ლარის გაუფასურების გამო სადაზღვევო კომპანიებს  შეიძლება ახალი წლიდან  სადაზღვევო პაკეტების ღირებულების გადახედვა მოუწიოთ

ლარის გაუფასურების გამო სადაზღვევო კომპანიებს შეიძლება ახალი წლიდან სადაზღვევო პაკეტების ღირებულების გადახედვა მოუწიოთ

access_time2018-11-09 09:00:00

2018 წლის დასაწყისიდან მოყოლებული ლარი რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა. თუ 1 აშშ დოლარი 20 იანვარს  2.54 ლარი ღირდა, 8 ნოემბერს დღის განმავლობაში 1 შშ დოლარის ოფიციალური კურსი ლართან მიმართებაში  2.7656  ლარს შეადგენდა. მართალია გუშინვე დღის მერე ნახევარში ლარის დასტაბილურების ტენდეცია გამოჩნდა და საღამოს ეროვნული ნაბკის მონაცემებით 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.75 ლარი გახდა, თუმცა ეს მთლიანობაში სურათს არ ცვლის.   დოლარის გაძვირებას  ეტაპობრივად მიჰყვა პირველადი პროდუქციის, განსაკუთრებით, იმპორტირებულის ფასების ზრდა. გაძვირდა საწვავიც, რაც თითქმის  ყველა პროდუქციის ავტომატურად გაძვირების მიზეზი ხდება ხოლმე.


 

ლარის გაუფასურება  აისახება თუ არა კერძო სადაზღვევო პაკეტებზე ?

 

 

სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თინა სტამბოლიშვილი აცხადებს, რომ  ლარის გაუფასურების ტენდენცია თუ გაგრძელდა და უახლოეს პერიოდში არ დასტაბილურდა, ან დაუბრუნდა წინა ნიშნულს, ეს ცხადია გამოიწვევს მედიკამენტების გაძვირებას და ჰოსპიტალური სერვისის ღირებულების ზრდას.

 


მისი მტკიცებით, ამ შემთხვევაში „ჯიპიაი ჰოლდინგს“ ახალი წლის დასაწყისიდანვე  სადაზღვევო პაკეტების ღირებულების გადავხედვა მოუწევს.

 

 

„იმედი L-ის“ გენერალური დირექტორი გივი გიორგაძე განმარტავს, რომ  სადაზღვევო პაკეტები დამოკიდებულია სამედიცინო სერვისების ღირებულებაზე. შესაბამისად, სადაზღვევო პაკეტის ფასის კორექტირება  დამოკდიებულია სამედიცინო სერვისების ფასის კორექტირებაზე. შესაბამისად, თუ დაკორექტირდება სამედიცნო სერვისების  ფასები, სწორედ, იმის შესაბამისად დაკორექტირდება  სადაზღვევო პაკეტებიც.

 

 

 

„განსხვავებით სხვა ტიპის სადაზღვევო მომსახურებებიდან, როდესაც სავალუტო კომპონენტი პირდაპირ შემოდის  პროდუქტის ღირებულებაში, ჯანმრთელობის დაზღვევაში გადაზღვევის კომპონენტი პრაქტიკულად არ არსებობს. შესაბამისად, პირდაპირი სავალუტო ხარჯის კომპონენტი პროდუქტში არ არსებობს. ეს დამოკიდებულია სხვა სერვისების ფასის ქცევაზე და არა პირდაპირ სავალუტო კურსზე,“-აცხადებს გიორგაძე.


 

 

მისი განმარტებით, თუ გაიზარდა სამედიცინო სერვისების ღირებულება, შემდეგ სადაზღვევო კომპანიის გადასაწყვეტია მოახდინოს თუ არა  სადაზღვევო პროდუქტის ფასის კორექტირება.

