სად როგორ ასწავლიან ბიზნესის კეთებას საქართველოში

სად როგორ ასწავლიან ბიზნესის კეთებას საქართველოში

access_time2021-10-03 09:00:27

ბიზნესის ფორმულა მარტივია – დაბანდებულმა ფულმა  მოგება უნდა მოგიტანოს, მაგრამ პროცესი საკმაოდ რისკიანია. ზოგს ბიზნესის წარმოების განსაკუთრებული ნიჭი აქვს, თუმცა, ყველას სჭირდება იმ უნარებისა და ხერხების სწავლა, რაც კონკურენტულ გარემოში საქმიანობისთვის დაეხმარება. სწორედ ამიტომ, მსოფლიოში უამრავი  ბიზნესსკოლაა, სადაც განათლების მიღება წარმატების გარანტია.

მსოფლიო ტრენდს არც საქართველო ჩამორჩება. დღეს არაერთი უნივერსიტეტი სთავაზობს მსურველებს საბაკალავრო და სამაგისტრო  პროგრამებს. შეთავაზებები  მრავალფეროვანია.  განსხვავებულია სწავლის საფასურიც და ის წლიურად,  2 250-დან 8 000 ლარამდეა

 უნარები „ბიზნესის ზვიგენებთან“ ერთად ცურვისთვის

ბიზნესსკოლების მთავარი მიზანი სტუდენტების საჭირო უნარებით აღჭურვაა. მათ უნდა შეისწავლონ ბიზნესის ენა და გამოიმუშაონ ხედვა ბიზნესსა და მის მართვაზე. სწავლის პროცესიც აკადემიური მეცნიერებების შესწავლისგან განსხვავდება. აქ მთავარი ფოკუსი პრაქტიკულ მიდგომებზეა.

 რეალისტურად თუ შევაფასებთ, საკმაოდ კარგი შესაძლებლობები გვაქვს. ჯერ არ ვართ მსოფლიოს წამყვანი ბიზნესსკოლების დონეზე, მაგრამ  სწრაფად  ვვითარდებით.  კარგ პოზიციაში ვართ იმისთვის, რომ ინტელექტუალური  თვალსაზრისით ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას მხარი დავუჭიროთ. სწავლებისას სხვადასხვა მეთოდს მივმართავთ. თვალს ვადევნებთ მსოფლიოს საუკეთესო ბიზნესსკოლების პრაქტიკას, მათ მიდგომებს. ამასთან, გვაქვს საკუთარი პროგრამაც. ბრმა მიმბაძველობას სულაც არ მივდევთ  და შესაძლოა, გვქონდეს განსხვავებული მიდგომებიც. ბიზნესსკოლების მიზანი ხომ ის არის, რაც შეიძლება სწრაფად მოამზადონ მენეჯერები და მერე გადააგდონ  „ბიზნეს მორევში“. პრაქტიკულობა აქ ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის (ESM) დეკანი გიგა ბედინეიშვილი.  

რამდენად თანხვედრაშია სასწავლო პროცესი უცხოურ  სკოლებთან და რა გამოცდილებას ეყრდნობიან საქართველოში? – ამ შეკითხვით მივმართეთ კავკასიის ბიზნესსკოლის დეკანს. ელენე ჯღარკავა ამბობს, რომ სასწავლო პროგრამების უცხოური  ბიზნესის სკოლების პროგრამებთან თანხვედრის მაჩვენებელი მათ შემთხვევაში, არის ორმაგი ხარისხის საბაკალავრო და სამაგისტრო, ასევე  გაცვლითი პროგრამები – ქართველი სტუდენტების გამგზავრება  და სწავლა  პარტნიორ უნივერსიტეტში და პირიქით.

„ჩვენი პარტნიორები სხვადასხვა ქვეყნიდან აღიარებენ კავკასიის ბიზნესსკოლის სასწავლო პროგრამების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობას და შესაბამისად, ქართველ სტუდენტებს ჩვენთან თანმშრომლობით ანიჭებენ მათ კვალიფიკაციას. ბიზნესის სკოლების, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო აღიარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაღალრეპუტაციური საერთაოშირსო აკრედიტაციის ფლობა. სწორედ ეს არის ყველაზე პრიორიტეტული დღეს ჩვენთვის და დავიწყეთ ამ მიმართულებით განვითარება, კერძოდ წარმატებით გავიარეთ AACSB-ის აკრედიტაციის ყველაზე მნიშვნელოვანი, პირველი ეტაპი“, – განმარტავს კავკასიის უნივერსიტეტის  ბიზნესის სკოლის დეკანი ელენე ჯღარკავა.

CV ბიზნესსკოლის  ხარისხით 

დასაქმებულები Amazon-ში, EY-ში, PwC-ში, Barclays -ში,  United Financial Corporation (UFC)-ში, Blue Chip-ში, Citi Bank-ში, EBRD-ში, საერთაშორისო სავალუტო ფონდში, მინისტრები სამთავრობო კაბინეტში,  TOP-მენეჯერები ეროვნულ ბანკში,  წამყვან ქართულ ბანკებში, ცნობილი კომპანიების დამფუძნებლები – ქართულ ბიზნესსკოლაში (ESM, CSB, თსუ)  მიღებული განათლება არაერთი წარმატებული პირის CV-ში გვხვდება.

