რამ განაპირობა პირველ კვარტალში  სადაზღვევო ბაზრის მოგების გაორმაგება?

რამ განაპირობა პირველ კვარტალში სადაზღვევო ბაზრის მოგების გაორმაგება?

access_time2020-06-03 10:00:33

2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი ლარი შეადგინა. მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ  41,5 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ  16,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია.


„სადაზღვევო ასოციაციის“ ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ პანდემიის პირობებში 2020 წლის პირველ კვარტალში სადაზღვევო სექტორს იმაზე უკეთესი შედეგები აქვს, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობდა.


„საქართველოს სადაზღვევო სექტორის პირველი კვარტალის ანგარიშში განსაკუთრებული ცვლილებები არ ყოფილა. თუმცა, მნიშვნელოვანი თემა არის ის, რომ მარტის ჩათვლით შედეგები უკეთესია ვიდრე პანდემიის ფონზე შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები გამოჩნდება მეორე კვარტალში და იქედან უფრო გვეცოდინება არსებულმა ვითარებამ უშუალოდ ბაზარზე რა გავლენა იქონია. ჩემი მოლოდინით, თუ პირველ კვარტალში 15%-იანი ზრდა იყო წინა წელთან შედარებით, მეორე კვარტალში კლება იქნება“, - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.




„სადაზღვევო ასოციაციის“ ხელმძღვანელი განმარტავს, რომ მოზიდული სადაზღვევო პრემიის კლება, რომელიც ბოლო მაჩვენებლებში დაფიქსირდა, ერთგვარად კომპენსირდება იმითი, რომ ანაზღაურებული ზარალიც ნაკლები იყო.


„საინტერესოა ის ფაქტი, რომ სადაზღვევო პრემიის კლება რომელიც  ბოლო მაჩვენებლებში დაფიქსირდა, ერთგვარად კომპენსირდება იმითი, რომ ზარალიც ნაკლები იყო, რადგან ბევრი გეგმიური სერვისი და სხვა სახის სამედიცინო პროცედურები არ ტარდებოდა, ზოგიერთი კლინიკა არ ახორციელებდა მომსახურებას ან თვითონ მოსახლეობა ერიდებოდა კლინიკებში ვიზიტს. თუმცა, ახლა პაციენტები უკვე ძალიან აქტიურად გეგმავენ აღადგინონ ვიზიტები და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენი მესიჯი მთავრობას ასეთია, რომ თითქმის ისევე დავზარალდით, როგორც ტურიზმის სექტორი. ჩვენი მნიშვნელოვანი ბიზნესი იყო უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების დაზღვევა, რომელიც ძალიან შემცირებულია და აგრეთვე გამავალ და შემომავალ ტურიზმთან დაკავშირებული ბიზნესი. თუმცა, ფინანსურ დახმარებას მთავრობას არ ვთხოვთ, არც ხარჯების შემცირებას, ერთადერთი ვითხოვთ, ისეთი საკითხების გადაჭრაში დახმარებას, როგორიცაა თუნდაც ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტის დროულად მიღება. ასევე  სადაზღვევო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა“, - განმარტავს დევი ხეჩინაშვილი.


აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 3 თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 942,4 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 266,9 მილიონ ლარს შეადგენდა. გარდა ამისა, საქართველოს მოსახლეობის 17% სარგებლობს კერძო სამედიცინო დაზღვევით, ასევე საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7%-ია დაზღვეული. 2020 წლის 3 თვეში 615,966 სამედიცინო დაზღვევის პოლისი იყო მოქმედი. ავტოდაზღვევის კუთხით კი, 95,144 პოლისი იყო გაყიდული.


ნინო თამაზაშვილი

 





კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up