სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტთან შენიშვნები აქვს

სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტთან შენიშვნები აქვს

access_time2019-02-07 10:00:38

სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“ საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონპროექტთან შენიშვნები აქვს. როგორც „კომერსანტს“ „ალდაგში“ განუცხადეს, მსგავსი კანონპროექტი არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ერთის მხრივ, მოქალაქეების ფინანსური ინტერესების დაცულობას უზრუნველყოფს, ხოლო მეორეს მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, რისი დიდი პოტენციალიც არსებობს.


„კანონის ზოგიერთი პუნქტი ჯერ კიდევ დასახვეწია და „ალდაგს“, როგორც სადაზღვევო ბაზრის ლიდერს, დაფიქსირებული აქვს შენიშვნები გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში,“ აცხადებენ „ალდაგში“, თუმცა, კონკრეტულად რა შენიშვნებზეა საუბარი, ამაზე არ საუბრობენ.



მათი განმარტებით, განვითარებულ ქვეყნებში ავტომფლობელებისთვის ეს მიღებული პრაქტიკაა, გარდა ამისა, ავტომფლობელთა პასუხიმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ ერთი მოთხოვნაა, საქართველოს აქვს ვალდებულება, რომ ეს სისტემა 2020 წლამდე დანერგოს. როგორც „ალდაგში“ განმარტავენ, აღნიშნული კანონის ამოქმედებამ ხელი უნდა შეუწყოს სადაზღვევო ბაზრის სახელმწიფო ზედამხედველობის ინსტიტუტის გაძლიერებას, რაც ასევე განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა.


როგორც ცნობილია, საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის 2019 წლის 1 ივლისიდან სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა შემოდის.


კანონპროექტი ადგენს წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით, რომელიც არის წლიური და განისაზღვრება ავტოსასატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით.


კერძოდ, მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75.00 - 110.00 ლარი;მსუბუქი ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება – 100.00 - 150.00 ლარი;ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება – 160.00 - 240.00 ლარი;


სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება – 210.00 - 310.00 ლარი;მისაბმელისათვის – 50.00 - 75.00 ლარი;სასოფლო-სამეურნეო მანქანისათვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისათვის – 60.00 - 90.00 ლარი.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 






„რადიოქალაქის“ პროექტზე აქუციონი უახლოეს მომავალში გამოცხადდება

„რადიოქალაქის“ პროექტზე აქუციონი უახლოეს მომავალში გამოცხადდება
access_time2019-02-19 21:45:40
„ჩვენ უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ აუქიონს რადიოქალაქის პროექტზე“,— ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ facebook-ლაივში განაცხადა. „კომერსანტის“ კითხვაზე, რომელი კომპანია ჩაიბარებს პროექტს, როგორც კალაძემ განაცხადა ამ ეტაპზე უცნობია და აუციონის შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული.  „ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი. ზოგადად გლდანის, თემქის და მუხიანის მოსახლეობისთვის ეს იქნება ერთ-ერთი საინტერესო...

სატრანსპორტო გენერალურ გეგმაზე მუშაობას მერია ზაფხულიდან დაიწყებს

სატრანსპორტო გენერალურ გეგმაზე მუშაობას მერია ზაფხულიდან დაიწყებს
access_time2019-02-19 21:53:39
„კომერსანტის“ კითხვაზე, რამდენად რეალურია დიდ დიღომში მიწისზედა მეტროსაგდურის მშენებლობა და თუ იგეგმება ამ კუთხით კონკრეტული პროექტის განხორციელება, როგორც მერის მაოდგილებ მაია ბითაძემ განაცხადა დიდი დიღმის განვითარება ორი მიმართულებით იგეგმება.  „ფაქტია, დიდ დიღომში გადაადგულება პრობლემას წარმოადგენს და მგზავრთნაკადთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. შესაბამისად, ვგეგმავთ ამ ადგილის ორი მიმართულებით განვითარებას. პირველი, ჩვენ ზაფხულის ბოლოს აზიის...

სოფო ხუნწარია: „ღამის ეკონომიკის ფარგლებში ძალიან მალე ფუდ-გარდენი მოეწყობა“

სოფო ხუნწარია: „ღამის ეკონომიკის ფარგლებში ძალიან მალე ფუდ-გარდენი მოეწყობა“
access_time2019-02-19 21:33:00
„კომერსანტის“ კითხვაზე, როდის იგეგმება ღამის ეკონომიკის ფარგლებში კონკრეტული პროექტის განხორციელება, როგორც თბილისის მერის მოადგილემ სოფო ხუნწარიამ განაცხადა ძალიან მალე ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე მოეწყობა ფუდ-გარდენი, იგივე მოძრავი კვების ობიექტები.  „ღამის ეკონომიკა ეს არის კომუნიკაცია მერიასა და  მცირე ბიზნესს შორის, ასევე მოსახლოებასთან,...

თბილისის ვიცე- მერი „ცენტრ-პოინტის„ დაზარალებულებზე - მიმდინარეობს ალტერნატიულ გადაწყვეტილებაზე მუშაობა

თბილისის ვიცე- მერი „ცენტრ-პოინტის„ დაზარალებულებზე - მიმდინარეობს ალტერნატიულ გადაწყვეტილებაზე მუშაობა
access_time2019-02-19 19:15:56
თბილისის მერი კახა კალაძე ამ წუთებში მოადგილეებთან ერთად facbook-live-ში მოსახლეობის კითვებს პასუხობს. პირველი თემა, რასაც კალაძე შეეხო ეს კომპანია „ცენტ-პოინტის“ მიერ დაზარალებულებია.  თემაზე ისაუბრა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა და როგორც მან განმარტა, ამ ეტაპზე გადაწყტვეილება მიღებული არ არის. მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. ყველამ ვიცით, რომ 4000-ზ მეტი ოჯახია დაზარალეული და რა თქმა უნდა, თბილისის მერიას აქვს როლი ამ პრობელემების დარეგულირებაში. გარდა...

Forbes.ru: საქართველო - ბლექ-ჯეკით და ხაჭაპურით

Forbes.ru: საქართველო - ბლექ-ჯეკით და ხაჭაპურით
access_time2019-02-19 20:00:47
"საქართველოსადმი რუსების ინტერესის ზრდა შესამჩნევია არასპეციალისტებისთვისაც კი - საკმარისია ჰკითხოთ ნაცნობებს, სად გაატარეს მათ შვებულება და ალბათ, გამოკითხვის 10 მონაწილეს შორის მოიძებნება 1 ან 2-3 ადამიანი, რომელიც ისვენებდა საქართვლოში," — წერს Forbes.ru. გამოცემის ინფორმაციით, სულ უფრო მეტ რუსს იზიდავს თბილისის გასტრონომიული სიუხვე, კახეთის ღვინოები, სვანეთის პეიზაჟები და ბათუმის თბილი...


მსგავსი სიახლეები

up