სადეგუსტაციო კომისიამ ალკოჰოლური სასმელების 2381 ნიმუშიდან 95 დაიწუნა

სადეგუსტაციო კომისიამ ალკოჰოლური სასმელების 2381 ნიმუშიდან 95 დაიწუნა

access_time2018-10-12 17:25:24

ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიამ ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 2018 წლის მესამე კვარტალში 65 დეგუსტაცია ჩაატარა. წარმოდგენილი 2381 ნიმუშიდან, 95-მა ვერ გაიარა დეგუსტაცია, დანარჩენი ნიმუშები კი დადებითად შეფასდა.


ამავე პერიოდში საექსპორტო დოკუმენტაციის მისაღებად სააგენტოში, სერტიფიცირებაზე 2002 განაცხადი შევიდა. გაიცა სხვადასხვა დანიშნულების დოკუმენტაცია: 1275 ცალი VI-1 ფორმის სერტიფიკატი (ევროგაერთიანების ქვეყნებისათვის) და 1762 ცალი შესაბამისობის სერტიფიკატი. ღვინის ეროვნული სააგენტოს სერტიფიცირების სამმართველოს მიერ, სხვადასხვა ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელ კომპანიაზე, სულ 3037 სერტიფიკატი გაიცა.



ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ალკოჰოლური სასმელების კომპანიებში ასევე განხორციელდა, როგორც საექსპორტო ადგილწარმოშობის, ასევე სუფრის ღვინოებისა და ღვინის ბრენდის საინსპექციო კონტროლი. 2018 წლის მესამე კვარტალში საინსპექციო კონტროლი 7 საწარმოში ჩატარდა, სულ აღებული იქნა 55 ნიმუში, საიდანაც 3 ნიმუში არ შეესაბამებოდა ლაბორატორიის მიერ გაცემულ ოქმში მოცემული ღვინოების ფიზიკოქიმიურ მახასიათებლებს.


14 სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა განხორციელდა 15 საწარმოში. სულ აღებული იყო 358 ნიმუში, აქედან 25 ნიმუში არ შეესაბამება დარგის მარეგულირებელ კანონმდებლობას, ხოლო 13 - არ შეესაბამება სხვა ქვეყნის მოთხოვნებს.






გურჯაანში ღვინის უნივერსიტეტი გაიხსნება

გურჯაანში  ღვინის უნივერსიტეტი გაიხსნება
person access_time2018-10-20 20:30:41
გურჯაანში კავკასიის უნვერსიტეტი ღვინის უნივერსიტეტს გახსნის. მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და მუნიციპალიტეტი არ შეიცვლება. ერთ-ერთ ლოკაციად ყოფილი სკოლა-ინტერნატის ტერიტორია განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ დროისთვის მიღებული არ არის. ამჟამად არსებული პროექტის მიხედვით აშენდება სამი შენობა: ღვინის ლაბორატორია, ღვინის მცირე წარმოება და სტუდენტური საერთო...

რა გავლენას ახდენს ნავთობის ფასების ცვლილება საქართველოში ბენზინის ფასზე?

რა გავლენას ახდენს ნავთობის ფასების ცვლილება საქართველოში ბენზინის ფასზე?
person access_time2018-10-20 14:57:39
საქართველოში ბენზინის ფასები მჭიდრო კავშირშია საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის არსებულ ფასებთან, და კიდევ უფრო მაღალ კორელაციაშია ბენზინის ფასებთან ევროპაში. თუ შევადარებთ ბენზინის ფასებს საქართველოსა და ევროპაში (გადასახადების გარეშე)1, ვნახავთ, რომ მათ შორის...

საქართველო - მოედანი რუსეთის ბიზნესისთვის

საქართველო - მოედანი რუსეთის ბიზნესისთვის
person access_time2018-10-19 20:02:10
ევროკავშირის ბაზარზე რუსული პროდუქციის ირიბად მოსახვედრად, საქართველოს გამოყენებას გეგმავს რუსეთის მცირე და საშუალო ექსპორტიორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იური შურიგინი. ის საქართველოს განიხილავს, „მიწად“ რომლიდანაც, ევროკავშირის ბაზარზე უნდა მოხვდეს რუსული პროდუქცია, რომელსაც ამჟამად ევროკავშირის ეკონომიკური სანქციები აქვს დაწესებული.   „თბილისში ძალიან კარგი ახალი შესაძლებლობები ჩნდება ევრაზიული ქვეყნების ბიზნესისთვის, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის...

ზვიად ხორგუაშვილი ლარის გაუფასურების 5 ძირითად მიზეზს ასახელებს

ზვიად ხორგუაშვილი ლარის გაუფასურების 5 ძირითად მიზეზს ასახელებს
person access_time2018-10-19 19:31:12
მთავრობამ განსაკუთრებულად უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ყოველწლიურად მთავრობა გვთავაზობდა მავნებლურ ეკონომიკურ პოლიტიკას, მაგრამ 2018 წელს პიკს მიაღწია,- ასე აფასებს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს. ხორგუაშვილი  იმ განწყობებსა და მოლოდინებზე საუბრობს, რაც დღეს ლართან დაკავშირებით ხდება.   სხვა თანაბარ პირობებში, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დგება პრინციპულად იგივენაირად, როგორც მაგალითად თონის პურის...

რა პირობებში აცხობენ პურპროდუქტებს საქართველოში?

რა პირობებში აცხობენ პურპროდუქტებს საქართველოში?
person access_time2018-10-20 19:00:03
რა პირობებში ცხვება მომხმარებლისათვის განკუთვნილი პურპროდუქტები? შემოწმების შედეგები საკმაოდ დამაფიქრებელია. 781 შემოწმებული საცხობიდან 72-ს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სტანდარტები იმდენად გაუფასურდა, რომ თუკი მომხმარებელმა ტარაკანი, ბუზი ან თმა...


მსგავსი სიახლეები

up