სადაზღვევო სექტორის შეფასებით, რეფორმის გარეშე საყოველთაო ჯანდაცვა ეფექტიანობას კარგავს

სადაზღვევო სექტორის შეფასებით, რეფორმის გარეშე საყოველთაო ჯანდაცვა ეფექტიანობას კარგავს

access_time2022-08-04 09:00:00

ყოველდღურად, საქართველოს ტელეარხებზე, პრაქტიკულად არცერთი საინფორმაციო გამოშვება არ მთავრდება საქველმოქმედო განცხადების გარეშე. ასევე ყოველდღე ჩნდება მსგავსი განცხადებები სოციალურ ქსელებში. ტექსტები იდენტურია: „ოჯახს ყველანაირი ფინანსური რესურსი ამოეწურა,“ „ოპერაცია ათობით ათასი დოლარი ჯდება“… განსაკუთრებით მძიმეა ბავშვებთან დაკავშირებული განცხადებები. როგორც წესი, ასეთი განცხადების გავრცელებამდე პაციენტს უკვე მიღებული აქვთ სახელმწიფო დაფინანსება, თუმცა რადგან ამ რესურსს ლიმიტები აქვს და საკმარისი არ არის, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ახლობლებს დახმარების თხოვნა საზოგადოებისთვის უწევთ.


ასეთ განცხადებებს შორის ძალიან ბევრი ონკოლოგიურ დაავადებებს უკავშირდება. 2021 წლის მონაცემებით, ონკოლოგიური დაავადებები, გულსისხლძარღვთა სნეულებებისა და კოვიდის შემდეგ საქართველოს მოსახლეობის ნომერ მესამე „მკვლელია.“ კოვიდის ყველაზე რთული ტალღა უკვე გადავლილია, სიმსივნეების შემთხვევები კი ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად მაღალია. მართალია, მათ სიკვდილის მიზეზებს შორის გულსისხლძარღვთა დაავადებები უსწრებს, თუმცა მკურნალობის ღირებულების კუთხით სიმსივნური დაავადებები გაცილებით დიდ და ხშირ შემთხვევაში კატასტროფულ დანახარჯებს უკავშირდება. ცხადია, არსებობს არაერთი იშვიათი დაავადება თუ ტრავმა, რომელთა მკურნალობა ასევე კოლოსალური თანხები ჯდება და საშუალო შემოსავლების მოქალაქისთვის ეს დაუძლეველი მდგომარეობაა.


ასეთი ვითარება წლებია, გრძელდება და მას დასასრულიც არ უჩანს. სახელმწიფო პერიოდულად ზრდის როგორც პროგრამების ჩამონათვალს, ისე არსებული პროგრამების დაფინანსებასა და არეალს, ასევე წარმატებით მუშაობს ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების დახმარების „სოლიდარობის ფონდი,“ თუმცა მკურნალობა ხშირ შემთხვევაში იმდენად დიდ თანხებს უკავშირდება და იმდენ პაციენტს ეხება, რომ გაზრდილი თანხებიც საკმარისი არ არის და არც საქველმოქმედო განცხადებების რაოდენობა იკლებს.


წლებია, ამ პრობლემის სისტემური მოგვარების მიზნით არაერთი კვლევა და რეკომენდაციები მომზადდა, თუმცა შედეგი არ ჩანს. ამის მიუხედავად, ცვლილებების მოთხოვნამ აქტუალობა არ უნდა დაკარგოს, რადგან ექსპერტები თანხმდებიან და რეალობაც ამას აჩვენებს – საყოველთაო ჯანდაცვაში სისტემური, ძირეული რეფორმის დროა და მისი გადავადება პრობლემას კიდევ უფრო გააღრმავებს.


პრობლემაზე JANDACVA.GE-სთან ინტერვიუში სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ რამდენიმე დღის წინ ისაუბრა. საკითხმა რომ კიდევ უფრო მეტი აქტუალობა შეიძინოს, იგივე თემაზე კომენტარი სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტს დევი ხეჩინაშვილს ვთხოვეთ.


დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ პირველი, ყველაზე მარტივად გადასადგმელი ნაბიჯი იქნებოდა დაზღვევაზე „დაშენების“ უფლების მიცემა ყველა კატეგორიის მოქალაქისთვის. განმარტებისთვის აღვნიშნავთ, რომ დღეს მოქმედი სისტემით, საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ფენებს – უმწეოებს, ბავშვებსა და პენსიონრებს შეუძლიათ, საყოველთაო ჯანდაცვითაც ისარგებლონ და პარალელურად, კერძო სადაზღვევო პაკეტებიც შეიძინონ, რითიც დაზღვევის პირობებს მკვეთრად იუმჯობესებენ. თუმცა, თუ ადამიანი არცერთ ამ კატეგორიას არ მიეკუთვნება და საშუალო შემოსავალი აქვს (1000 ლარზე მეტი) და კერძო დაზღვევის შეძენა სურს, საყოველთაო ჯანდაცვით ვეღარ ისარგებლებს. შედეგად, მაგალითად, როდესაც კერძო ორგანიზაცია საკუთარი თანამშრომლებისთვის კერძო დაზღვევას ყიდულობს, პენსიონერი თანამშრომლები კარგი ხარისხის დაზღვევას იღებენ (საყოველთაო+კერძო), არაპენსიონერი დასაქმებულები კი მხოლოდ კერძო დაზღვევის პირობებით ეზღვევიან, რაც პენსიოინრებთან შედარებით, ბევრად სუსტი პაკეტია. დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ ესაა დისკრიმინაცია და ადამიანების „სორტირება,“ რაც არცერთ სხვა ქვეყანაში არ ხდება და ეს სისტემა შესაცვლელია. ამ დისკრიმინაციული მიდგომის გამოსწორებისთვის პირველ და ყველაზე მარტივ გზად ის დაშენების უფლების ყველა მოქალაქისთვის მინიჭებას მიიჩნევს.


„ეს არაა პანაცეა, მაგრამ არის ძალიან ადვილი და ხელის ერთი დაჭერით განსახორციელებელი ცვლილება,“ – აღნიშნავს ხეჩინაშვილი.


მეორე, ყველაზე რთული და სისტემური ეტაპი – ესაა უნივერსალური პაკეტის შემუშავება, რომელიც სავალდებულო უნდა იყოს. როგორც ხეჩინაშვილი ამბობს, ამ პაკეტზე უნდა შეთანხმდეს „ერი და ბერი“ – ექიმები, სახელმწიფო, სხვადასხვა დაავადებების მქონე პაციენტების ასოციაციები და სადაზღვევო სექტორი. ეს უნდა იყოს ფართე შეთანხმების შედეგად განსაზღვრული, ესენციური სერვისების მომცველი პაკეტი.



იმის სადემონსტრაციოდ, რა პრობლემებს ქმნის მსგავსი პაკეტის არარსებობა, დაზღვევის ასოციაციის პრეზიდენტს ონკოლოგიური სერვისები მოჰყავს. მაგალითად, როდესაც ადამიანი ყიდულობს საშუალო, 30-ლარიან პაკეტს, საყოველთაოსთან შედარებით ეს პაკეტი სუსტია, რადგან ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში მას უფინანსდება ქირურგია. საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის შემთხვევაში კი თერაპიული კურსის დაფინანსებასაც მიიღებდა. სავალდებულო პაკეტის არსებობის შემთხვევაში კი ნებისმიერი ადამიანი მიიღებდა თანაბარ და უფრო სრულყოფილს სერვისებს იმის მიუხედავად, საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარია თუ – კერძო დაზღვევის.


მნიშვნელოვანია, რომ ამ, უნივერსალური პაკეტის გაუმჯობესების უფლება ნებისმიერ ადამიანს და ასევე სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს. სახელმწიფოს შეუძლია, ყველაზე უმწეო მოქალაქეებს გაუმჯობესებული სერვისები დაუმატოს, კერძო კომპანიებსაც შეეძლებათ, მომხმარებელს დამატებითი პირობები შეთავაზონ და ამით დაზღვევის პირობები გააუმჯობესონ.


„საყოველთაობა ნიშნავს ნებისმიერი მოქალაქის წვდომას შეთანხმებულ, კრიტიკულად მნიშვნელოვან სერვისებზე. ეს დაამთავრებს იმ პრაქტიკას, როდესაც, მძიმე დიაგნოზის დასმის შემთხვევაში, ადამიანს უწევს დახმარების თხოვნა, „ჩალიჩი,“ ასოციაციები კი ცდილობენ, მთავრობაში ლობირება გაუწიონ სწორედ მათი სფეროს სერვისების დაფინანსებას,“ – აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.


მისი თქმით, მსგავსი პაკეტის შინაარსსა და ფინანსურ მხარეზე შეჯერება ურთულესი პროცესია, მაგრამ პრობლემის სისტემური მოგვარების სხვა გზა არ არსებობს. მართალია, ამ პაკეტის მანდატორული ხასიათი ფინანსური ვალდებულების დაკისრებას ნიშნავს, თუმცა ადამიანებმაც და სახელმწიფომაც უნდა გაიაზრონ, რომ ასეთი მოწყობის გარეშე დანახარჯები გაცილებით მეტია. ცხადია, ხეჩინაშვილი ამ კონტექსტში პირველადი ჯანდაცვის განვითარების აუცილებლობასაც უსვამს ხაზს, რათა ადამიანებს სწორედ ამბულატორიულ, საწყის დონეზე გამოუვლინდეთ დაავადებები და არა – გართულებულ სტადიაზე.


