„სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვების დაწესების შემდეგ შესაძლოა, პატარა სუპერმარკეტები დაიხუროს“

„სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვების დაწესების შემდეგ შესაძლოა, პატარა სუპერმარკეტები დაიხუროს“

access_time2018-01-17 14:20:21

თბილისში სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვების დაწესებამდე დედაქალაქის მერია და სფეროს წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ. შეზღუდვის ინიციატორი ქალაქის მერი კახა კალაძეა. უკვე გაიმართა რამდენიმე შეხვედრა სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მთავრობას შორის.


როგორც დედაქალაქის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, სადისტრიბუციო კომპანიები იმ ახალი რეგულაციებისათვის უნდა მოემზადონ, რომელიც სადისტრიბუციო მანქანების ღამის საათებში მოძრაობას შეეხება: „გავაგრძელებთ კომპანიებთან აქტიურ მუშაობას, რათა სადისტრიბუციო მანქანების ღამის განმავლობაში მოძრაობის გრაფიკმა მინიმალურად შეაფერხოს ბიზნესი და მინიმალური პრობლემები წარმოშვას, ზოგადად, ქალაქში მოძრაობასთან დაკავშირებით - განაცხადა მაია ბითაძემ.


დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელი ივა ჭყონია „კომერსანტთან“ საუბრისას განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა დადგინდეს სადისტრიბუციო მანქანები რამდენად ქმნიან საცობს.


„ჩემი აზრით, მსჯელობის საგანია, ეს საცობებს რამდენად შეამცირებს. სადისტრიბუციო მანქანების 90%-ს მოძრაობა უწევს იმ პერიოდში, როდესაც საცობები ნაკლებია - 10 საათიდან 17 საათამდე. ჩვენ მერიას წარვუდგინეთ მოსაზრება, თუ რა პრობლემები შეიძლება მოჰყვეს ცვლილებას, რაც მანქანების ღამით მოძრაობას ითვალისწინებს. მათ მოისმინეს პრობლემები. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, შემოსავლების სამსახურთან ერთად, გაივლიან ყველა საჭირო საითხს და გადაწყვეტილებას ისე მიიღებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი აღსრულება მოხდეს. სადისტრიბუციო კომპანიები აქტიურად ვართ ჩართული, რადგან გვინდა, რომ ბიზნესმა ამით რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგი ნახოს“, - აცხადებს ივა ჭყონია.



მისი თქმით, სადისტრიბუციო მანქანების ღამით მოძრაობა ბიზნესს უარყოფით შედეგებს მოუტანს, რამაც შეიძლება საცალო მაღაზიების დახურვა გამოიწვიოს.


„ყველა რადიკალური ცვლილება თავიდან უმტკივნეულოდ არ ხორციელდება. ერთი მხრივ, თუ სარგებელი მოაქვს, მეორე მხრივ რაღაც მაინც ზიანდება. თუმცა კარგია, რომ კონსულტაციები იმართება და ყველა მოსალოდნელ რისკს განვიხილავთ. ეს შეზღუდვა ბიზნესისთვის ცუდი იქნება, რადგან მოუწევს ღამის რეჟიმში გადაწყობა. აქ პატარა სუპერმარკეტებზეც არის საუბარი. მათ საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეიძლება შეექმნათ. შეიძლება  მაღაზიები დაიხუროს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ამ ცვლილების გამო, წვრილი და საშუალო ბიზნესი პრობლემის წინაშე არ დადგეს“, - აღნიშნავს ჭყონია.


ამასთან, მისივე განმარტებით, შეხვედრაზე კონკრეტულ ქუჩებზე საუბარი არ ყოფილა: „შეზღუდვის მიზანი ის არის, რომ ყველა სადისტრიბუციო მანქანამ, ყველა ქუჩაზე ღამით იმოძრაოს. კარგია, რომ ზოგადად დედაქალაქის მერიას აქვს დიდი პროექტები თბილისში საცობების განტვირთვის მიზნით. თუმცა სადისტრიბუციო მანქანების შემთხვევაში, მეტი დისკუსია და კვლევაა საჭირო, როგორ გადაწყდეს“, - აცხადებს დისტრიბოტორთა ასოციაციის დამფუძნებელი.



ავტორი: თეონა კენჭიაშვილი





პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ?

პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ?
access_time2020-07-09 20:30:54
პოლონეთის მმართველი პარტიიდან სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ (ვიცე-მარშალმა), დეპუტატმა მაგოჟატა მარია გოშიევსკამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის ეხმაურება საქართველოს მხრიდან პოლონეთისთვის საზღვრის არგახსნის საკითხს. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ? გუშინ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ...

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“
access_time2020-07-09 17:25:58
„Momxmarebeli.ge-ზე“ გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში შემოწმდა  საქართველოსა და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია.კვლევაში აღნიშულია, რომ შემოწმდა თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 41 დასახელების სასურსათო პროდუქტი და გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად იქნა გაგზავნილი. ორგანიზაციის ინფორმაციით, . 5 ნიმუშში საღებავი „სუდან...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-09 21:30:12
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს გაზრდის საქართველოს მთავრობამ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:...

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით  სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ
access_time2020-07-09 14:55:15
ონლაინ მომსახურების ხელშესაწყობად, სილქნეტმა არაერთი სერვისი შესთავაზა მომხმარებელს, რომელიც მას დისტანციურად მომსახურების მიღების საშუალებას გაუმარტივებს. ამისათვის, კომპანია ვირუსის გავრცელების ადრეული ეტაპიდანვე ზრუნავს, რათა გაუფრთხილდეს მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ონლაინ საბანკო მომსახურება პროდუქტი ყოველდღიურობისათვის აუცილებელ მომსახურებათა ჩამონათვალშია. ამ მომსახურების სერვისის შეუფერხებლად მიწოდებისაათვის, სილქნეტმა, თიბისისთან ერთად, თავის მომხმარებელს...

ძველი ქარხნების ახალი დანიშნულება - თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა

ძველი ქარხნების ახალი დანიშნულება  - თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა
access_time2020-07-09 19:00:25
პროექტი „თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა“ გულისხმობს გრძელვადიან კვლევით საქმიანობას, რომლის პირველი ეტაპი, თბილისში არსებული ინდუსტრიული ნაგებობების ბაზის შექმნას მოიაზრებს. კვლევის ობიექტი შეიძლება იყოს, მაგალითად, ყოფილი რკინიგზის ჩიხი, ელექტროსადგური, რკინისა და ფოლადის მწარმოებელი საწარმო, ქიმიური წარმოება, ქარხნები და ფაბრიკები, სამრეწველო კომპლექსები. MUA-ს (Multiverse architecture) არქიტექტურულმა გუნდმა მოიპოვა დაფინანსება პროექტისთვის თბილისის ინდუსტრიული...


მსგავსი სიახლეები

up