 

 

„ჩვენ ყოველთვის, პერმანენტულად, ყოველდღიურ და ყოველთვიურ რეჟიმში ვუყურებთ როგორ იცვლება ჩვენი ხარჯები, რომელსაც სამედიცინო სერვისებში ვწევთ. ეს ხარჯები შეიძლება შეიცვალოს იმიტომ, რომ შეიცვალა ლარის კურსი, ან კლინიკამ გადაწყვიტა გაზარდოს ან შეამციროს საკუთარი მოგების მაჟა. რეალურად, ჩვენთვის პირდაპირ სავალუტო კურსი არაფერს არ ნიშნავს. თუ შეიცვალა ჩვენი ხარჯი, უკვე ვიღებთ გადაწყვეტილებას, რა ვქნათ,“-აცხადებს გიორგაძე.


 


კითხვაზე, ახლა რა სიტუაციაა, იზრდება თუ არა სამედიცინო მომსახურების ფასები, გიორგაძე განმარტავს, რომ ბოლო 10 წელია არ ყოფილა წელიწადი მომსახურება არ გაზრდილიყოს. რაც შეეხება ბოლო 2-3 თვის პერიოდს,  სამედიცინო ხარჯები მნიშვნელოვანად შეცვლილი არ არის.

 

 

 „არდი დაზღვევის“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე განმარტავს, რომ ზოგადად, ლარის გაუფასურება ნებისმიერ ბიზნეს სუბიექტზე გავლენას ახდენს. ყველა სადაზღვევო პროდუქტთან მიმართებაში გაუფასურებას გარკვეული დროის შემდეგ შესაძლოა ნეგატიური ეფექტები ჰქონდეს.

 

 

„გამომდინარე იქიდან, რომ სადაზღვევო ბაზრის ნახევარი სამედიცინო დაზღვევაზე მოდის ყველაზე მეტად ამ სახეობაზე აისახება. თუ მოხდება მედიკამენტების და სამედიცინო სერვისების გაძვირება ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაშიც პროპორციულად საჭირო გახდება ფასების გადახედვა,“-განმარტავს ჯაფარიძე.

 

 

მისივე განცხადებით, ზოგადად, ლარის გაუფასურებაზე მეტად ძალიან დიდი მნიშვნელობა სამედიცინო ინფლაციას ენიჭება, რაც იმაზე მეტი სისწრაფით მოძრაობს ვიდრე დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსი. ჯაფარიძის განმარტებით, სამედიცინო ინფლაციას კი მხოლოდ გაცვლითი კურსი არ განსაზღვრავს.

 

 

„ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მიმართულებით სწორი პოლიტიკის წარმართვა. უნდა მოხდეს საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა, რათა ერთის მხრივ, შენარჩუნდეს საყოველთაოობის პრინციპი, მეორეს მხრივ, გაიზარდოს კონკურენცია სისტემის მონაწილეებს შორის და მესამე დაიზოგოს საბიუჯეტო ხარჯები,“-აცხადებს ჯაფარიძე.  

 

 

 

არდი დაზღვევის  სამედიცინო დაზღვევის დირექტორს ეკა ერგემლიძე  კი აცხადებს, რომ  ლარის კურსის ცვალებადობა მედიკამენტების ფასებზე მყისიერად ისახება, აძვირებს ჰოსპიტალურ სექტორს იმიტომ, რომ მათ საჭირო მედიკამენტები და  სამედიცინო ინვენტარი ძირითადად  იმპორტირებული აქვს.

 

 

„ამასთან, დგება კიდევ ერთი პრობლემა კლინიკებს არ შეუძლიათ ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო ბენეფიციარების მომსახურებისთვის  ფასი გაუზარდონ. შესაბამისად, ამ თანხების დაბალანსება ხდება ჯიბიდან გადახდილი ფულით  და სადაზღვევო კომპანიების ხარჯზე. ინფლაცია პირდაპირ აისახება სამედიცინო მომსახურების ხარჯებზე და აქედან გამომდინარე, სადაზღვევო პროდუქტებზ,ე“-აცხადებს ერგემლიძე.

