სადაზღვევო სექტორს ისევ ბანკები ავიწროვებენ

სადაზღვევო სექტორს ისევ ბანკები ავიწროვებენ

access_time2018-04-30 15:05:16


 სადაზღვევო სექტორზე ბანკების ექსპანსიური გავლენის შესამცირებლად უნისონი სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მიზნით  გამგეობის სხდომის მოწვევის ინიციატივით კიდევ ერთხელ გამოდის. სხდომა 2 მაისსაა ჩანიშნული.


უნისონში პრობლემის რამდენიმე მხარეს გამოყოფენ და მისი მოგვარების გზებზეც საუბრობენ.


უნისონის გენერალური დირექტორი ბატონი ვასილ ახრახაძე ისაუბრებს არსებულ პრობლემებზე.

 


ბატონო ვასილ, კონკრეტულად რაში ხედავთ პრობლემას?


სექტორში ბანკების დესტრუქციულმა ჩარევამ უკვე პიკს მიაღწია. ბაზრის მოგების 90% მათი შვილობილი ან მათთან აფილირებული სადაზღვევო კომპანიების ხელში ხვდება, მომხმარებლის თავისუფალი არჩევანის შეზღუდვის და თავიანთი სადაზღვევო კომპანიების თავზე მოხვევის გზით.  მაშინ როცა ინდუსტრიის დანარჩენი ნაწილის ნახევარზე მეტი წელს ზარალით ასრულებს.  


პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა ბანკების მფლობელობაში არსებული ახალი კომპანიების გამოჩენამ ბაზარზე, რომელთაც მოერგო სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონი. დაზღვევის მართვაში გამოცდილების არმქონე კომპანიებმა დაიმკვიდრეს სრულფასოვანი ადგილი სავალდებულო დაზღვევის პროგრამაში და იღებენ იგივე შემოსავალს სავალდებულო დაზღვევის ცენტრისგან, რასაც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მზღვეველები. ეს კიდევ უფრო ავიწროვებს ბაზრის თავისუფალ მოთამაშეებს და ინვესტორებისთვის სექტორს არამიმზიდველს ხდის.



სახეზე გვაქვს აბსოლუტურად დაუცველი სადაზღვევო ინდუსტრია. 


რას გულისმობთ დაუცველობაში?


პრობლემაა, რომ გუშინდელი ჩვენი ზედამხედველი, რომელიც ფლობს სექტორზე კომერციულ და კონფიდენციალურ ინფორმაციას და დაზღვევის ლიცენზიებსაც გასცემს,  დღეს უკვე კონკურენტად მოგვევლინა ერთ-ერთი ბანკის შვილობილ ახლადგახსნილ სადაზღვევო კომპანიაში.  კანონი არც ამ და არც წარსულში მომხდარ ანალოგიურ შემთხვევებზე არაფერს გვეუბნება.


ასეთი ქმედება მიწასთან ასწორებს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის რეპუტაციას.


ჩვენ დღეს უკვე გვაშინებს ზედამხედველთან ინფორმაციის გაცვლა, რადგან არსებობს საფრთხე, ხვალ ეს მონაცემები კონკურენტის ხელში აღმოჩნდეს.


რას ფიქრობთ, ექნება მხარდაჭერა თქვენს ინიციატივებს სხდომაზე?


სამწუხაროდ, ასოციაციის წევრების ნაწილს ბანკებთან სხვადასხვა ინტერესი აკავშირებთ, რაც ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებას უშლის ხელს. ბანკებთან ღია დაპირისპირებას ბიზნესის ბევრი წარმომადგენელი გაურბის, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა მათაც აწუხებთ.


როგორ წარმოგიდგენიათ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი? ამჯერად სხდომაზე რა საკითხებს დააყენებთ?


ჩვენ კიდევ ერთხელ ვეცდებით დავარწმუნოთ ასოციაციის თავისუფალი წევრები, იყვნენ პრინციპების ერთგულნი და სადაზღვევო სფეროსა და მომხმარებლის დაცვის მიზნით გაერთიანდნენ.


ჩვენ მოვითხოვთ საბანკო სექტორში ამოქმედდეს კონკურენციის შესახებ კანონი, რომლის აღსრულებასაც ეროვნული ბანკი გაურბის; აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს მომხმარებლის თავისუფალი არჩევანი ბანკებში სადაზღვევო სერვისების მიწოდებისას.


მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მთავრობამ იმსჯელოს საკითხის მოგვარებაზე, ვინაიდან, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურმა, როგორც დამოუკიდებელმა სუბიექტმა, ვერ გაამართლა. უმჯობესია გავითვალისწინოთ უცხოეთის მაგალითები, სადაც ზედამხედველობის სამსახური ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულია. სექტორი ასე უფრო დაცული იქნება მსგავსი სუბიექტური ფაქტორებისგან, რაც სამომავლოდ მუშაობას უფრო დაბალანსებულს და პროდუქტიულს გახდის.

 (R)




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“
access_time2021-06-18 15:55:24
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, („საყდრისის კომიტეტი “, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები “) დაბა კაზრეთში „არემჯის “გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ #4 ფუჭი ქანების სანაყაროს...

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს
access_time2021-06-18 15:18:53
საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების  მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპნიის ცნობით, საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა.  „ახალი ობლიგაციებით...

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა
access_time2021-06-18 20:00:07
Google-ის თანადამფუძნებლის სერგეი ბრინის მეუღლე ანა ვოიჟიტოვსკი მილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი კომპანია 23andMe, რომლის პროფილიცაა გენეტიკური ტესტირება, ბირჟაზე გავიდა.   ამ დროისთვის ის უკვე იყო მულტიმილიონერი - 2020 წელს მან ამერიკის ყველაზე მდიდარ self-made ქალ-მეწარმეებს შორის 49–ე ადგილი დაიკავა - ამ კატეგორიაში შედიან ქალები, რომლებიც თავისით და არა მეუღლეებთან გაშორებით ან მემკვიდრეობის მიღებით გამდიდრდნენ.   23andMe ბირჟაზე...


მსგავსი სიახლეები

up