„2021 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, კურსდამთავრებულთა 98%-იანი დასაქმების მაჩვენებელი გვაქვს. ის, ვინც დასაქმებული არ არის, ძირითად შემთხვევაში, სწავლას აგრძელებს საზღვარგარეთ. საბაკალავრო პროგრამაზე დასაქმების შესაძლებლობა სტუდენტებს აქვთ მეოთხე კურსიდან, მაშინ როდესაც მათ ბიზნესის ადმინისტრირების საბაზისო კურსები დასრულებული აქვთ და იწყებენ კონცეტრაციის კურსების გავლას. ეს ძალიან კარგი პერიოდია, საგნების შესწავლასთან ერთად ერთად მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება“, – ამბობს ელენე ჯღარკავა.

თითქმის 100%-იან დასაქმების მაჩვენებელზე საუბრობს გიგა ბედინეიშვილიც:

„პრაქტიკულად ხელიდან გვტაცებენ სტუდენტებს. სწავლის დასრულების პერიოდისთვის თითქმის ყველა სტუდენტი დასაქმებულია. საერთაშორისო თვალსაზრისითაც კონკურენტულები ვართ. ჩვენი სტუდენტების ნაწილი მიდის უცხოეთში,  საქმდება ან სწავლას აგრძელებს“.


ბიზნესსკოლები დამსაქმებლის თვალით

რამდენად კონკურენტულები არიან ქართული ბიზნესსკოლების კურსდამთავრებულები შრომის ბაზარზე? – ამ შეკითხვას თიბისი ბანკში უპასუხეს. ბანკის ადამიანური კაპიტალის მიმართულების ხელმძღვანელი  გვანცა მურღვლიანი ამბობს, რომ საქართველოში TOP რეიტინგული უნივერსიტეტები მათთვის ახალი კადრების მიღების მნიშვნელოვანი წყაროა:   

„თიბისიში არის უამრავი პოზიცია, სადაც არ ვითხოვთ სამუშაოს მაძიებელს ჰქონდეს ბიზნესსკოლის ხარისხი, მაგრამ სადაც ვითხოვთ, იმ პოზიციებზე თანამშრომლის შერჩევისას მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტებს  ვენდობით. ვიცით იქ სწავლის ხარისხი. ვიცით, რომ კურსდამთავრებულს აუცილებლად ექნება ჩვენთვის საჭირო კვალიფიკაცია“.

დამსაქმებლები ამბობენ,  რომ უმთავრესი, რაც უმაღლესმა სასწავლებელმა სტუდენტებს უნდა მისცეს, კრიტიკული აზროვნების განვითარებაა.

„კონკრეტულ ტექნიკურ მიმართულებას ადამიანი სამსახურში, ყოველდღიურობაში ისწავლის. რაც ჩვენ გვჭირდება, ეს არის, პირველ რიგში,  კრიტიკული  და ანალიტიკური აზროვნება. ასევე მასალის გააზრებისა და ანალიზის უნარები. ეს არის ის, რაც დღეს ორგანიზაციებს სჭირდებათ“, – აცხადებს გვანცა მურღვლიანი. 

 მაგრამ მაინც უცხოეთში მიღებული განათლება

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ბიზნესსკოლები ვითარდება, უცხოური განათლება  კარიერული განვითარებისთვის კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ბიზნესმენების, ბანკების მენეჯერების ან საჯარო სექტორში მაღალ თანამდებობებზე დასაქმებულთა CV-ს გადავხედავთ, ჩანს, რომ მათ უმეტესობას განათლება უცხოეთშიც აქვს მიღებული.

 გარკვეულ ვაკანსიებზე დასავლეთში მიღებულ განათლებას დამსაქმებლის მხრიდან უპირატესობა ენიჭება.  მიზეზი არაერთია.

 „უცხოეთში მიღებული განათლება არ არის მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღება. ეს არის ძალიან მაღალკვალიფიციურ  და გამოცდილ ლექტორებთან ურთიერთობა და, რაც მთავარია, ურთიერთობა  განსხვავებული  მენტალობის, ხედვისა და აზროვნების სტუდენტებთან. მათთან ადამიანი სხვაგვარად ვითარდება და ახალ პერსპექტივებს იძენს“, –  განმარტავს  გვანცა მურღვლიანი.  

ქართული ბიზნესსკოლების გამოწვევები

მარეგულირებელი განვითარების მუხრუჭია, – ასეთია თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის დეკანის პასუხი კითხვაზე: რა არის ბიზნესსკოლების მთავარი გამოწვევა. 

გიგა ბედინეიშვილი მიიჩნევს, რომ განათლების სამინისტროს წარმომადგენელთა ხედვები ბიზნესსკოლებში სწავლის პროცესზე სექტორს ხელს არ უწყობს. კიდევ ერთ პრობლემად იგი არაჯანსაღ კონკურენციას ასახელებს: 

„გვიწევს არაჯანსაღი კონკურენცია სახელმწიფო უნივერსიტეტებთან. ისინი კერძოსთან შედარებით ფინანსურად სასათბურე პირობებში არიან”.

სხვა გამოწვევებზე საუბრობენ კავკასიის ბიზნესსკოლაში.

„ზოგადი გამოწვევებია აკადემიური პერსონალის სიმცირე საქართველოში – დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების/მკვლევრების ნაკლებობა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. ზოგადად, კვლევის მიმართულებით გაძლიერება და ხელშეწყობა ამ დარგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეტი ფონდი და დაფინანსების შესაძლებლობა უნდა არსებობდეს როგორც აკადემიური პერსონალისთვის, ასევე სტუდენტებისთვის“, – აღნიშნავს ელენე ჯღარკავა.


წყარო: Business Feed






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up