სადაზღვევო სექტორი „კუს ნაბიჯებით“ ვითარდება

სადაზღვევო სექტორი „კუს ნაბიჯებით“ ვითარდება

access_time2019-10-23 19:15:07

მოზიდული პრემიების მიხედვით, საქართველოს სადაზღვევო სექტორი განვითარებადი ქვეყნების რიგში ერთ-ერთი აუტსაიდერია.საქართველოში სადაზღვევო სექტორი მუდმივად ერთ–ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად ითვლება. ქართველი თუ უცხოელი ექსპერტები ხშირად მიუთითებენ იმაზე, რომ სადაზღვევო სექტორს განვითარების საკმაოდ დიდი რესურსი გააჩნია, თუმცა ფაქტია, რომ დღემდე ეს ბიზნესი საკმაოდ ნელი ტემპით ვითარდება. არსებულ რეალობას განაპირობებს ისიც, რომ, ერთი მხრივ საქართველოს მოსახლეობას საკმაოდ დაბალი სადაზღვევო კულტურა გააჩნია, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს სავალდებულო დაზღვევები.


მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მუდმივად ისმოდა საუბარი ავტომფლობელთათვის მესამე პირების წინაშე წარმოქმნილი პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების შესახებ, დღემდე ეს კანონპროექტი ჰაერშია გამოკიდული და არავინ იცის როდის ამოქმედდება იგი. ამ დროს კი, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7%–ია დღეისათვის დაზღვეული.


გარკვეული მიმართულებებით, სავალდებულო დაზღვევების არსებობა, რომ აუცილებელია ამას მოწმობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაც, რომლის ამოქმედების შემდეგაც, მოსახლეობის დიდი ნაწილი მიხვდა დაზღვევის აუცილებლობის მნიშვნელობას და შედეგად, სადაზღვეო სექტორს მოზიდული პრემიის ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევიდან აქვს მიღებული. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 16% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით.


ეს მექანიზმი განსაკუთრებული წარმატებით მუშაობს განვითარებულ ქვეყნებში, სადაც სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდული პრემია მთლიანი შიდა პროდუქტის 8,15%-ია, განვითარებად ქვეყნებში კი 2,71%. რაც შეეხება საქართველოს, ამ მიმართულებით საკმაოდ მძიმე სურათია. კერძოდ, 2018 წელს სადაზღვევო კომპანიების მოზიდული საერთო პრემია, რომელიც არის 542 მილიონი ლარი, მთლიანი შიდა პროდუქტის 1,32%-ია. ანუ განვითარებადი ქვეყნების ბოლო რიგებში ვდგავართ.


საქართველოს სადაზღვევო სექტორი რიცხვებში


მიუხედავად არასახარბიელო მდგომარეობისა, სადაზღვევო სექტორი ნელა, მაგრამ მაინც ვითარდება. თუ გადავხედავთ 2019 წლის 6 თვის მონაცემებს დავინახავთ, რომ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 345 მილიონი ლარი, რაც 50 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2018 წლის პირველ ექვს თვეში სადაზღვევო სექტორს 295 მილიონი ლარის პრემია ჰქონდა მოზიდული.



რაც შეეხება მოგებას, 2019 წლის პირველ ექვს თვეში მან 19 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 3 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აქტივები 699 მილიონიდან გაზრდილია 952 მილიონამდე, ხოლო კაპიტალი 180 მილიონიდან 231 მილიონამდეა გაზრდილი.


სადაზღვევო სექტორში დომინანტური პოზიცია ბაზრის 42%-იანი წილით სამედიცინო დაზღვევას უჭირავს, რომელიც 145 მილიონ ლარს აჭარბებს. მას მოსდევს სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა 57 მილიონი ლარით და ქონების დაზღვევა 46 მილიონი ლარით. ჯამში ამ სამი სეგმენტის წილი მთლიან სადაზღვევო სექტორში 71%-ს შეადგენს.


საინტერესოა ისიც, რომ 2019 წლის 6 თვეში მთლიანად სადაზღვევო სექტორის გამომუშავებულმა პრემიამ 267 მილიონი ლარი შეადგინა მაშინ, როცა კომპანიების წინაშე დამდგარი ზარალი 312 მილიონი ლარი იყო.
რაც შეეხება მოქმედი პოლისების რაოდენობას სამედიცინო და სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობებში მან 580,570 შეადგინა, რაც სულ რაღაც 26 232 პოლისით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბოლო მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 16% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით, ხოლო საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7%–ია დაზღვეული.


სადაზღვევო ბაზრის წილი კომპანიების მიხედვით


ქართულ სადაზღვევო ბიზნესში ოპერირებს 17 კომპანია. 16 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.


სადაზღვევო ბაზრის ლიდერები არიან “იმედი L” – მოზიდული სადაზღვევო პრემია 58 მილიონი ლარი, “ჯიპიაი” – 56 მილიონი ლარი და “ალდაგი” – 51 მილიონი ლარი. აღსანიშნავია, რომ ეს სამი კომპანია მთლიანი სადაზღვევო სექტორის 47% აკონტროლებს. მათ მოსდევთ “თიბისი დაზღვევა” 39 მილიონი ლარის მოზიდული სადაზღვევო პრემიით და “არდი” 29 მილიონი ლარით.