 

 

კითხვაზე, „არდი დაზღვევაში“ უკვე დაფიქსირდა თუ არა სამედიცინო სერვისებზე გაწეული ხარჯის ზრდა და განიხილავს თუ არა სადაზღვევო კომპანია  სამედიცინო დაზღვევის პაკეტების ღირებულების ზრდას, ერგემლიძე განმარტავს, რომ ეს დამოკიდებული იქნება სამედიცინო კლინიკების ფასებზე.

 

 

 

მისი განცხადებით, ის, რომ ფასების ზრდა სამედიცინო დაწესებულებებზე აისახოს, ამას დაახლოებით 6 თვიანი პერიოდი სჭირდება. „შესაბამისად, ლარის კურსი  წლის ბოლომდე თუ არ დასტაბილუდა, ველოდებით  იმას, რომ სამედიცინო სექტორი დაიწყებს ფასების ზრდას და უკვე შემდეგ ჩვენც მოგვიწევს ფეხი აუწყოთ ამ მომენტს,“-აღნიშნავს ერგემლიძე.

 

 

სადაზღვევო კომპანია „ევროინსში“ გადატვირთული გრაფიკის გამო „კომერსანტის“ კითხვებს არ პასუხობენ. კომპანიის დაზღვევის რისკების მართვის დეპარტამენტის დირექტორი თამარ მესხიძე ჩვენთვის გამოგზავნილ ელექტრონულ წერილში აცხადებს: სამწუხაროდ,  დღეს ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს და დეტალური პასუხის მოწერას ვერ მოვახერხებთ. იქნებ სხვა სადაზღვევოები დაგეხმარონ სტატიის მომზადებაში ამ ეტაპზე.  გმადლობთ რომ მოგვმართეთ“.

 

 

 

შეგახსენებთ, საქართველოში სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის მხოლოდ 14,9% სარგებლობს. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სტატისტიკის მიხედვით,2018 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით სულ გაცემულია 554,338 პოლისი, რაც თითქმის 13 ათასით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2017 წლის მეორე კვარტალში სულ გაცემული იყო ჯანმრთელობის დაზღვევის 541,597 პოლისი.



 

ამასთან, 2018 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 135,31 მლნ ლარი შეადგინა. მოზიდული პრემიისა და ბაზრის წილის მიხედვით, ყველაზე დიდი წილი „ჯიპია ჰოლდინგზე“ მოდის. კომპანიამ წელს ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობაში 44,25 მლნ ლარი მოიზიდა და შედეგად, ბაზრის 33% დაიკავა. ხუთეულში შედიან - „იმედი L“ (33,39 მლნ ლარი); „არდი“ (15,45 მლნ ლარი); „პსპ“ (10,71 მლნ ლარი) და „ირაო“ (8,30 მლნ ლარი).



 

2018 წლის II კვარტლის სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ შეადგინა 16,34 მლნ ლარი, კომპანიების აქტივები შეადგენს 699,37 მლნ ლარს, ხოლო კაპიტალი 180,69 მლნ ლარს. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, II კვარტლის ბოლოს რეგისტრირებულია 17 სადაზღვევო კომპანია, 16 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

 

 

საანგარიშო პერიოდში, მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 295,28 მლნ ლარი.


 

 ავტორი: სოფო ქსოვრელი 





გერმანული Deutsche Bank და Commerzbank გაერთიანებაზე ვერ შეთანხმდნენ

გერმანული Deutsche Bank და Commerzbank გაერთიანებაზე ვერ შეთანხმდნენ
access_time2019-04-25 19:30:07
გერმანიის ორი უმსხვილესი ბანკი გაერთიანდებაზე ვერ შეთანხმდა. როგორც Deutsche Bank-ის და Commerzbank-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ უკვე დაასრულეს შესაძლო გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები. როგორც კომპანიების მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში წერია, ანალიზის შედეგად მხარეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს გაერთიანება ბანკებს სარგებელს არ მოუტანდა. შედეგად ორივე ბანკმა გადაწყვიტა დაესრულებინათ დისკუსიები. გერმანიის ხელისუფლება, რომელიც...

კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში განაშენიანების ახალი, სამი პროექტი წარადგინა - უარის შემთხვევაში პასუხს გასაჩივრებთ

კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში განაშენიანების ახალი, სამი პროექტი წარადგინა -  უარის შემთხვევაში პასუხს გასაჩივრებთ
access_time2019-04-25 16:30:20
კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში ტერიტორიის განაშენიანების ახალი გეგმა წარადგინა. სივრცის მოწყობის გენერალური გეგმა, რომელიც დედაქალაქის მთავრობაში თითქმის ერთი წლის  წინ შევიდა, დღემდე გაჩერებულია. როგორც კომერსანტს კუს ტბის გენერალურმა დირექტორმა ნინო ბადაგაძემ განუცხადა, დღემდე უცნობია, რა მიზეზით არის გაჩერებული წინა, მასშტაბური  პროექტი. ამჟამად კი  მერიას  ცალ-ცალკე, სამი დამოუკიდებელი პროექტი...

არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძა, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება

არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძა, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება
access_time2019-04-25 15:31:13
სულ გვაწყნარებენ, გეგონება ჩვენ გიჟები ვართ,  და ეგენი ჭკვიანები და მშვიდები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა განუცხადა, რითაც ემოციური ქმედებებისა და განცხადებების თავშეკავებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდებას უპასუხა. არქიმანდრიტი ამბობს, რომ მას ჰქონდა ხელისუფლებასთან კომუნიკაცია და დაპირდნენ, რომ ხვალისთვის პრობლემა, რომელიც დავით გარეჯშია შექმნილი, მოგვარდება. „უცხო სახელმწიფო რომ ჩაკეტავს ჩვენს...

მონღოლეთში ქართული სახლის გახსნა იგეგმება - რა პოტენციალი აქვს და რატომ უნდა დაინტერესდნენ ქართველი ბიზნესმენები მონღოლური ბაზრით (ინტერვიუ მონღოლეთში სავაჭრო სამრეწველო პალატის ოფიციალურ წარმომადგენელთან)

მონღოლეთში  ქართული სახლის გახსნა იგეგმება - რა პოტენციალი აქვს და რატომ უნდა დაინტერესდნენ ქართველი ბიზნესმენები მონღოლური ბაზრით (ინტერვიუ მონღოლეთში სავაჭრო სამრეწველო პალატის ოფიციალურ წარმომადგენელთან)
access_time2019-04-25 17:30:28
უკვე ერთი წელია საქართველო მონღოლეთთან სავაჭრო ურთიერთობით და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვით...

ISET-ის კვლევა - საქართველოს სოფლის მეურნეობის „აქილევსის ქუსლი“ მიწის არასრული რეგისტრაციაა - სოფლის მეურნეობა წილი მშპ-ში მხოლოდ 7.7%-ია

ISET-ის კვლევა - საქართველოს სოფლის მეურნეობის „აქილევსის ქუსლი“  მიწის არასრული რეგისტრაციაა - სოფლის მეურნეობა წილი მშპ-ში მხოლოდ 7.7%-ია
access_time2019-04-25 14:00:50
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ, ჩვენ ყველა, საქართველოს სოფლის მეურნეობით და სოფლის განვითარებით დაინტერესებული მხარე უნდა გამოვფხიზლდეთ და ხმამაღლა ვისაუბროთ იმაზე, რომ „სიმპტომების“ წინააღმდეგ ბრძოლა არაეფექტურია და ჯერ „პრობლემის სათავეს” უნდა ვუმკურნალოთ... ამას კი, პირველ რიგში, მთავრობის მხრიდან აშკარა და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა სჭირდება! — ასეთია  ISET-ის კვლევის...


მსგავსი სიახლეები

up