სადაც სახელმწიფო არსებობს ყველგან კორუფციის პრობლემაა, მათ შორის საქართველოში

სადაც სახელმწიფო არსებობს ყველგან კორუფციის პრობლემაა, მათ შორის საქართველოში

access_time2020-09-04 12:00:48

საჯარო სამსახურში კორუფციის თავიდან ასაცილებლად ახალი სახელმწიფო ორგანო შეიქმნება. ამის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე წარდგენილია. წარმოდგენილი პროექტით იქმნება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანო - ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო.

 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და უმრავლესობის დეპუტატი სოფიო კილაძე „კომერსანტთან“ საუბრისას განმარტავს, რომ ანტიკორუფციული საბჭოს არსებობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

 

„ეს არის ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების იდეა და მათ მიერ შემოტანილი ინიციატივა. თუმცა, ზოგადად ეს თემა ანტიკორუფციული სამსახურის შესახებ არის ძალიან მნიშვნელოვანი. გარკვეული პერიოდი მეც ვმუშაობდი ამ საკითხზე. ზოგადად ეს თემა ჩემი ინტერესის სფეროა და მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. საკანონმდებლო ინიციატივა ახალი შემოსულია, დიდი ცვლილებების პაკეტია და ამ ეტაპზე ვერ მოვახერხე დეტალებს გავცნობოდი, თუ რა ფორმით არის წარმოდგენილი. თუმცა, ზოგადად ანტიკორუფციული სააგენტო რომ უნდა არსებობდეს ქვეყანაში, მე  პირადად ამის მომხრე ვარ“, - განმარტავს სოფიო კილაძე.

 


სოფიო კილაძე თვლის, რომ სახელმწიფო სადაც არსებობს ყველგან არის კორუფციის პრობლემა და ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა არ ნიშნავს, იმას რომ ეს საკითხი საქართველოს ხელისუფლების სისუსტეა.

 

„სახელმწიფო სადაც არსებობს ყველგან არის კორუფციის პრობლემა, ზოგან მეტად  ზოგან  ნაკლებად, მთავარია რამდენად ადეკვატურად ებრძვის ამას  სახელმწიფო. საქართველო სხვადასხვა საერთაშორისო ანტიკორუფციულ  რეიტინგებში ბევრგან მოწინავეა და  მგონია, რომ ეს სწორედ იმ რეფორმების დამსახურებაა, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ  ბოლო წლების მანძილზე გაიარა. თუმცა, რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტი არის საჭირო და ამ კუთხით მგონია რომ ანტიკორუფციული სააგენტოს  შექმნა როგორც ასეთი იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი ნაბიჯი. თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ ამ ინიციატივას დეტალურად არ ვიცნობ, ამიტომ  კონკრეტულად რა მექანიზმებია ჩადებული ამაზე ვერაფერს  გეტყვით სანამ კარგად არ გავეცნობი“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.


პაკეტი მოცულობითია, 30 კანონისგან და რამდენიმე ასეული გვერდისგან შედგება. მასში მაქსიმალურად არის დასაბუთებული, რომ ამ რეფორმით რეალურად განხორციელდება, როგორც კორუფციული დანაშაულების, ისე თანამდებობის პირების ქონებისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კონტროლი, რაც დღეს ქვეყანაში ან არ არსებობს, ან სელექციურად და არაეფექტურად ხორციელდება.

 

სააგენტოს თავმჯდომარეს 5 წლის ვადით საქართველოს პარლამენტი აირჩევს. თავმჯდომარეს ეყოლება პირველი მოადგილე და კიდევ ორი მოადგილე. სააგენტო მისი საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშის წარუდგენს პარლამენტს. კანონპროექტის ავტორები - თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ არიან.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up