საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ფორმატში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სამშენებლო რეგულაციების სფეროში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს

საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ფორმატში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სამშენებლო რეგულაციების სფეროში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს

access_time2022-10-03 21:30:00

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კვლევის ანგარიში მოისმინა თემაზე - „არსებული სამშენებლო რეგულაციების შეფასება, გამოწვევები და ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესი“. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


სამუშაო შეხვედრაზე კვლევის შედეგებზე და ქვეყანაში არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს განვითარების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს. კვლევის შედეგად გამოვლენილი გამოწვევები და ძირითადი მიგნებები დეპუტატებს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პროგრამის ოფიცერმა გვანცა ნადირაძემ გააცნო.


„მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც არსებულ სამშენებლო სტანდარტებზე საუბრისას გამოიკვეთა იყო: უსაფრთხოების უგულებელყოფა სამშენებლო პროცესში, ზედამხედველობის ნაკლებობა, სხვადასხვა კოდების, წესების და სტანდარტების ერთმანეთთან შეუთავსებლობა, საკანონმდებლო კუთხით გაურკვევლობა, გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში პროფესიონალების ნაკლებობა. მათ თანახმად ქვეყანაში განსხვავებული სამშენებლო სტანდარტები მოქმედებს, რომლებიც არ არის ერთმანეთთან თავსებადი“, - აღნიშნა გვანცა ნადირაძემ.


მომხსენებლის თქმით, კვლევა კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩატარდა. გამოიკითხნენ დარგის ექსპერტები და შესაბამისად, ყველა მიგნება, რომელიც კვლევის ანგარიშში არის მოცემული, ეფუძნება გამოკითხული ექსპერტების მოსაზრებებს. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის განცხადებით, კომიტეტი მზად არის, სხვადასხვა ფორმატში, იმსჯელოს სამშენებლო რეგულაციების სფეროში არსებულ გამოწვევებზე და მათი მოგვარების გზებზე.



„დარგს და სექტორს სჭირდება ძალიან დიდი მხარდაჭერა და დახმარება. ჩვენს კომიტეტს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სექტორთან მიმართებით კიდევ უფრო მეტად გავაქტიურდეთ და გამოწვევები რაც დგას სექტორში დავხვეწოთ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


დეპუტატმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტს (NDI) და დიდი ბრიტანეთის მთავრობას (UK Aid) მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების, თბილისის მერიისა და არქიტექტურული და სამშენებლო სფეროს წამომადგენლები ესწრებოდნენ.


შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ფორმატში გაიმართა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up