2020 წლის 9 თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებულმა ზარალმა 250 934 009 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 182 294 945 ლარით ნაკლებია (2019 წლის III კვარტალში 433 228 954 ლარი იყო).
ქართული სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი ანაზღაურებული ზარალების მიხედვით, 2020 წლის 9 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განსხვავებულია. „უნისონმა“ რომელიც გასულ წელს 196 301 550 ლარის ანაზღაურებული ზარალით ლიდერი იყო, წელს „ალდაგის“ სასარგებლოდ პოზიციები დათმო. რეიტინგში მეორე და მესამე ადგილს კი „ჯი პი აი ჰოლდინგი“ და „იმედი L“იკავებს.
2019 და 2020 წლის მესამე კვარტლებში სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებული ზარალი პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან ასე გამოიყურება:
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, სადაზღვევო ბაზარზე 18 კომპანია ოპერირებს. 17 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.