ამ კონტექსტში დაზღვევის ასოციაციის პრეზიდენტი იხსენებს დასავლეთში არსებულ პრაქტიკას, როდესაც, მაგალითად, ადამიანს ონკოლოგიური დაავადებებისგან არ აზღვევენ, თუ მას სკრინინგი არ აქვს გავლილი.


დევი ხეჩინაშვილის თქმით, საქართველოში ასეთი პრაქტიკის დანერგვა რთული არ იქნება, რადგან სახელმწიფოს სკრინინგის პროგრამები აქვს, რომლებშიც, სამწუხაროდ, მოქალაქეების დიდი ნაწილი არ იღებს მონაწილეობას.


დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ დაზღვევა არის კულტურის ნაწილი და ადამიანებმა უნდა გაიაზრონ შემდეგი რამ: დაზღვევა არის მომავალში შესაძლო რისკების მაქსიმალური გათვალისწინება და არა დაგეგმილი პროცედურების (მაგალითად, სტომატოლოგია ან მედიკამენტების შეძენა) მიღების მიზნით წინასწარ გადახდილი თანხა. თუმცა, ხეჩინაშვილი სავალდებულო დაზღვევის მნიშვნელობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ, მაგალითად, მესამე პირის მიმართ ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღება მხოლოდ ჯანდაცვის კუთხით 30-40 მილიონი ლარის დაზოგვას გამოიწვევდა. ეს კი ის თანხაა, რომელიც სახელმწიფოს შეუძლია ძვირადღირებული დაავადებების დასაფინანსებლად გამოიყენოს. დაზოგვის პრინციპი იმუშავებს ჯანმრთელობის ერთიანი, სავალდებულო პაკეტის შემოღების შემთხვევაშიც. დევი ხეჩინაშვილის თქმით, დამსაქმებელს ან უშუალოდ პაკეტით მოსარგებლეს რომ მძიმე ფინანსური წნეხი არ დააწვეს, შესაძლოა განხილულ იქნას სხვადასხვა საგადასახადო შეღავათი. თუმცა ამ პირობებშიც კი, სახელმწიფოს მიერ დაზოგილი თანხები იქნება სოლიდური და მათი მიმართვა შესაძლებელი გახდება უფრო მეტად მიზნობრივად. ხაზგასასმელია, რომ სავალდებულო დაზღვევა გავრცელდება არა მხოლოდ დასაქმებულზე, არამედ მისი ოჯახის წევრებზეც, რაც უდიდესი სოციალური ეფექტის მომტანი ცვლილება იქნება.


JANDACVA.GE-ს კითხვაზე – წლებია, ამ თემაზე მიდის საუბარი, მაგრამ სისტემური ცვლილების დაწყებაზე სახელმწიფო ჯერ არც კი საუბრობს და რა პერსპექტივა აქვს ამ საკითხის მოგვარებას? – დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ ახლა საკითხი პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. მისივე თქმით, აუცილებელია, ფინანსთა სამინისტრომ დაითვალოს, თუ რამდენს ხარჯავს სახელმწიფო ჯანდაცვაზე – არა მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის, არამედ სხვადასხვა დონეზე არსებული პროგრამების ფარგლებში, რათა ამ მაჩვენებელს დაეყრდნოს უნივერსალური პაკეტის პირობები და მისი ამოქმედების გადაწყვეტილება.


დევი ხეჩინაშვილს მოყავს სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს, რამდენად შორსაა ქართული სადაზღვევო სისტემა განვითარებული ქვეყნების სისტემებისგან: ჩვენს ქვეყანაში დაზღვევა საჭიროებების მხოლოდ 40%-ს ფარავს. მასში არ შედის, მაგალითად, რეაბილიტაცია და მოვლა, რაშიც ადამიანებს კოლოსალური თანხების გადახდა უწევთ. სავალდებულო პაკეტის მოქმედების შემთხვევაში კი ეს საკითხიც მნიშნელოვნად წინ წაიწევდა.


ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღევისა და უნივერსალური პაკეტის შემოღებაზე საუბარი წლებია მიმდიანრეობს, თუმცა ამ თემის აქტუალიზაციის ინიციატორი, სამწუხაროდ, სახელმწიფო არ არის მიუხედავად იმისა, რომ ამ ცვლილების ვალდებულება თავად სახელმწიფოს აქვს აღებული: საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ხედვა 2030 წლისთვის სწორედ ერთიანი სტანდარტიზებული პაკეტის შემოღებას ითვალისწინებს.


უდავო ფაქტია, რომ დაზღვევა საზოგადოების სოციალური დაცვის მძლავრი ინსტრუმენტია. განვითარებული მსოფლიოს გამოცდილებამ აჩვენა, რომ უნივერსალური, სავალდებულო პაკეტი არის ქმედითი იარაღი, რომ ჯანდაცვა რეალურად საყოველთაო იყოს და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უფლება მხოლოდ დეკლარირებულ ღირებულებად არ დარჩეს.


წყარო: jandacva.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up