სადაზღვევო ბაზარზე მოგების 80% ერთ კომპანიაზე მოდის

სადაზღვევო ბაზარზე მოგების 80% ერთ კომპანიაზე მოდის

access_time2018-03-29 10:17:36

სადაზღვევო ბაზარზე მოგების დაახლოებით 80% ერთ კომპანიაზე მოდის. წმინდა მოგების მხრივ ბაზრის ლიდერი სადაზღვევო კომპანია „ალდაგია“. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ წელს 20 მილიონიდან 16 457 056 ლარი სწორედ „ალდაგზე“ მოდიოდა. შემდეგ მოდის ჯი-პი-აი ჰოლდინგი 6 713 074 ლარით, არდი 2 186 986 ლარით და ა.შ. 



სადაზღვევო სექტორი ბაზარზე არსებულ სიტუაციას "არაჯანსაღად" აფასებს თავად კერძო სექტორი. სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ bm.ge-სთან აცხადებს, რომ ამ ტენდენციით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ. 



"ზოგადად სადაზღვევო ინდუსტრიის მოგება არის ძალიან დაბალი, თუ შევადარებთ სხვა ინდუსტრიებს. ამასთან, მთლიანი სადაზღვევო ინდუსტრიის წმინდა მოგება კონცენტრირებულია ერთი კომპანიაში, რომელიც 80%-ზე მეტს აგენერირებს ისტორიულად და ალბათ ეს სფერო ყურადღებას საჭიროებს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მხრიდან, რომლებმაც უნდა იზრუნონ ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფაზე და ბაზრის განვითარებაზე",- აცხადებს ვასილ ახრახაძე. 



ბაზრის ლიდერი "ალდაგიც" აცხადებს, რომ არსებული სიტუაცია არაჯანსაღია. კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ბარათაშვილი ამბობს, რომ მათთვის, როგორც ლიდერი კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია ბაზარზე არსებულ სხვა კომპანიებსაც უფრო მაღალი მოგება უფიქსირდებოდეს. 



"წინა წელთან შედარებით მომგებიანობის ზრდა იყო 21%. 2016 წელს მთლიანი ბაზრის მოგების 2/3 მოდიოდა "ალდაგზე", 2017-ში კი ბაზრის 84% მოდის ალდაგზე, რაც ნიშნავს, რომ რისკები არის სწორად გადაზღვეული და კომპანია არის ფინანსურად ჯანსაღი. 




ზოგადად, ცუდია, რომ ბაზარზე ამდენი კომპანია ოპერირებს და უმეტესი წილი მოდის ერთ კომპანიაზე. ეს არ არის ბაზრისთვის კარგი მაჩვენებელი და თუ გვინდა ბაზრის სტაბილურობაზე ვისაუბროთ, უნდა გაიზარდოს მოგება",- აცხადებს გიორგი ბარათაშვილი. 



სადაზღვევო კომპანიების ასოციაციაში კი აცხადებენ, რომ "ალდაგის" მომგებიანობას ძირითადად ის განაპირობებს, რომ კომპანია ჯანმრთელობის დაზღვევას არ ყიდის, რაც ყველაზე მაღალზარალიანია. 
ზოგადად კი ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ სადაზღვევო სექტორის მოგება ძალიან დაბალია. მისი ინფორმაციით, მთლიანად სექტორის მოგებამ მთლიანი შემოსავლის მხოლოდ 5% შეადგინა, რაც ძალიან დაბალია.


წყარო :bm.ge




ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-27 18:00:21
27 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.64 თეთრით 3.0892-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს 3.0930-იანი კურსი დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 0.38 თეთრით - 3.6409-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.67 თეთრით 4.2588-მდე, თურქულ ლირასთან 0.02 თეთრით 0.3604-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.52 თეთრით 1.8159-მდე, 100 რუსულ რუბლთან 2.74 თეთრით 4.1895-მდე, 1000 სომხურ...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-27 21:00:12
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები კვირის ბოლომდე მომზადდება იმუნიზაციის პროცესის შეუფერხებლად და კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით წარმართვის მიზნით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა მომზადდეს.   2. რა ღირს ყველაზე ძვირი...

ისრაელის პარლამენტმა გადადო საქართველოს „წითელ სიაში“ შეყვანა

ისრაელის პარლამენტმა გადადო საქართველოს „წითელ სიაში“ შეყვანა
access_time2021-07-27 17:00:45
ქნესეთის (ისრაელის პარლამენტი) იურიდიულ და საკონსტიტუციო საკითხთა კომიტეტმა იმ ქვეყნებს ჩამონათვალის გაფართოების შესახებ კენჭისყრა გადადო, რომელში მოგზაურობაც, წითელის ზონის სტატუსის გამო, ისრაელის მოქალაქეებს შეეზღუდებოდათ პარასკევიდან. საუბარია დიდ ბრიტანეთზე, კვიპროსზე, თურქეთსა და საქართველოზე. კომიტეტეტის თავმჯდომარემ გიდალ კარივმა ისრაელის ხელისუფლებას იზოლაციის წესების აღსრულებასთან დაკავშირებით, აგრეთვე სპეციალური ნებართვის მისაღებად მოქმედი ზომების ეფექტიანობის...

აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს

აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს
access_time2021-07-27 12:45:13
“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა, საწვავის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას აფასებს და აცხადებს, რომ დღეს როგორც საერთაშორისო ბაზარზე ფასწარმოქმნაზე მოქმედი, ასევე ადგილობრივი პარამეტრები იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში დაიწყოს საწვავის გაიაფება.   აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:   „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წელს საწვავის ფასი საქართველოში განუხრელად იზრდება. მან ისტორიაში პირველად, გადალახა ყველა...

10-ჯერ მაღალი საპროცენტო სარგებლის მიუხედავად, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია

10-ჯერ მაღალი საპროცენტო სარგებლის მიუხედავად, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია
access_time2021-07-27 16:00:19
ბანკებში ფიზიკური პირების დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ ლარში განთავსებულ ანაბარს თითქმის 10-ჯერ მეტი საპროცენტო სარგებელი ერიცხება და 6 თვეში 5%-ით გამყარდა, ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა კვლავ დაბალია. მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ლარში განთავსებული ანაბრის მთლიანი მოცულობა (ფიზიკური და იურიდიული პირები) 1.047 მლრდ-ით 13.903 მლრდ-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი 235 მლნ-ით 21.385 მლრდ-მდე შემცირდა, რისი მთავარი მიზეზიც ლარის...


მსგავსი სიახლეები

up