხელშეკრულება 2 მარტს გააფორმა. კომპანია სამუშაოების შესრულებას 3 მარტიდან შეუდგა.

 

საჯარო რეესტრის ახალი ოფისი დიდი ხეივნის N3 -ში (იუსტიციის სამინისტროს მომიჯნავედ) განთავსდება. საერთო სამშენებლო ფართობი 18045 კვ.მეტრს შეადგენს. შენობის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყობა და გამწვანდება.

 

ამჟამად საჯარო რეესტრის ცენტრალური აპარატის თანაშრომლები სამსახურებრივ ფუნქცია-მოვალეობებს 3 ლოკაციაზე: აღმაშენებლის გამზირი N89/24 , წმ. ნიკოლოზის N2 და თბილისის იუსტიციის სახლში ასრულებენ. ახალ შენობაში საჯარო რეესტრის გარდა, იუსტიციის სამინისტროს სსიპ "სმარტ ლოჯიქის" ოფისიც განთავსდება.

 

თანამშრომლების ერთ ოფისში განთავსება მნიშვნელოვნად შეამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს, დაზოგავს დროს და გაზრდის შესრულებული სამუშაოს ხარისხს.

 

სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის დეკემბერში დასრულდება.

 

 

"ბიზნესკონტრაქტი"



რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს
access_time2020-02-23 15:00:35
“სამხრეთის დერეფნის კონცეფცია საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ დივიდენდსა და ენერო უსაფრთხოებას მოუტანს,” – ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ, report.ge-ისთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის – TANAP ამოქმედებამდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა. ახლა იგი საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან...

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს   ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ
access_time2020-02-22 17:00:16
 მშვიდობით, არომატიზირატორებო ტკბილი ბამბის, ხილის ნარევების და კრემ-ბრიულეს გემოთი. ახლო მომავალში, ყველა ეს არომატი, რომელიც ახალისებს ელექტრო სიგარეტების - ვეიპების -  მოხმარებას შტატებში, გავა მოდიდან, ხოლო მწარმოებელ-კომპანიებს  ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ.აშშ-ის კვების პროდუქტების და წამლების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის ბრძანებით, ვეიპების სითხეს უნდა ჰქონდეს  კლასიკური თამბაქოს და მენთოლის გემო, სხვა  ყველაფერი დანარჩენი...

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი
access_time2020-02-22 16:00:15
სვანეთში კრიპტოვალუტის მაინინგის გამო მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ადგილობრივები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, თუმცა გამრიცხველიანების წინააღმდეგნი არიან. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აღმოაჩინა, რომ შარშან სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ მოულოდნელად მკვეთრად იმატა. კომპანიის ანალიზით, გასული წლის დეკემბერში მესტიის რაიონმა იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რამდენიც ერთად აღებულმა 19 რაიონმა. კომპანიაში განაცხადეს, რომ დენის მოხმარების...


მსგავსი სიახლეები

up