სადაზღვევო კომპანიები და დაზღვევის ბროკერები სადაზღვევო ინდუსტრიის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ

სადაზღვევო კომპანიები და დაზღვევის ბროკერები სადაზღვევო ინდუსტრიის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ

access_time2018-10-02 15:59:50

2 ოქტომბერს 12სთ-ზე სასტუმრო „იოტას“ საკონფერენციო დარბაზში სადაზღვევო ორგანიზაციებისა და ბროკერების გაერთიანებული კავშირის „დაზღვევის კავშირის“ პრეზენტაცია გაიმართა.„დაზღვევის კავშირი“ სადაზღვევო სექტორის განვითარების ხელშეწყობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით შეიქმნა და მისი მთავარი ამოცანა ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებზე დაყრდნობით სადაზღვევო სექტორის ზრდის და განვითარების ხელშეწყობაა.



კავშირი იმოქმედებს, როგორც დარგის განვითარების ხელშემწყობი, დამოუკიდებელი ორგანო და მნიშვნელოვნად ამოავსებს იმ ნიშას, რაც დღეს გვაქვს სექტორის ექსპერტული მხარდაჭერის კუთხით. კავშირი არ მოიაზრება სადაზღვევო ასოციაციის ალტერნატივად.



დაზღვევის კავშირი აერთიანებს სადაზღევო კომპანიებსა და დაზღვევის ბროკერებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დაზღევის ბროკერებიც აქტიურად ერთვებიან მსგავს სამუშაო ფორმატში; ბროკერების ჩართულობა, როგორც მომხმარებლის წარმომადგენლისა და უფლებების დაცველის პოზიციიდან გამოდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია კავშირის წარმატებული საქმიანობისთვის.



დაზღვევის კავშირის წევრი ორგანიზაციებისთვის დაზღვევა საქმიანობის ძირითადი სფეროა, რაც გარანტია იმისა, რომ კავშირის მიზნები სრულად მოემსახურება ინდუსტრიის ინტერესებს.




„სადაზღვევო ინდუსტრია ჩვენს ქვეყანაში მიმზიდველ და რენტაბელურ დარგად უნდა იქცეს, ეს არის კავშირის საქმიანობის ძირითადი მიზანი, რისთვისაც კავშირი უახლოეს მომავალში კონკრეტულ პროექტებს და ინიციატივებს გააცნობს საზოგადოებას.  დღეს აქ წარმოდგენილმა სადაზღვევო კომპანიებმა და დაზღვევის ბროკერებმა, გადავწყვიტეთ დროა უფრო აქტიურად, გაერთიანებული ძალებით ჩავერთოთ სადაზღვევო ინდუსტრიაში დაგვროვილი პრობლემების მოგვარებაში.“ - განაცხადა ვასილ ახრახაძემ, სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა.



„კავშირი საკუთარი საქმიანობის მიმდინარე მთავარ გამოწვვევებად განსაზღვრავს ისეთ პრიორიტეტულ საკითხებს, როგორიცაა სავალდებულო დაზღვევის არსებული და სამომავლო პროგრამების დახვეწა.  კავშირი განსაკუთრებით აქტიურად დააკვირდება ავტომობილის ტექნიკური დათვალიერების პროგრამის იმპლემენტაციის პროცესს და აქტიურად ჩაერთვება სამომავლო, ავტომფლობელის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პროგრამის პროექტირება/დანერგვის პროცესში“ - განაცხადა არჩილ მორჩილაძემ, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის დამფუძნებელმა.



„ბროკერების ჩართვა სადაზღევო კომპანიებთან ერთად ამგვარ წამოყებაში ძალიან მნიშვნელოვანია. აქამდე სადაზღვევო ბროკერები ამ ტიპის ორგანიზაციებში ნაკლებად ვიყავით წარმოდგენილები, თუმცა, ვფიქრობთ, ახლა მეტი აქტიურობის დროა. ჩვენი წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა სადაზღვევო ინდუსტრიაზე და საერთაშორისო კავშირები, დარგის განვითარებას აუცილებლად წაადგება. ბაზარზე შეიმჩნევა ტენდენციები კონკურენტული გარემოს შეზღუდვის და ჩვენი მომხმარებელიც უფრო მეტი წნეხის ქვეშ ექცევა. ამ კუთხით, ბროკერი მომხმარებლის უფლებების პირველი დამცველი უნდა იყოს და ამ მიმართულებით კავშირის საქმიანობაში აქტიურად ჩავერთვებით“ –განაცხადა დაზღვევის ბროკერმა ირაკლი კილასონიამ.



„მჭიდრო და ეფექტური კომუნიკაცია საკანონდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან - არის კავშირის ჩამოყალიბების მთავარი ამოცანა, რათა სწორი მიმართულებით განვითარდეს დაზღვევის სფერო. კავშირი აქტიურ დისკუსიებს გამართავს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, რათა აღნიშნული გადაწყვეტილების შეცვლა მოხერხდეს და გადაწყვეტილებების ცვლილება აუცილებლად დაეფუძნება ჯანსაღ კონკურენციას, დაუშვებელია სადაზღვევო პროდუქტების კონსოლიდაცია ერთ ან რამდენიმე კომპანიაში და ასევე ხაზგასასმელია ფინანსური ეფექტურობის და მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა“ - განაცხადა სოფიო ლებანიძემ, „პსპ დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა.


სადაზღვევო კავშირს უკვე გაწერილი და დამუშავებული აქვს სამოქმედო გეგმა და მნიშვნელოვანი საკითხები, რომლის ინიცირებასაც უახლოვეს კვირებში განახორციელებს საკანონდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას.


(R) 





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“
access_time2021-06-18 15:55:24
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, („საყდრისის კომიტეტი “, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები “) დაბა კაზრეთში „არემჯის “გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ #4 ფუჭი ქანების სანაყაროს...

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს
access_time2021-06-18 15:18:53
საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების  მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპნიის ცნობით, საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა.  „ახალი ობლიგაციებით...

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა
access_time2021-06-18 20:00:07
Google-ის თანადამფუძნებლის სერგეი ბრინის მეუღლე ანა ვოიჟიტოვსკი მილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი კომპანია 23andMe, რომლის პროფილიცაა გენეტიკური ტესტირება, ბირჟაზე გავიდა.   ამ დროისთვის ის უკვე იყო მულტიმილიონერი - 2020 წელს მან ამერიკის ყველაზე მდიდარ self-made ქალ-მეწარმეებს შორის 49–ე ადგილი დაიკავა - ამ კატეგორიაში შედიან ქალები, რომლებიც თავისით და არა მეუღლეებთან გაშორებით ან მემკვიდრეობის მიღებით გამდიდრდნენ.   23andMe ბირჟაზე...


მსგავსი სიახლეები

up