სადამდე შეიძლება მივიდეს დასავლეთის გაღიზიანება „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ

სადამდე შეიძლება მივიდეს დასავლეთის გაღიზიანება „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ

access_time2019-12-25 21:20:36

„უოლ სტრიტ ჯორნალის" სარედაქციო საბჭოს მიერ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, სადაც საქართველოს შესახებ იყო საუბარი, ამჯერად „ქართულ ოცნებას" „ნიუ იორკ ტაიმსიც" აკრიტიკებს. ამერიკული გავლენიანი გაზეთი წერს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართული ოცნებისთვის" სერიოზული დარტყმა იქნება. ტენდენციას, რომელიც ბოლო პერიოდში შეინიშნება და ძირითადად ხელისუფლების კრიტიკას მოიცავს, ოპოზიციაში დამანგრეველს, ხოლო უმრავლესობაში გაზვიადებულს უწოდებენ.

 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ მოუწოდებს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ დასავლეთის მხრიდან მმართველ ძალაზე ზეწოლა და კრიტიკა იზრდება; ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის მთავარი გამომწვევი მიზეზი, საერთაშორისო პარტნიორების თვალში, „ქართული ოცნების" მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებაა, რის გამოც ხელისუფლების კრიტიკა დაიწყეს ერთდროულად აშშ-მა და ევროპამ.

 

„უოლ სტრიტ ჯორნალის" სარედაქციო საბჭომ საქართველოს შესახებ 20 დეკემბერს სტატია გამოაქვეყნა, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია შეფასებული და საკმაოდ მწვავედ არის გაკრიტიკებული „ქართული ოცნება" და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. უნდა აღინიშნოს კონგრესმენების წერილიც, სადაც საქართველოს მთავრობის მეთაურიც ასევე მკვეთრად არის გაკრიტიკებული.

 

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება" ორიენტაციას რუსეთისკენ იღებს, რასაც საზოგადოება არ შეეგუება და ხელისუფლებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებას უწინასწარმეტყველებს, თუმცა, უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე თვლის, რომ „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, როგორც 2020 წლის, ასევე 2024 წლის არჩევნებშიც.

 

„შავი ღრუბლები ჩამოწვა „ქართული ოცნების" თავზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. იკვეთება ტენდენცია, რომ მოყვებიან იზოლაციაში. გამოდის, რომ ყველა პარტიამ ზურგი აქცია და მათ წინააღმდეგაა იმ პოლიტიკის გამო, რასაც აწარმოებდა წლების განმავლობაში, განსაკუთრებით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, იმ თავხდური ტყუილის შემდეგ.


 

„ქართული ოცნება" საქართველოს ექაჩება რუსეთისაკენ. ეს არის ის წითელი ხაზი, რომელსაც ხელისუფლებას არავინ აპატიებს. ასეთი განცხადების შემდეგ მომდევნო ნაბიჯი შეიძლება იყოს პირდაპირ პერსონალურ სანქციებზე საუბარი. აშშ-მ და ევროკავშირმა რამდენიმე მილიარდი დოლარი ჩადეს საქართველოში გრანტებისა თუ დახმარების სახით, სამხედრო სფეროს გასაძლიერებლად, ეკონომიკის განსავითარებლად და დემოკრატიის გასამყარებლად.

 

„არჩევნებამდე დარჩენილია ათი თვე და ამ ხნის განმავლობაში იქნებიან აქციებისა და საზოგადოებრივი პრესინგის ქვეშ. არჩევნებზე მივლენ სრულიად ჩამოშლილები. ასეთი ვითარება არ გამოადგება არც ქვეყნის ეკონომიკას, არც სტაბილურობას და ძალიან დიდი რისკის ქვეშ აყენებს ქვეყანაში სიმშვიდეს. „ქართული ოცნების" ერთადერთი იმედი არის რუსეთი. მარტო დარჩენილი ივანიშვილის ხელისუფლება განწირულია მარცხისათვის. ამის აღიარება ხელისუფლებას არ უნდა. თუ გაძალიანდებიან, დასავლეთის ეს განცხადებები სამომავლოდ გადიქცევა აბსოლუტურად სხვა სახის ქმედებებად," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

რევაზ არველაძე ამერიკული გამოცემის მიერ გამოქვეყნებული სტატიის შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს ოპოზიციური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთაა:

 

„ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველოს და ამ ხელისუფლებას მხარს უჭერს (აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი). რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრია გამოსასწორებელი, მაგრამ იმას, რომ ეს რაღაც დარტყმა იქნება, გამოვრიცხავ. ნორმალურად წავა „ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ და არჩევნების შედეგები ისეთი იქნება, როგორც ამას მოსახლეობა უყურებს, რაც მგონი ჯერ კიდევ დადებითია.

