სადაზღვევო კომპანიების ნაწილმა გეგმური ამბოლატორიული მომსახურება შეზღუდა

სადაზღვევო კომპანიების ნაწილმა გეგმური ამბოლატორიული მომსახურება შეზღუდა

access_time2022-01-28 12:30:23

სადაზღვევო კომპანიების ნაწილმა გეგმური ამბოლატორიური მომსახურების ჩატარება შეზღუდა და პაციენტებს ტექსტური შეტყობინებით აცნობა, რომ „შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, პრიორიტეტი კოვიდ-ით ინფიცირებული დაზღვეულების მართვაა, ამიტომ სიტუაციის დასტაბილურებამდე დროებით იზღუდება იმ გეგმიური სერვისების მიწოდება, რომელთა გადავადებაც ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“.


აღსანიშნავია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს თამარ გაბუნიას უკვე შეხვდა. მათი რეკომენდაციაა, შეიცვალოს მსუბუქი პაციენტების მართვის გაიდლაინი, რაც ოჯახის ექიმებს ვალდებულებებს შეუმსუბუქებს და განხილულ იქნას გეგმური ამბულატორიული მომსახურების დროებით შეჩერება, სანამ პიკური პერიოდი არ გადაივლის., თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო გეგმური ამბულატორიული მომსახურების დროებით შეჩერებას ჯერჯერობით არ გეგმავს.


სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები „კომერსანტთან“ აღნიშნულ პრობლემაზე რამდენიმე დღის წინ საუბრობდნენ. „ჯიპიაი ჰოლდინგი“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თამთა ყიფიანი ამბობს, რომ ასეთი მაღალი მომართვიანობა არცერთი შტამის დროს დაფიქსირებულა. მისი თქმით, კომპანია ყოველდღიურად ამატებს ოჯახის ექიმებს, რათა ყველა დაზღვეულის მომსახურება შეძლონ. 


სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძეც გაზრდილ დატვირთვაზე საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტრო გეგმური ამბულატორიული მომსახურების დროებით შეჩერების ინიციატივით ალბათ არ გამოვა, რადგან რთულია ჯანმრთელ ადამიანს სხვადასხვა ტიპის სამედიცინო მომსახურების ჩატარება აუკრძალო.



ჯანმრთელობის დაზღვევაში ზარალიანობის ზრდაზე საუბრობს „არდის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე. მისი თქმით, ზარალიანობა გაზრდილია ერთის მხრივ ინფლაციის და მეორე მხრივ კოვიდის მართვის მხარდაჭერაში გაღებული პირდაპირი თუ ირიბი ადმინისტრაციული დანახარჯების ზრდის გამო. მიხეილ ჯაფარიძე ამბობს იმასაც, რომ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაცემული პოლისების რაოდენობა 9-10%-ით გაიზარდა.


ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 17 066 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 127 234. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 26.5%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 17.88% ხოლო 7 დღის მანძილზე - 22.10%.


ნინო თამაზაშვილი




თეგები:
სადაზღვევო



TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა

TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა
access_time2022-12-07 20:00:41
TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო გამოსვლები სექტემბრის თვეში 22 წლის...

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი TIME - მა წლის ადამიანად დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი TIME - მა  წლის ადამიანად დაასახელა
access_time2022-12-07 17:19:11
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალმა TIME-მა წლისადამიანად დაასახელა. 44 წლის, ყოფილი კომიკოსი, მსახიობი, მწერალი და პროდიუსერი, უკრაინის პრეზიდენტის პოსტს  2019 წლიდან იკავებს.   მანამდე...

ევროკავშირი გაზის ზღვრულ ფასად 220 ევროს განიხილავს

ევროკავშირი გაზის ზღვრულ ფასად 220 ევროს განიხილავს
access_time2022-12-07 17:45:28
ევროკავშირის ქვეყნები გაზის ზღვრული ფასის 220 ევრომდე (231 დოლარამდე) შემცირებას განიხილავენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.   ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის წინადადებით, თუ ხუთი დღის განმავლობაში გაზის საფასური 1 მგვტ/სთ-ზე 220 ევროს (1000 მ³-ზე 2 321 ევროს) გადააჭარბებს, ფასზე ლიმიტი უნდა დაწესდეს. სააგენტოს ცნობით, ინიციატივა წევრი ქვეყნების შეხვედრიდან ერთი კვირით ადრე გაჩნდა, რომელზეც ბლოკი შეთანხმების მიღწევას იმედოვნებს, რადგან „საკითხმა 27 წევრი...

განახლდება თუ არა რუსეთზე ფრენა - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მოწოდებით გამოდის

განახლდება თუ არა რუსეთზე ფრენა - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მოწოდებით გამოდის
access_time2022-12-07 18:00:32
დასავლეთმა უნდა გადახედოს საკუთარ შეხედულებებს და რუსეთის საჰაერო სივრცის გავლით ფრენების განახლებას შეეცადოს. ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) გენერალურმა დირექტორმა უილიამ უოლშმა ჟენევაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, იუწყება The Telegraph. 2023 წელს ჩინეთმა შესაძლოა შეამსუბუქოს ანტიკორონავირუსული შეზღუდვები, თქვა უოლშმა, რაც ჩინურ ავიაკომპანიებს British Airways-თან შედარებით ანიჭებს უპირატესობას, რომლის ფრენები შეიძლება საათობით გახანგრძლივდეს...

კრემლი უარყოფს, რომ პუტინი კიბეზე წაიქცა და „უნებლიე დეფეკაცია“ ჰქონდა - Newsweek

კრემლი უარყოფს, რომ პუტინი კიბეზე წაიქცა და „უნებლიე დეფეკაცია“ ჰქონდა - Newsweek
access_time2022-12-07 21:00:54
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესსამსახური უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კრემლის ლიდერი კიბეებიდან ჩამოვარდა და „უნებლიე დეფეკაცია“ ჰქონდა. ინფორმაციას Newsweek-ი ავრცელებს.   General SVR-მა გასულ კვირას Telegram-ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გაატარა პუტინმა სამუშაო თათბირი სტრესულ ვითარებაში, სადაც განიხილავდნენ მძიმე...


მსგავსი სიახლეები

up