სადგურის მოედნის მიმდებარედ, ფიროსმანის ქუჩაზე ხანძარია. როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების სამსახურში უთხრეს, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.
არსებული ინფორმაციით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.
tabula.ge