“სადაზღვევო სფეროსთვის საჭირო აქტივობებს ცალკეული კერძო სუბიექტები ვერ განახორციელებენ“ - ნინო ნიავაძე

“სადაზღვევო სფეროსთვის საჭირო აქტივობებს ცალკეული კერძო სუბიექტები ვერ განახორციელებენ“ - ნინო ნიავაძე

access_time2022-05-14 12:00:44

საქართველოში დაზღვევის დღე 2 მაისს პირველად აღინიშნა. თუ რატომ დაფუძნდა ეს დღე და რას გულისხმობს ის, ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „დაზღვევის დრო“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ნინო ნიავაძემ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში მოქმედებს ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია და წლიდან წლამდე ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობები ემატება.

 

“საქართველოში ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია მოქმედებს, რომელსაც  წლიდან წლამდე  გარკვეული აქტივობები ემატება. სფეროს ხელშეწყობისა და განვითარებისთვის დაზღვევის დღესთან დაკავშირებით გარკვეული ღონისძიებები დაიგეგმა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით და საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით გადაწყდა, რომ  ორ მაისს  საქართველოში დაზღვევის დღე გვეზეიმა, თუმცა ეს არ იყო მხოლოდ 2 მაისის ღონისძიება, მას წინ უძღოდა მთელი რიგი მოსამზადებელი სამუშაოები და აქტივობები, რომლებიც მიმდინარე კვირაშიც გრძელდება. ამ ღონისძიებების შესახებ სრული ინფორმაცია ყოველდღიურ რეჟიმში ფინედუს პორტალზე ქვეყნდება“, -  აღნიშნა ნინო ნიავაძემ.

 

მისივე თქმით, 2 მაისი  იყო  ერთ-ერთი კულმინაციური დღე, სადაც წარმოდგენილი იყვნენ სტუმრები, როგორც სახელმწიფო, ასევე  საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ღონისძიებას სადაზღვევო ინდუსტრია სრული შემდგენლობით ესწრებოდა.

 

„დაზღვევის  სფეროს სარეგულაციო  ნაწილის  მიხედვით, ეს თარიღი საკმაოდ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ 1997 წელს სწორედ  2 მაისს დაზღვევის  შესახებ საქართველოს კანონს მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მოაწერა ხელი,  რის  შემდეგაც  ეს  სფერო რეგულირებადი სფერო გახდა.  და შესაბამისი საზედამხედველო ორგანოც შეიქმნა“, -  აღნიშნა ნინო ნიავაძემ.


 

მისი თქმით, საქართველოში დაზღვევის კულტურის ამაღლება გარკვეული ღონისძიებების გატარებას საჭიროებს. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სახელმწიფო ამისთვის მზაობას გამოხატავს.

 

“ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ სფეროს გარკვეული აქტივობები სჭირდება, რასაც ცალკეული კერძო სუბიექტები ვერ განახორციელებენ, საჭიროა რომ დავინახოთ დღის წესრიგი, სადაც, ჩემი აზრით, დაზღვევის სფეროს და მის  განვითარებას მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეკავოს.


აქედან გამომდინარე დაწესდა დაზღვევის დღეც, რომელიც ზუსტად დაზღვევის ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად,  მისი განგრძობითობა ხელს შეუწყობს  ამ  სფეროს სტიმულირებას, რის შედეგადაც მივიღებთ უფრო გაჯერებულ ინდუსტრიას  და კარგად გათვითცნობიერებულ მომხმარებელს. ფინანსური განათლებაც სწორედ ამას ისახავს მიზნად, რომ გვყავდეს მეტად განათლებული მომხმარებელი და დაზღვევის საჭიროებას აცნობიერებდეს“, -  აღნიშნა ნინო ნიავაძემ.

 

თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up