„სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს“

„სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს“

access_time2019-05-25 18:00:50

„პსპ დაზღვევის“ გენერალური დირექტორი სოფიო ლებანიძე, რადიო კომერსანტის გადაცემაში თოქ–შოუ „კომერსანტი LIVE“ დაზღვევის მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციების არსებობის საჭიროებაზე საუბრობს.

„ბოლო მონაცემებით საქართველოში 17 სადაზღვევო კომპანიაა,რომლებსაც განსხვავებული  გამოცდილება გააჩნიათ, არსებობენ ისეთი კომპანიები,რომლებიც ბანკთან არიან აფილირებულები. ბანკი,როგორც ფინანსური ინსტიტუცია დღეს ბევრ პროფილურ და არაპროფილურ ბიზნესშია წარმოდგენილი. დაზღვევასა და ბანკს შორის მნიშვნელოვანი კავშირია. თუმცა, აუცილებელია რომ ბანკში მისულ ადამიანს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ სესხის აღების პროცესში, სიცოცხლის დაზღვევისთვის აირჩიოს მისთვის სასურველი სადაზღვევო კომპანია.

 საკანონმდებლო რეგულაციებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, როცა ვსაუბრობთ ჩვენ ხაზს ვუსვამთ რაციონალურ, ეფექტურ, კონკურენტულ გარემოს. ჩვენი მთავარი ამოცანაა ჯანსაღი კონკურენტული პირობები სადაზღვევო ბაზარზე. ეს პირობები საკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს.  ველოსიპედს არ ვიგონებთ, საერთაშორისო პრაქტიკა არსებობს ამ მიმართულებით და სწორედ ამ პრაქტიკას ვეყრდნობით.


ამ საკითხის ირგვლივ გავერთიანდით 4 სადაზღვევო კომპანია და  7 საბროკერო ორგანიზაცია. ამ პროცესში ბანკების ჩართვით,იზღუდება მათი ბიზნესიც . აქტიურად დავიწყეთ,როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებასთან კომუნიკაცია. გვაქვს ასევე შეხვედრები მარეგულირებელთან. ჩვენი ხედვა ამ პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით მკაფიოდაა ჩამოყალიბეუბლი და გაზიარებული. ამდენად, ახლა უკვე იმ ეტაპზე ვართ,რომ უკუკავშირს  ველოდებით “- ამბობს სოფიო ლებანიძე.






m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა
access_time2019-09-21 17:01:21
                                                                                              დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და...

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი
access_time2019-09-21 11:00:59
დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.   როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.   ბრენდს Tsikolia ერქმევა.   „ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.   დიზაინერს...

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

„ყურძნის ბირჟა“ - მოსავლის გაყიდვის ალტერნატიული გზა ინტერნეტში

„ყურძნის ბირჟა“ - მოსავლის გაყიდვის ალტერნატიული გზა ინტერნეტში
access_time2019-09-21 18:00:07
უკვე რამდენიმე დღეა, ინტერნეტსივრცეში ვებსაიტი „ყურძნის ბირჟა“ გამოჩნდა. ვებგვერდზე თავად მევენახე წერს დეტალურად, რა ჯიშისა და რაოდენობის ყურძენი აქვს გასაყიდი, სად მდებარეობს ვენახი, რა ღირს ერთი კილოგრამი ყურძენი და როდის უნდა მოიკრიფოს მოსავალი. იქვე მითითებულია კონკრეტული მევენახის საკონტაქტო ინფორმაცია. როგორც ვებგვერდზე წერია, მისი შემქმნელები არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და ერთადერთი მიზანი აქვთ...


მსგავსი სიახლეები

up