სეზონური გრიპის ვირუსით ავადობის გაზრდილი სიხშირიდან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანია „არდი“ დღეიდან მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის. კერძოდ:
-24 საათიანი სატელეფონო ცენტრის მორიგე ჯგუფები იმუშავებენ გაზრდილი შემადგენლობით და ასევე, შემოგვიერთდებიან მოხალისე სტუდენტები სამედიცინო უნივერსიტეტებიდან;
- დაზღვეულებისთვის გაზრდილია კომუნიკაციის სხვა ონლაინ პლატფორმების აქტივობა - ონლაინ ჩათი http://ardi.ge/operator/ და ჩვენი ფეისბუქის ოფიციალური გვერდი - იმ შემთხვევაში თუ ვერ ახერხებთ დროულად დაკავშირებას სატელეფონო ცენტრში;
- გაზრდილია მორიგე ოჯახის ექიმების რაოდენობა კლინიკებში;
-გაზრდილია ბინაზე გამოძახების ექიმების ბრიგადების რაოდენობა;
-ლაბორატორიული ანალიზების და რენტგენის მომსახურება ჩატარდება ბინაზე მყისიერად, საჭიროების შემთხვევაში;
-ჩვენს დაზღვეულ მიზნობრივ ჯგუფებს (ორსულები, ბავშვები, ასაკიანი პირები და ქრონიკული პაციენტები) პრეპარატი #Tamiflu | ტამიფლუ მიეწოდებათ ბინაზევე, ჩვენი ექიმების ვიზიტის ფარგლებში.
„კომერსანტი“