მეორადი ტანსაცმლის ბაზრობის მოვაჭრეები გაიფიცნენ

მეორადი ტანსაცმლის ბაზრობის მოვაჭრეები გაიფიცნენ

access_time2021-09-03 15:00:17

სადგურის მოედანზე მეორადი ტანსაცმლის ბაზრობის თანამშრომლები გაფიცვას განაგრძობენ, მათი მთავარი მოთხოვნა ფართზე იჯარის გადასახადის მოხსნაა, მანამ სანამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვები არ მოიხსნება. როგორც მოვაჭრეები ამბობენ, იჯარის გადასახადი ძალიან მაღალია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერების გამო მათთან მყიდველი არ მიდის, ასევე მოვაჭრეებსაც უჭირთ სამუშაო ადგილამდე მისვლა, რადგან ტაქსით მგზავრობა იმაზე ძვირი უჯდებათ, რამდენსაც შეზღუდვების პირობებში გამოიმუშავებენ.


როგორც პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენელი მარიამ ალიხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს, აქციას 50-ზე მეტი მოვაჭრე შეუერთდა.


„ერთადერთი პასუხისმგებლობა ვისაც უნდა დაეკისროს ამის გამო არის თვითონ სახელმწიფო - ის ვალდებულია მცირე სოციალური პასუხისმგებლობა მაინც აიღოს საკუთარ მოქალაქეებზე და მერიის დაქვემდებარებაში მყოფ მოვაჭრეებს დროებით, შეუმციროს ან საერთოდ გაუუქმოს იჯარის გადასახადი, მაგრამ არც მერია, არც ადმინისტრაცია ყურს არ იბერტყავს. მხოლოდ ერთმანეთს აბრალებენ ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მოვაჭრეებზე“, – წერს მარიამ ალიხანაშვილი სოციალურ ქსელში.


„კომერსანტმა“ თბილისის მერიაში გაარკვია, თუ ვის ეხება აღნიშნული პრობლემა. როგორც თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, ქალაქის მერმა კახა კალაძემ ყველა, ვინც მერიის მოიჯარეა, გადასახადებისგან გაათავისუფლა. მისივე თქმით, მოიჯარეებსაც აქვთ ვალდებულება რომ ქვემოიჯარეებიც გაათავისუფლონ, თუმცა სადგურის მოედანზე მდებარე მეორადი ტანსაცმლის ბაზრობა მერიის დაქვემდებარებაში არ არის.


„ბაზრობები მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არ არის, რაც ჩვენ დაქვემდებარებაშია, კაფე–ბარები, მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებული ობიექტები, ყველა გათავისუფლებულია იჯარის გადასახადისგან. რაც შეეხება იმ ტერიტორიებს, რაც მერიის დაქვემდებარებაში არ არის და არც იჯარით სარგებლობს, ჩვენ პასუხი როგორც გავცეთ, არანაირი ბერკეტი ჩვენ არ გვაქვს, რომ ვინმეს პასუხი მოვთხოვოთ. ჩვენ არც საგადასახადო ვართ არც ფინანსური ვართ, მერიას ეს არ ეკუთვნის“, - გვითხრა მანანა თოქმაჯიშვილმა, თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა.


ალიხანაშვილის თქმით, იმისათვის, რომ ბაზრობის ადმინისტრაციამ მოვაჭრეები სამუშაო ადგილიდან არ გამოაძევოს, იჯარის თანხის გადასახდელად ბანკიდან სესხის აღება უწევთ.


„კომერსანტი“ მარიამ ალიხანაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


„დღეს აქციაზე მოვაჭრეებისგან მათივე ისტორიები მოვისმინე და მინდა გადმოგცეთ, როგორ უწევთ არსებობისთვის ბრძოლა, ამ სოციალურად უპასუხისმგებლო სახელმწიფოში.



პირველ რიგში, ცოტაოდენი რამ, მოვაჭრეების იჯარის ხელშეკრულების შესახებ: ხელშეკრულების მიხედვით ერთ კვადრატულ მეტრზე უნდა გადაიხადონ დღეში - 12 ლარი. ერთ-ერთ მოვაჭრეს, ქალბატონ ლიას, ორი მეტრის ფართობზე უწევს ყოველდღიურად 24 ლარის გადახდა, თვეში - 720 ლარის. ვიღაცებს 3 კვადრატულ მეტრზე - 1080 ლარის.


