"სადაზღვევო სექტორს ბანკები ავიწროვებენ"

access_time2018-05-06 12:00:50

სადაზღევო კომპანია Unison სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის სხდომის მოწვევას ითხოვს. კომპანია ასოციაციისგან სექტორზე "საბანკო ექსპანსიის” წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი ვასილ ახრახაძე აცხადებს დესტრუქციულმა ჩარევამ უკვე პიკს მიაღწია და ბაზრის მოგების 90% მათი შვილობილი, ან მათთან აფილირებული სადაზღვევო კომპანიების ხელში ხვდება. 



"პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა ბანკების მფლობელობაში არსებული ახალი კომპანიების გამოჩენამ ბაზარზე, რომელთაც მოერგო სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონი. დაზღვევის მართვაში გამოცდილების არმქონე კომპანიებმა დაიმკვიდრეს სრულფასოვანი ადგილი სავალდებულო დაზღვევის პროგრამაში და იღებენ იგივე შემოსავალს სავალდებულო დაზღვევის ცენტრისგან, რასაც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მზღვეველები. ეს კიდევ უფრო ავიწროვებს ბაზრის თავისუფალ მოთამაშეებს“-აცხადებს ახრახაძე.

 

მისი თქმით, სამწუხაროა ის, რომ სამწუხაროდ, ასოციაციის წევრების ნაწილს ბანკებთან სხვადასხვა ინტერესი აკავშირებთ, რაც მისი აზრით, ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებას უშლის ხელს. ,,უნისონის“ ხელმძღვანელის აზრით, ბანკებთან ღია დაპირისპირებას ბიზნესის ბევრი წარმომადგენელი გაურბის, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა მათაც აწუხებთ. 



ახრახაძის თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალია ისაა, რომ საბანკო სექტორზე კონკურენციის შესახებ კანონი გავრცელდეს, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური კი ფინანსთა სამინისტროს დაექვემდებაროს, რადგან მან, როგორც დამოუკიდებელმა სამსახურმა ვერ გაამართლა. ამის მაგალითად, Unison-ის ხელმძღვანელს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის კერძო სექტორში გადასვლას ასახელებს.



BM.GE




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“
access_time2021-06-18 15:55:24
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, („საყდრისის კომიტეტი “, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები “) დაბა კაზრეთში „არემჯის “გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ #4 ფუჭი ქანების სანაყაროს...

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს
access_time2021-06-18 15:18:53
საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების  მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპნიის ცნობით, საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა.  „ახალი ობლიგაციებით...

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა
access_time2021-06-18 20:00:07
Google-ის თანადამფუძნებლის სერგეი ბრინის მეუღლე ანა ვოიჟიტოვსკი მილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი კომპანია 23andMe, რომლის პროფილიცაა გენეტიკური ტესტირება, ბირჟაზე გავიდა.   ამ დროისთვის ის უკვე იყო მულტიმილიონერი - 2020 წელს მან ამერიკის ყველაზე მდიდარ self-made ქალ-მეწარმეებს შორის 49–ე ადგილი დაიკავა - ამ კატეგორიაში შედიან ქალები, რომლებიც თავისით და არა მეუღლეებთან გაშორებით ან მემკვიდრეობის მიღებით გამდიდრდნენ.   23andMe ბირჟაზე...


მსგავსი სიახლეები

up