სადეზინფექციო საშუალებების გაყიდვები თითქმის 5-ჯერ შემცირდა - აქვს თუ არა ხალხს კორონავირუსის დამარცხების ილუზია?

სადეზინფექციო საშუალებების გაყიდვები თითქმის 5-ჯერ შემცირდა - აქვს თუ არა ხალხს კორონავირუსის დამარცხების ილუზია?

access_time2021-02-26 10:00:24

      ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღას ებრძვის, ამავდროულად საზოგადოება, ბიზნესები და სტრუქტურები შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნისთვის მზადებას იწყებენ. „კომერსანტი“ დაინტერესდა რამდენად არის მოსახლეობაში შენარჩუნებული ინფორმაციულობა კოვიდ პანდემიის საშიშროებასთან დაკავშირებით და ხომ არ არის საფთხე, რომ ყველასთვის სასიხარულო შემსუბუქების ზომები ახალი ტალღის საწყისად იქცეს.


რამდენიმე დღის წინ, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 72%-დან 62%-მდე შემცირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოსახლეობა იქმნის ილუზიას კორონავირუსის დამარცხებასთან დაკავშირებით.


„კომერსანტი“, სადეზინფექციო საშუალებების მწარმოებელ კომპანია „გარდიანს“ დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ სადეზინფექციო საშუალებების, განსაკუთრებით ყოველდღიური მოხმარებისთვის აუცილებელი ხსნარების გაყიდვები 5-ჯერ შემცირდა.


„სადეზინფექციო ხსნარების გაყიდვები  მინიმუმ 5-ჯერ შემცირდა. ჩვენი საწარმო 100-ზე მეტ ობიექტთან თანამშრომლობს, ესენია ოფისები, დიდი კომპანიები.(icr, დომუსი, ბაზისბანკი და ა.შ.)  ახლა ობიექტების გახსნასთან ერთად გარკვეულწილად შეკვეთების ზრდა ფიქსირდება და უკვე მივაწოდეთ ხსნარები რამდენიმე დიდ ქსელს. მაგრამ, ახალი წლიდან, დეკემბრიდან დღემდე 5-ჯერ შემცირებულია ყველა პროდუქტის გაყიდვები, განსაკუთრებით ხელის სადეზინფექციო ხსნარებზე, ყოველდღიური მოხმარებისთვის, იგივე ხდება პირბადეებზეც. თვეში დაახლოებით 300 000 პირბადე იყიდებოდა, ახლა კი 30 000 ამდე იყიდება.



ჩემი აზრით, ჯერჯერობით აქვთ შემორჩენილი კომპანიებსაც და ხალხსაც სადეზინფექციო ხსნარების მარაგები. ახლა გახნასთან ერთად გააქტიურდებიან, თუმცა ახლა რადიკალური ვარდნაა.“ – განმარტავს კომპანია „გარდიანის“ დამფუძნებელი და დირექტორი ნიკუშა კენჭაძე.

 

„ავერსისა“ და „ჯიპისის“ სააფთიაქო ქსელებში სადეზინფექციო საშუალებების გაყიდვების მკვეთრ ვარდნას ვერ ხედავენ, თუმცა განმარტავენ, რომ პანდემიის დასაწყისში არსებულ რეალიზაციასთან შედარებით, ახლა შემცირებულია ან სტაბილურად იყიდება.

 

„ახლა შედარებით შემცირებულია ხსნარების გაყიდვები, საწყის ეტაპზე გაზრდილი იყო მოთხოვნა, თუმცა ამჟამად ისეთ აქტიურობა არ არის. არ მგონია ხალხი მოდუნებული იყოს ამ კოვიდ პანდემიის დროს. უბრალოდ თავიდან ,მოსახლეობა პანიკაში იყო და მასშტაბურად მოხდა შეძენა. ახლა სტაბილურად იყიდება თუმცა არა იმდენი, რამდენიც თავიდან,“ - ამბობენ „ავერსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

 

„პირბადეებისა, სადეზინფექციო ხსნარებისა და ამ კატეგორიის სხვა პროდუქციის გაყიდვები ჩვენთან არ შემცირებულა, ისევ ისე იყიდება. უბრალოდ ისეთი პანიკა არ არის, როგორიც თავიდან იყო, როცა პირველი ტალღის დროს ყველაფრის  მომარაგება ხდებოდა. მომხმარებელმაც იცის, რომ როცა შემოვა, დახვდება ეს პროდუქტი, შესაბამისად როცა უმთავრდებათ, მაშინ ყიდულობენ. სადეზინფექციო საშუალებებისა და პირბადეების მარაგებიც საკმარისად ბევრია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ აუცილებელია იმ მარტივი წესების დაცვა, რაც არის სოციალური დისტანცირება, პირბადის ტარება და ხელის დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით. ჩვენ სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით მოვუწოდებთ მომხმარებელს, რა გააკეთოს პრევენციის კუთხით და ვცდილობთ ჩვენი საინფორმაციო პოლიტიკა გავატაროთ“ - განმარტავენ „ჯიპისის“ სააფთიაქო ქსელის პრესსამსახურში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up