 

„მოსახლეობა ხვდება, რომ ეს ყველაფერი მიწოდებულია აქედან, ოპოზიციური პარტიების, „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. თვლიან, რომ შეძლებენ თვითონ მოვიდნენ ხელისუფლებაში. ეს ვერ შეიყვანს საქართველოს მოსახლეობას შეცდომაში. 2020 წლის შემდეგ, როდესაც „ქართული ოცნება" ისევ დარჩება ხელისუფლებაში, ეს ტენდენცია კლებისკენ წავა, რადგან დაინახავენ, რომ ხალხი მხარს გვიჭერს, მაგრამ 2023 წელს ისევ მოიმატებს, რადგან ახალი არჩევნები იქნება," - განაცხადა რევაზ არველაძემ.

 

წყარო: რეზონანსი





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-12-03 21:30:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ქართველი ხალხი ასეთი ბნელი და გაუნათლებელი არასდროს ყოფილა, როგორიც ახლაა“ - ეპიდემიოლოგი     „ხალხი არ იცავს სოციალურ დისტანციას, აღარ იკეთებს ნიღაბს და არ ატარებს სადეზინფექციო საშუალებებს. შეხედეთ რა ხდება ქალაქში - 10-დან 9-ს ნიკაპზე უკეთია ნიღაბი....

Bloomberg: პანდემია კრიპტოვალუტებს აძლიერებს

Bloomberg: პანდემია კრიპტოვალუტებს აძლიერებს
access_time2020-12-03 21:00:49
2020 წელს ბიტკოინის კურსის ზრდამ ბევრი ჭკვიანი ადამიანი გააოცა. გასულ კვირას მთავარი კრიპტოვალუტის ღირებულება 20 000 დოლარამდე ავარდა, რამაც ბევრ სკეპტიკოსს აზრის შეცვლა აიძულა.   2018 წელს ცნობილმა ამერიკელმა ეკონომისტმა ნოელ რუბინიმ ბიტკოინს „კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი საპნის ბუშტი“ უწოდა, თუმცა, დღეს ვირტუალური ფულის წარმატების ფონზე, 2020 წლის ნოემბერში, ის აღიარებს, რომ კრიპტოვალუტას ზრდის პერსპექტივა აქვს.   მაშინ რა ხდება...

Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის და გაზის ბარზებისთვის?

 Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის და გაზის ბარზებისთვის?
access_time2020-12-03 20:00:16
2020 წელი ნავთობის და გაზის ბაზრებისთვის უნიკალური და წარმოუდგენლად რთული იყო - კორონავირუსის პანდემიამ და ოპეკ+ის შეთანხმების ჩაშლამ ნავთობზე ფასების უპრეცედენტო ვარდნა გამოიწვია. აპრილში საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ნავთობი წამგებიანი გახდა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.   2020 წელმა ისტორიაში პირველად მოხმარების შოკი მოიტანა. ბოლო 50 წლის მანძილზე მსოფლიოში მიწოდების შოკი საკმაოდ ხშირი მოვლენა იყო - მაგალითად, 1967 წელს ისრაელის მიერ წამოწყებული 6-დღიანი ომის დროს,...

3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-12-03 19:30:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3119 ლარი გახდა....

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“
access_time2020-12-03 18:30:10
რამდენიმე ასეულობით მილიონი ლარის შემოსავალი და ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქციაზე - ასეთი მონაცემები ჩანს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი კომპანიების ფინანსური ანგარიშგებებიდან.   „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები. 2019 წლის სავალდებულო ფინანსური აუდიტი კომპანიების ნაწილმა უკვე გაიარა. მათ შორის არის ფარმაცევტული სექტორის მონაწილე სამი კომპანია - „ავერსი“; „პსპ“ და „ჯიპისი“. როგორც ფინანსური...


მსგავსი სიახლეები

up