გურიაში „ალდაგის“ მიერ დაზღვეული ძროხის ფაქტთან დაკავშირებით კომპანია „ალდაგი“ პირველ განმარტებას „კომერსანტთან“ აკეთებს

გურიაში „ალდაგის“ მიერ დაზღვეული ძროხის ფაქტთან დაკავშირებით კომპანია „ალდაგი“ პირველ განმარტებას „კომერსანტთან“ აკეთებს

access_time2019-02-19 11:00:50

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“  გურიაში,  მგლის მიერ შეჭმული დაზღვეული ძროხის გამო განმარტებას „კომერსანტთან“ აკეთებს. კომპანიის განმარტებით, 13 თებერვალს რამდენიმე მედია-საშუალებაში დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა ოზურგეთის რაიონის, სოფელ შრომას მკვიდრი დ.ბ.-ს პრეტენზიის შესახებ. მოქალაქე სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“  ბრალს სდებდა შინაური ცხოველის დანაკარგის დროს. მისი თქმით, სადაზღვევო კომპანია ზარალის დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულების წარდგენას სთხოვდა, რომლის მოპოვებაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.


„ალდაგში“ განმარტავენ, რომ საკითხის მოკვლევა სადაზღვევო კომპანიამ პრობლემის დადგომისთანავე  დაიწყო და მოქალაქე დ.ბ.-სთან გასაუბრების შემდეგ  გაირკვა, რომ კომპანიას  ხსენებული მტკიცებულება მისგან არც ერთ ეტაპზე არ მოუთხოვია. ასევე, გაირკვა, რომ მოქალაქეს სადაზღვევო პოლისის ვადა ინციდენტამდე რამდენიმე თვით ადრე ამოეწურა. შესაბამისად, ზარალის ანაზღაურება, დაზღვევის პირობებიდან გამომდინარე, ვერ მოხდებოდა. 


„ინციდენტი ამოწურულია და მოქალაქეს კომპანიის მიმართ პრეტენზია არ აქვს. მიუხედავად ამისა, „ალდაგი“ საჭიროდ თვლის, მოსახლეობას უფრო დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს მისი პროდუქტის ირგვლივ, რომელიც ფერმერებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაზღვევას სთავაზობს. სერვისით სარგებლობისას, ზარალი, რომელსაც ფერმერი იღებს, მინიმუმამდე მცირდება. ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით, კომპანია მზადაა დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს და უკეთ გააცნოს სადაზღვევო პოლისის პირობები, რომლითაც საქართველოში ათასობით ფერმერი წარმატებით სარგებლობს,“ აცხადებენ „ალდაგში“.


როგორც ცნობილია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ერთ-ერთ ადგილობრივს მგელმა ძროხა შეუჭამა. დაზარალებული ყვება, რომ მას ეს ძროხა დაზღვეული ჰყავდა და ერთი წლის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიას ყოველთვიურად 6 ლარს უხდიდა.



მან სადაზღვევოს მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოსთხოვა, სადაზღვევო კომპანიის ექსპერტმა კი შეჭმული პირუტყვის 70 პროცენტის წარდგენა მოსთხოვა. მეპატრონემ, ორდღიანი ძებნის შემდეგ, ტყეში დაგლეჯილ საქონლის მხოლოდ 20 პროცენტს მიაკვლია, ამიტომ მისთვის უცნობია, აუნაზღაურებს თუ არა სადაზღვეო კომპანია ზარალს.


„მე აქტს ვერ შევადგენ ისე, თუ მთელი რაოდენობა არ იქნებაო, ჩონჩხის 80 პროცენტიო, სად უნდა მეძებნა მე ძვლების 80 პროცენტი, სად მომენახა და დამერიგებინა მე ტურა-მგელი, რომ არ შეჭამოთ ძვალი-მეთქი. ეს გინახავთ?“ - ამბობდა დაზარალებული.