მოვაჭრეებისთვის არ არსებობს კვირაში არც ერთი დასვენების დღე (არც ერთი!), არც ოფიციალური უქმე დღეები შექმნილა მოვაჭრეებისთვის, რაც სხვა ყველა სულიერისთვის მოქმედებს ამ ქვეყანაში. ეს იმიტომ, რომ თუ დაისვენებენ, მაინც მოუწევთ იმ დღის იჯარის გადახდა (თუნდაც უქმე დღეს). ასევე, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დღითაა თებერვლის თვე, ვალდებული არიან გადაიხადონ 30 დღის იჯარა (ანუ იმ დღისაც, რომელიც არ არსებობს).


ხელშეკრულებებს უცვლიან თავის ნებაზე. ყველას განსხვავებული ვადით უდევთ ხელშეკრულებები, ზოგს მუდმივად ახლიდან ერთ თვიანს უფორმებენ, ზოგს სამ თვიანს, ზოგს ექვს თვიანს.


პანდემიის პერიოდში მათ უთხრეს, რომ ძველი ხელშეკრულებები ვეღარ იმოქმედებს და ახალი უნდა დაედოთ (მიუხედავად იმისა, რომ არ იყო გასული 6 თვიანი ხელშეკრულებების ვადა). ძველი ხელშეკრულებები შეუწყვიტეს და ახლის თანახმად, ორი ლარით გაუზარდეს იჯარა. თუ ვინმემ პრეტენზია გამოთქვა ახალ ხელშეკრულებებზე - თუ არ მოგწონს, წადიო.


დღევანდელ მოცემულობას რაც შეეხება: სახელმწიფოს რეგულაციის მიხედვით საზოგადოებრივი ტრანსპორტი როგორც იცით არ მუშაობს. შესაბამისად, ბაზრობაზე სავაჭროდ რამდენი ხალხი დადის ამ პირობებში რთულად წარმოსადგენი არ არის - დიახ, მას შემდეგ, რაც ტრანსპორტი აიკრძალა, ხალხი ბაზრობაზე ვეღარ დადის.


გუშინ ვაგზლის ბაზრობის მოვაჭრემ, ქალბატონმა ლიამ, ვეღარ ნახა ვერავინ თავის ქუჩიდან ვაგზალზე მიმავალი, რომ ტაქსის თანხის გაყოფა ეთხოვა, გამოვიდა სახლიდან და 10 ლარი გადაიხადა სამუშაო ადგილამდე მისვლისთვის.


ამ დღეს, როგორც ქალბატონმა ლიამ მომიყვა, მხოლოდ 3 ლარის პროდუქტი ივაჭრა, რადგან მომხმარებელი ვეღარ დადის ბაზრობაზე. შესაბამისად, იჯარას (24 ლარს) ვერ იხდიდა. რა უნდა ექნა? ან გადაიხდიდა, ან გამოაძევებდნენ (როგორც აქამდე ბევრი გამოაძევეს გადაუხდელობის გამო, პანდემიის დროს). ადგა და სესხი აიღო ბანკიდან - იჯარა გადაიხადა.


შეგახსენებთ, კიდევ 11 დღეა დარჩენილი, ამ მოცემულობით, ტრანსპორტის ამუშავებამდე, კიდევ 11 დღე მოუწევს ქალბატონ ლიას იჯარა სესხით დაფაროს.


ასევე, ამ უტრანსპორტობის პერიოდში, შვილთან ერთად მისულ მოვაჭრე ქალს დახვდნენ და ძალით გამოაძევეს სამუშაო ადგილიდან, რადგან წინა დღის იჯარა ვერ გადაიხადა. ასე გამოუძევებიათ არაერთი მოვაჭრეც თურმე.


მოკლედ, ერთ-ერთი მთავარი ამ მოცემულობაში, რის გამოც მოვაჭრეები იჯარას ვერ ფარავენ არის მაღალი გადასახადი და ხელისუფლების მიერ შემოღებული რეგულაცია საზტრანსპორტის შესახებ.


ერთადერთი პასუხისმგებლობა ვისაც უნდა დაეკისროს ამის გამო არის თვითონ სახელმწიფო - ის ვალდებულია მცირე სოციალური პასუხისმგებლობა მაინც აიღოს საკუთარ მოქალაქეებზე და მერიის დაქვემდებარებაში მყოფ მოვაჭრეებს დროებით, შეუმციროს ან საერთოდ გაუუქმოს იჯარის გადასახადი, მაგრამ არც მერია, არც ადმინისტრაცია ყურს არ იბერტყავს. მხოლოდ ერთმანეთს აბრალებენ ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მოვაჭრეებზე.


სწორედ ამიტომ, ხვალ პროტესტის მეორე დღეა, და ყველას მოგიწოდებთ, შემოუერთდით მოვაჭრეების სამართლიან ბრძოლას!“, - წერს პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენელი.


საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 14 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით შეზღუდა, მოგვიანებით ეს შეზღუდვა 13 სექტემბრის ჩათვლით გაახანგრძლივა.


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up