სად როგორ გაძვირდა ცხოვრება - საქართველოს და მეზობელი ქვეყნების სტატისტიკა

სად როგორ გაძვირდა ცხოვრება - საქართველოს და მეზობელი ქვეყნების სტატისტიკა

access_time2021-04-20 21:00:00

საქართველოში მარტში ინფლაციის მაჩვენებელი ბოლო 2-წლიან მაქსიმუმზე იყო, ფასები გაიზარდა ყველაფერზე და თანაც, საგრძნობლად.


საქართველოზე მაღალი ინფლაცია მხოლოდ თურქეთში იყო, სხვა მეზობელ ქვეყნებში კი ფასები შედარებით მცირედ გაიზარდა.


„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, თუ როგორი იყო მარტში ინფლაციის დონე საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში.


საქართველო


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში, 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოში ფასების საერთო დონე საშუალოდ 7.2%-ით გაიზარდა. ინფლაციის მოცემული მაჩვენებელი უკვე ორი წელია ქვეყანას არ ჰქონია. ფასების ასეთი ტემპით ზრდაზე გავლენა მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის დასრულებამ იქონია.


რაც შეეხება იმ ძირითად ჯგუფებს, სადაც ფასები 2021 წლის მარტში წლიურად ყველაზე მეტად გაიზარდა:


ჯანმრთელობის დაცვა - ზრდა 13.6%
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა- ზრდა 12%
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო- ზრდა 8.9%
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი- ზრდა 7.6%
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები-ზრდა 5.8%


თურქეთი



მარტში თურქეთი წლიური ინფლაციის დონემ 16.19% შეადგინა. თურქეთში ინფლაციის ასეთი მაღალი დონის ერთ-ერთ მიზეზი უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ფულის მასის სწრაფი ზრდაა, რამაც თავის მხრივ, ლირასაც პრობლემები შეუქმნა.


რაც შეეხება იმ ძირითად ჯგუფებს, სადაც ამ ერთი წლის განმავლობაში ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა:


ტრანსპორტი-ზრდა 24.85%
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა- ზრდა 23.64%
ჯანმრთელობის დაცვა- ზრდა 19.17%
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები-ზრდა 17.44%
სასტუმროები, კაფე-რესტორნები- ზრდა 15.39%


სომხეთი


მიმდინარე წლის მარტში სომხეთში ინფლაციის მაჩვენებელმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.8% შეადგინა. რაც შეეხება თვიურ ჭრილს, მარტში თებერვალთან შედარებით ფასების საერთო დონის ზრდა 1% იყო.


ძირითადი ჯგუფები, რომლებზეც ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგნაირად გამოიყურება:


ალოკოჰოლური სასმელების ჯგუფი - ზრდა 9.2%
ტრანსპორტი- ზრდა 8.9%
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა- ზრდა 8.8%
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი- ზრდა 7.4%
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი- ზრდა 6.9%


რუსეთი


მარტში რუსეთის ინფლაციის დონე უკანასკნელი 4 წლის მაქსიმუმზეა, უფრო კონკრეტულად, გასულ თვეს ინფლაციის დონე ქვეყანაში წლიურად 5.79% იყო. რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, 2021 წლის აპრილში ინფლაციის დონე მცირედით შემცირდება და ფასების ზრდის წლიური ტემპი 5.6% იქნება.


აზერბაიჯანი


რაც შეეხება აზერბაიჯანს, მარტში წლიური ინფლაციის დონემ 3.9% შეადგინა. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ საჯაროვდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელ ჯგუფში დაფიქსირდა ფასების მკვეთრი ზრდა.



BPN.GE




თეგები:
სტატისტიკა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up