შეკითხვაზე - სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ შემთხვევაში, რამდენად მზარდია აგროდაზღვევის ეს მიმართულება - საქონლის დაზღვევა და 2017-2018 წლებში რამდენი პოლისი გაიცა? —„ალდაგში“ განმარტავენ, რომ  2018 წელს, 2017 წელთან შედარებით,  აგროდაზღვევის ეს მიმართულება 24%-ით გაიზარდა. მათივე ინფორმაციით, რეგიონებში მოსახლეობა მსგავსი შესაძლებლობის არსებობით კმაყოფილია.


 სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ საქონლის დაზღვევა 2016 წლიდანაა შესაძლებელი.  


სოფო ქსოვრელი 

 

 



თეგები:
ალდაგი



აქცია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან - „დარგვა ჭრის ნაცვლად“

აქცია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან - „დარგვა ჭრის ნაცვლად“
access_time2019-05-23 13:47:39
"სამოქალაქო მოძრაობის" იმერეთის ორგანიზაციის წევრები წითელ წიგნში შეტანილი ხეების მოჭრას აპროტესტებენ. უნიკალური ხეები ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას ეწირება. ლაპარაკია ქუთაისთან ახლოს მდებარე მუხრანის ტყეზე, რომელსაც საღორიის ტყესაც ეძახიან. აქციის მონაწილეები  მშენებარე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან...

მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო სამედიცინო სერვისების მიწოდებით რეგიონში ლიდერი ქვეყანა გახდება

მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო სამედიცინო სერვისების მიწოდებით რეგიონში   ლიდერი ქვეყანა გახდება
access_time2019-05-23 12:16:07
დარწმუნებული ვარ, სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო გახდება ლიდერი ქვეყანა რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის, AMEE-ის ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა...

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ვასილ ახრახაძეს პასუხობს:„გარდა სტანდარტული ბანკი/კლიენტის ურთიერთობისა, ადგილობრივ ბანკებთან სხვა არაფერი გვაკავშირებს“

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ვასილ ახრახაძეს პასუხობს:„გარდა სტანდარტული ბანკი/კლიენტის ურთიერთობისა, ადგილობრივ ბანკებთან სხვა არაფერი  გვაკავშირებს“
access_time2019-05-23 12:30:03
 „ადგილობრივ ბანკებთან, სტანდარტული  ურთიერთობის გარდა,(რომელიც გულისხმობს კლიენტს/ბანკს)არაფერი გვაკავშირებს  —  საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი დაზღვევის კავშირის თანათავმჯდომარეს, ვასილ ახრახაძეს მიმართავს, რომელმაც კომერსანტთან არაპროფილური აქტივების ფლობასთან დაკავშირებით...

თურქეთი C-400-ის გამო ამერიკული სანქციებისთვის ემზადება

 თურქეთი C-400-ის გამო ამერიკული სანქციებისთვის ემზადება
access_time2019-05-22 20:30:00
ანკარაში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ხულუსი აკარმა განაცხადა, რომ  აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა C-400-ის შეძენასთან დაკავშირებით, გარკვეული პროგრესი შეინიშნება. თუმცა, მისი თქმით, ამის მიუხედავად, თურქული მხარე ემზადება სანქციებისთვის, რომელიც შესაძლოა მიღებულ იქნას ვაშინგტონის მიერ ამ სისტემების ყიდვის გამო. როგორც აკარმა აღნიშნა, ამჟამად თურქეთი სწავლობს ალტერნატიულ...

რადიო თავისუფლება: სოხუმში ვითარება იძაბება

რადიო თავისუფლება: სოხუმში ვითარება იძაბება
access_time2019-05-22 17:30:37
სოხუმში საპროტესტო მიტინგებს მართვას ადგილობრივი ოპოზიცია; გრძელდება სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციაც. ოპოზიცია 21 ივლისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების ნოემბერში გადატანას მოითხოვს, რასაც პარლამენტი მხარს არ უჭერს. ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად გადაკეტილი ორიდან ერთი ავტომაგისტრალი გახსნეს . სახელმწიფოებრიობის დაცვის საერთო ეროვნული მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ ხიშბამ ჟურნალისტებს აცნობა,...


მსგავსი სიახლეები

up