რაც შეეხება კომპანიების წილს სადაზღვევო სექტორების მიხედვით, 2019 წლის 6 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 145 მილიონი ლარი შეადგინა. ბაზრის ლიდერია “იმედი L” 36%–იანი წილით და 52 მილიონიანი პრემიით, მას მოსდევს “ჯიპიაი” 22%–ით და 31 მილიონი ლარით, ხოლო მესამე ადგილზეა “არდი”, რომელიც ბაზრის 13% ფლობს და 19 მილიონი ლარის სადაზღვევო პრემიის მოზიდვა შეძლო. დაახლოებით, 9 მილიონი მოიზიდეს “ირაომ” და “პსპ დაზღვევამ”, ხოლო ბაზრის დარჩენილი 17% და 25 მილიონი ლარი გადანაწილებულია დანარჩენ სადაზღვევო კომპანიებზე.


ასევე, 2019 წლის 6 თვის განმავლობაში სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 57 მილიონი ლარი შეადგინა. ბაზრის ლიდერია “თიბისი დაზღვევა” 14 მილიონი ლარის პრემიით, მას მოსდევს “ალდაგი” 11 მილიონი ლარით და “ჯიპიაი” 9 მილიონის სადაზღვევო პრემიით. 3 მილიონი მოიზიდა “ალფამ’, ხოლო 2 მილიონი “ირაომ”, ხოლო მთლიანი ბაზრის 29% 16 მილიონი ლარი, გადანაწილებულია ბაზარზე მოქმედ დანარჩენ კომპანიებზე.


როგორც ვხედავთ, ქართული სადაზღვევო ბიზნესი საკმაოდ ნელი ტემპებით ვითარდება. წლიდან–წლამდე კომპანიებს შემოსავლის მცირედი ზრდა აქვთ და ისინი რეალურად განვითარებას ვერ ახერხებენ. ასეთ ვითარებაში კი მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი და სავალდებულო დაზღვევების არსებობა, რათა საზოგადოებაში გაიზარდოს დაზღვევის კულტურა, ხოლო თავად სადაზღვევო სექტორი უფრო ძლიერი და მრავალფეროვანი გახდეს.


bfm.ge


თეგები:
დაზღვევა



პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და საარჩევნო შტაბის უფროსს წარმოდგენა არა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე

 პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და საარჩევნო შტაბის უფროსს წარმოდგენა არა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე
access_time2020-09-26 11:28:24
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ილაპარაკა კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოში მშპ-ს ზრდის შესახებ. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი არასწორად, მიმდინარე ფასებში დათვალა და თქვა, რომ...

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე
access_time2020-09-25 19:30:42
„ლელოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებას „კომერსანტთან“ საუბრისას პასუხობს, რომლის თქმით, „ლელო საქართველოსთვის ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივა, რომელიც მევახშეობის აკრძალვას მოიცავს, „მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს ჰგავს, რომლის შინაარსიც დაწერილი არ არის და თანაც, განძის კუნძულია ალბათ, სადღაც აღმოჩენილი“. „იმის ნაცვლად რომ ქვეყნის...

დავით სონღულაშვილის პასუხი ,,ლელოს”: ნუ იგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში

დავით სონღულაშვილის პასუხი ,,ლელოს”: ნუ იგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში
access_time2020-09-25 18:50:59
„ლელოს” წევრმა, ბატონმა საბა ბუაძემ გაავრცელა ყალბი განცხადება, რის მიხედვითაც, ჩემს დეკლარაციაში ასახული გადასესხების ფაქტი თითქოს და ეხება თანხის ხელზე გადასესხებას.   პირადად მას მსურს ვუთხრა და საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ კერძო სექტორში საქმიანობის პერიოდში, პირადი კრედიტი გადავასესხე კომპანიაზე, რაც მთელს მსოფლიოში და საქართველოშიც მიღებული პრაქტიკაა.   ბატონ ბუაძეს შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ავრცელებს დეზინფორმაციას....

მიმდინარე კვირაში რეგიონში მხოლოდ ლარმა განიცადა რეკორდული გაუფასურება

მიმდინარე კვირაში რეგიონში მხოლოდ ლარმა განიცადა რეკორდული გაუფასურება
access_time2020-09-25 18:10:49
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა და მისი გაუფასურება დღემდე გრძელდება. მიმდინარე კვირაში, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარი რეკორდულად თითქმის 11 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად კი ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.2295 ლარი იყო, ხოლო დღევანდელი მონაცემებით 3.3332 ლარი შეადგინა.   დღეს დილიდან ვაჭრობა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში $1/3.3175 ლარით...

„მევახშეები თავის პარტიაში მოიკითხონ“ - „ქართული ოცნების“ პასუხი „ლელოს“

„მევახშეები თავის პარტიაში მოიკითხონ“ - „ქართული ოცნების“ პასუხი „ლელოს“
access_time2020-09-25 17:20:49
„ძალიან ცუდია, რომ ეს ადამიანი კარიერას ტყუილებით იწყებს. მევახშეები თავის პარტიაში მოიკითხოს“, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ილია წულაია „ლელო“ მიერ გამოქვეყნებული „ქართული ოცნების“ დეპუტატების სიას, რომლებიც მევახშეობით ფულის „ხელზე გასესხებით“ არიან დაკავებულები. ილია წულაია „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამბობს იმასაც, რომ თანხები საკუთარ კომპანიაზე ინვესტიციის სახით აქვს...


მსგავსი სიახლეები

up