სადაზღვევო ბროკერებს  ახალი მოთხოვნები უწესდებათ

სადაზღვევო ბროკერებს ახალი მოთხოვნები უწესდებათ

access_time2019-07-05 08:20:57

დაზღვევის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტით, რომელსაც პარლამენტის კომიტეტმა მხარი სამი მოსმენით უკვე დაუჭირა, დგინდება სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის შემდგომი საქმიანობის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის მექანიზმები.


კერძოდ, დადგინდა სადაზღვევო ბროკერის მიერ საქმიანობის განხორციელებისას მომხმარებლისათვის სავალდებულო ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, ინფორმაციის მინიმალური მოცულობა და მისი მიწოდების ფორმა.


დამატებით, მზღვეველი (ასევე უცხო ქვეყნის სადაზღვევო ორგანიზაციის ფილიალი/წარმომადგენლობა) ვალდებული ხდება გამოაქვეყნოს ინფორმაცია აქციების 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის უშუალო მესაკუთრისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ.



კანონპროექტით, სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია ფლობდეს კაპიტალის / საგარანტიო ფონდის მინიმალურ ოდენობას, რომელიც საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე უწყვეტად უნდა იყოს განთავსებული საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში. ამასთანავე, აღნიშნული ფულადი სახსრები საქართველოში ლიცენზირებულ ბანკში განთავსებული უნდა იყოს არანაკლებ 1 წლიანი პერიოდულობით. სავარაუდოდ თანხის მოცულობა 30 000 ლარის ფარგლებში იქნება.


სადაზღვევო ბროკერი ვალდებული ხდება დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს წარუდგინოს წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება.


კანონით დადგენილი ნორმების დარღვევის შემთხვევაში, ბროკერებზე გავრცელდება ფულადი ჯარიმები.


forbes.ge






„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა

„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა
access_time2019-08-21 18:55:00
 „რუსთავი 2“  საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ თითქმის ყველა ჟურნალისტმა დატოვა.  ინფორმაცია “კომერსანტს“ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა დაუდასტურეს. რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში კურიერის რამდენიმე ჟურნალისტმა სამსახურის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა მათ რიგებს, სავარაუდოდ, მთელი გუნდი შეუერთდა. „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ მაუწყებლობის...

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა
access_time2019-08-21 20:00:50
გვენეტაძე - სავალუტო ფონდის უპირობო მსახური, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სულ ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების 70% ეროვნულ ბანკს არ ენდობა. საქართველო, დღესდღეობით, ადეკვატური მოცემულობის ქვეყანა რომ იყოს, მხოლოდ ეს ერთი მონაცემი იქნებოდა საკმარისი, ეროვნული ბაკის პრეზიდენტს, საიდანაც მოვიდა (ვოშინგტონი/სავალუტო ფონდი) ისევ იქეთ რომ აეკრა გუდა-ნაბადი (თუ მიიღეს),...

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც „ფორსაჟი 9“-ის გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც  „ფორსაჟი 9“-ის  გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს
access_time2019-08-21 17:30:38
უკვე მესამე დღე რაც თბილისში  „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები მიმდინარეობს და  უკვე მესამე დღე რაც ჰოლივუდური ბლოკბასტერი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაცაა. “კომერსანტი“ ერთ-ერთი პირველი იყო ვინც წერდა, რომ ჰოლივუდის ფილმში ქართული წარმოების “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდებოდა. ამჯერად ახალ ექსკლუზიურ დეტალზე გესაუბრებით: აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის ფილმის სიუჟეტის მხოლოდ ერთი მონაკვეთია ცნობილია - სპეცტრაილერი ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან...

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება
access_time2019-08-21 15:00:48
„ძალიან მშრალი განჩინებაა, რომელსაც გავასაჩივრებთ, მაგრამ  ისეთი უცნაურობები ხდება ამ საქმეზე, სიმართლე გითხრათ,  დიდი იმედი არ მაქვს, რომ აპელაცია რამეს შეცვლის.  მაგრამ ჩვენ ეს საფეხური უნდა გავიაროთ, რადგან როგორც ვატყობ, ეს საქმე და მისი არცერთ შუალედური განჩინება აქ არ დამთავრდება და მოგვიწევს ამ ყველაფრის სტრასბურგში ეტაპობრივად გასაჩივრება,“ - ასე აფასებს თიბისი ბანკის დამფუნძებლების  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად...

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს, სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს,  სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება
access_time2019-08-21 14:31:27
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელს მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტოrმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა...


მსგავსი სიახლეები

up