„სადაზღვევო ბროკერი მაი ჯორჯია“ საქართველოს სადაზღვევო საბროკერო ბაზრის ლიდერია

„სადაზღვევო ბროკერი მაი ჯორჯია“ საქართველოს სადაზღვევო საბროკერო ბაზრის ლიდერია

access_time2020-10-23 17:30:49

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა საკუთარ ვებგვერდზე პირველად გამოაქვეყნა ინფორმაცია საქართველოში არსებული სადაზღვევო ბროკერების საქმიანობის შესახებ. 2019 წლის მონაცემებით ბაზრის ერთპიროვნული ლიდერია “სადაზღვევო ბროკერი მაი ჯორჯია” , რომელიც დაზღვევის და გადაზღვევის სფეროში შუამავლობით მიღებული საკომისიოს ოდენობით ბაზრის 39%-ს ფლობს. ამასთანავე, სადაზღვევო კომპანიების მიერ ბროკერების მეშვეობით მოზიდული ჯამური სადაზღვევო პრემიის 31%-ს, ხოლო გადაზღვევის პრემიის 61% სწორედ “მაი ჯორჯია”-ს ანგარიშზეა.


აღსანიშნავია, რომ “სადაზღვევო ბროკერი მაი ჯორჯია” გასულ წლებშიც ლიდერობდა და საბროკერო საკომისიოს მოცულობით 2017 წელს ბაზრის 42%-ს, 2018 წელს კი 31%-ს ფლობდა (MAI Georgia – the leading insurance broker on the Georgian insurance intermediation market).


ჯამურად საქართველოში რეგისტრირებული 16 სადაზღვევო საბროკერო კომპანიის საერთო მაჩვენებელი ასეთია: დაზღვევის პრემიები – 35.9 მილიონი ლარი, გადაზღვევის პრემიები – 18.4 მილიონი ლარი.


საერთაშორისო სადაზღვევო საბროკერო ჯგუფი MAI CEE 1991 წელს დაფუძნდა. მისი შექმნის მთავარი მიზანი იყო, დაემკვიდრებინა საერთაშორისო სტანდარტები და სადაზღვევო მომსახურების ფართო სპექტრი შეეთავაზებინა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონისათვის. ამ წლების განმავლობაში MAI CEE-ს ქსელი მნიშვნელოვნად გაფართოვდა და დღეისთვის მას მსოფლიოს 26 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. ეს პროცესი შეუქცევადია და აქტიურად გრძელდება.



„სადაზღვევო ბროკერი მაი ჯორჯია” 2007 წლიდან ოპერირებს საქართველოში და ბაზარზე წარმოდგენილ სადაზღვევო ბროკერებს შორის მუშაობის ყველაზე დიდი ისტორია და გამოცდილება აქვს.


აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო ბროკერებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციების შემოღებასთან ერთად ბროკერების რაოდენობა შემცირდა. სხვადასხვა პერიოდში შექმნილი და ზედამხედველობის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ორმოცდაათამდე ბროკერიდან, დღეისათვის ბაზარზე 16 კომპანია მოღვაწეობს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ განახლებულ სტანდარტებს.


ჯამურად საქართველოში რეგისტრირებული 16 სადაზღვევო საბროკერო კომპანიის საერთო მაჩვენებელი ასეთია: დაზღვევის პრემიები – 35.9 მილიონი ლარი, გადაზღვევის პრემიები – 18.4 მილიონი ლარი.


აქვე შეგახსენებთ, რომ მარკეტერმა 2019 წლის მაისში ინტერვიუ ჩაწერა კომპანია “Circles Group”-ის წარმომადგენელთან, გუენდოლინ გროლიგთან, რომელიც საქართველოში სწორედ „სადაზღვევო ბროკერ მაი ჯორჯიას“ მოწვევით ჩამოვიდა და დაინერგა ექსკლუზიური პროდუქტი, ხელოვნების ნიმუშების დაზღვევა, რომელსაც საქართველოში მხოლოდ “მაი ჯორჯია” უზრუნველყოფს.


marketer.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up