„საჯარო მოხელეს მანიპულაციის საშუალება არ უნდა ჰქონდეს, რომ რომელიმე ინვესტორის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება გამოირიცხოს“

„საჯარო მოხელეს მანიპულაციის საშუალება არ უნდა ჰქონდეს, რომ რომელიმე ინვესტორის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება გამოირიცხოს“

access_time2021-01-06 11:30:26

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, მოგვიწევს საკმაოდ არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა. პირველ რიგში, ეს იქნება ერთმნიშვნელოვნად ინდივიდუალური მიდგომა და აქ არ იქნება არანაირი წესები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და არა მხოლოდ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ინდივიდუალური მიდგომის თვალსაზრისით იყოს სრულად უზრუნველყოფილი, რათა ინვესტორებმა კომფორტულად იგრძნონ თავი“, - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

გიორგი გახარიას ინიციატივას ეხმაურება ევროკავშირი საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კაჭარავა. მისი თქმით, ინდივიდუალური მიდგომა კარგია, მაგრამ მთავრობას არ უნდა მიენიჭოს უფლებამოსილება დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები რომელ ინვესტორ კომპანიას დაუწესდება შეღავათები და რომელს არა, ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე უნდა იყოს გაწერილი, რომ ნებისმიერ საჯარო მოხელეს მანიპულაციის საშუალება არ ჰქონდეს და რომელიმე ინვესტორის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება გამოირიცხოს.

 

„როდესაც ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება ხდება, ეს არ უნდა იყოს უეცარი და ბიზნესს უნდა ჰქონდეს გადაწყობის შესაძლებლობა, მითუმეტეს Covid 19-ის პირობებში. რაც შეეხება ინდივიდუალურ მიდგომებს, ინდივიდუალური ყურადღება ცუდი არ არის, მაგრამ არ უნდა გამოვიდეთ ისე, რომ რომელიღაც ინვესტორს ნაცნობობით უკეთესი პირობები შესთავაზოს ქართულმა მხარემ და სხვას ნაკლებად ხელსაყრელი. ამიტომ ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე უნდა იყოს გაწერილი, რომ ნებისმიერ საჯარო მოხელეს მანიპულაციის საშუალება არ ჰქონდეს და რომელიმე ინვესტორის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება გამოირიცხოს.


 

გააჩნია ინდივიდუალურ მიდგომაში კონკრეტულად რას გულისხმობენ. თუ ინვესტორი შემოდის საქართველოში რაღაც პროექტით, მას კი რიგი შეფერხებები ხვდება დაბალ ბიუროკრატიულ დონეზე, ამ დროს  პრემიერმინისტრი მას მხარს დაუჭერს და მისი დახმარებით პროექტი წინ წავა, ასეთი ყურადღება მისასალმებელია. თუმცა, არ უნდა მოხდეს ისე, რომ ზოგიერთი ინვესტორი უფრო ხელსაყრელ პირობებში ჩავაყენოთ ვიდრე სხვა, რომ არ იყოს ისეთი განცდა თითქოს სხვასაც უნდოდა მსგავსი პროექტის განხორციელება და მხოლოდ იმიტომ რომ ახლო კავშირები ჰქონდა ხელმძღვანელობასთან, ამა თუ იმ კომპანიამ გაიმარჯვა, ამიტომ მეტი გამჭვირვალობაა საჭირო როგორც ინვესტორებთან ურთიერთობის, ასევე სახელმწიფო შესყიდვების თუ ტენდერების კუთხით“, - განმარტა გიორგი კაჭარავამ.

 

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 23.6%-ით შემცირდა და მან $302.6 მილიონი დოლარი შეადგინა. ჯამურად, წლის 9 თვეში კი FDI $719 მილიონი დოლარი იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 24%-ით ანუ $228 მილიონი დოლარით ნაკლებია. საქსტატის მონაცემებით, მესამე კვარტალში ინვესტიციების შემცირება ეკონომიკის სექტორების უმეტესობაში შეიმჩნევა, გარდა საფინანსო სექტორისა, რაც სავარაუდოდ, ბანკების მიერ წლის განმავლობაში მოზიდულ სესხებს უკავშირდება. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი - 37.1 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 36.6 მლნ აშშ დოლარით.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up